ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე სამართალდამცველებმა 50 წელს გადაცილებული დედა-შვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახის წევრები მეზობლებს 2 დღის განმავლობაში არ უნახავთ, რის გამოც მათ სამართალდამცველებს დაურეკეს. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს კარი შიგნიდან ჩაკეტილი დახვდათ, ბინაში შესულებმა კი დედა შვილის ცხედარი აღმოაჩინეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობას გულისხმობს.
როგორც აღმოჩნდა, ოჯახს ენერგო პრო-ჯორჯიამ 26 იანვარს დავალიანების გამო შუქი ჩაუჭრა, რასაც კომპანიაძიც ადასტურებენ, მეზობლების ვარაუდით, დედა-შვილი გაიყინა.
ხვიჩა მამულაძე