მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ბათუმში აზერბაიჯანის საკონსულოს ოფიციალური ფეისბუქგვერდი გაიხსნა

ბათუმში აზერბაიჯანის საკონსულოს ოფიციალური ფეისბუქგვერდი გაიხსნა

392
0

ამ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ბათუმში აზერბაიჯანის საკონსულოს ოფიციალური გვერდი (Azerbaijan Consulate General in Batumi/Azərbaycanın Batumidə Baş Konsulluğu) გაიხსნა, სადაც მომხმარებელი ამ ქვეყნის კულტურულ-ეკონომიკურ მიღწევებსა და საკონსულოს მიერ აჭარის რეგიონში ჩატარებულ აქტივობებს გაეცნობა. გვერდზე მრავლადაა ინფორმაცია ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის ურთიერთობებზე. როგორც ბათუმში აზერბაიჯანის გენერალურმა კონსულმა რაშად ისმაილოვმა განგვიცხადა, გვერდი ქართველი და აზერბაიჯანელი მოსახლეობის უკეთ ინფორმირებისა და ორ ქვეყანას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობების უკეთ გაცნობის მიზნით შეიქმნა. საკონსულო მოუწოდებს ყველას მოიწონონ და დაუმეგობრდნენ აღნიშნულ გვერდს, რათა ყველას ჰქონდეს სიახლეებთან წვდომის საშუალება.