მთავარი ვიდეორეპორტაჟი კანონი და სამართალი ბათუმში დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღეს

ბათუმში დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღეს

304
0

შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. დაკავებულ მოქალაქეს პირადი ჩხრეკისას 12 შეკვრად დაფასოებული 6 გრ ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 2,07 გრ ჰეროინს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.