მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ბათუმი ჩინეთის ქალაქ ურუმქუს დაუმეგობრდა

ბათუმი ჩინეთის ქალაქ ურუმქუს დაუმეგობრდა

266
0

თბილისში გამართული ფორუმის „აბრეშუმის გზა“ ფარგლებში ბათუმსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანგ უიღურეთის ავტონომიური რეგიონის ქალაქ ურუმქის შორის დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდა. გადაწყვეტილება მეგობრული კონსულტაციების საფუძველზე იქნა მიღებული. მემორანდუმი მხარეებს შორის სხვადასხვა სფეროში კონტაქტების გაღრმავებას, მეგობრობის განმტკიცებას და თანამშრომლობას ითვალისწინებს.

მხარეები ითანამშრომლებენ ეკონომიკის, ვაჭრობის, მეცნიერების, ტექნოლოგიების, კულტურის, განათლების, სპორტის, ჯანმრთელობის მიმართულებით, რათა ხელი შეუწყოს საერთო კეთილდღეობასა და განვითარებას. შენარჩუნდება ხშირი კონტაქტები ლიდერებსა და სხვადასხვა მიმართულებით ხელმძღვანელ პირებს შორის, რათა ხელი შეეწყოს კონსულტაციების გამართვასა და თანამშრომლობას საერთო საკითხებზე.

მემორანდუმს ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა და ურუმქის მერმა ილჰამ საბირმა მოაწერეს ხელი. ოფიციალურ ცერემონიალს საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და სინძიანის რეგიონის ხელმძღვანელი ქსეკერატ ზაკირი დაესწრნენ.