19 იანვარს, 18 საათზე ბათუმის ხელოვნების ცენტრში საქართველოს სახალხო არტისტის თემურ წიკლაურის საიუბილეო კონცერტი გაიმართება, მომღერალი თავისი დაბადების 70-ე წლისთავს ბათუმში აჭარის საზოგადოებასთან ერთად გრანდიოზული კონცერტით აღნიშნავს. კონცერტის ბილეთები უკვე იყიდება ხელოვნების ცენტრის სალაროებში.