30 მაისს, ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილი #92-ში მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე ავტომომსახურების ცენტრი „ვინტო“ გაიხსნა. „ვისოლ ჯგუფი“ ავტომომსახურების სექტორში უკვე 15 წელია ოპერირებს და 2023 წლიდან „ვინტოს“ ბრენდით განაგრძობს ქსელის განვითარებას საქართველოს ყველა დიდ ქალაქში. „ვინტოს“ მომსახურების ცენტრები განთავსებულია თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ახლა უკვე ბათუმი. უახლოეს თვეებში კი „ვინტოს“ ობიექტი თელავშიც გაიხსნება.

„მოხარული ვართ, რომ “ვინტო“ ავტომომსახურების ბაზარზე ქსელის რეგიონალურ განვითარებას აქტიურად განაგრძობს. „ვინტოს“ ექსკლუზიური თუ ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტების ფართო არჩევანი, ყველასათვის მისაღები ფასები და ფართო ქსელი საშუალებას გვაძლევს მომხმარებლის ნებისმიერ სეგმენტს მივწვდეთ. დამატებით ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადასვლა „ვისოლის“ აპლიკაციაში ინტეგრაციითა და ი-კომერსის განვითარებით, „ვინტო“ მომხმარებელს საშუალებას მისცემს მომსახურების სრულიად ახალი გამოცდილება მიიღოს“, აცხადებს „ვინტოს“ აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ ხოდელი.
„ვინტო“ 20-ზე მეტი საერთშორისო ბრენდის პროდუქტებს წარმოადგენს საქართველოში, როგორიცაა ფრანგული „ტოტალის“ საავტომობილო ზეთები, ფინური „ნოკიანისა“ და იტალიური „პირელის“ საბურავები, პოლონური „ორლენის“ საავტომობილო ზეთები, ბულგალური წარმოშობის „ევროკრაფტის“ და ევროპული სტანდარტებით წარმოებული „ჯი-ფაუვერ პლატინის“ ბრენდის აკუმულატორები, ბერძნული „ფიბას“ სამუხრუჭე ხუნდები, „მიშელინის“ ბრენდის მინის საწმენდები და ავტომიბილის მოვლის საშუალებები და ა.შ. შესაბამისად, მომხმარებელი ავტომობილის მოვლის საშუალებებსა და აქსესუარებს ნებისმიერ საფასო კატეგორიაში შეარჩევს, რაც „ვინტოს“ მნიშვნელოვანი კორპორაციული უპირატესობაა ბაზარზე.

პროფესიონალი პერსონალი, სწრაფი სერვისი, რომელიც არ საჭიროებს 20 წუთზე მეტ დროს, მომხმარებლისთვის კომფორტული მოსასვენებელი/მოსაცდელი სივრცე ყველა ფილიალში, მოქნილი სამუშაო განრიგი, პროდუქტების ფართო არჩევანი და ავტომომსახურების მრავალწლიანი გამოცდილება “ვინტოსთვის“ ამბიციური განვითარების მყარ საფუძველს წარმოადგენს. „ვისოლის“ მომსახურების ცენტრებში „ვინტოს“ არსებობა კი სინერგიას ქმნის და მომხმარებელს ერთ სივრცეში მრავალფეროვანი მომსახურების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

„ვინტო“ „ვისოლის“ ლოიალობის სისტემაშიცაა ჩართული და ერთგულ მომხმარებლებს საწვავზე -15, -20, -25 ფასდაკლების მიღების შესაძლებლობასთან ერთად, „ვინტოში“ ბონუს ქულების დაგროვების, ქულებით „ვინტოს“ პროდუქტების შეძენის და პროდუქტებსა თუ მომსახურებაზე -10%, -12%, -15% ფასდაკლებით სარგებლობის საშუალებასაც აძლევს. ი-კომერსის განვითარებას „ვინტო“ 2025 წლის ბოლომდე გეგმავს.