მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ბათუმში თურქეთის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

ბათუმში თურქეთის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

253
0

დღეს ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ თურქეთის დამოუკიდებლობის 93 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება თურქეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნებით გაიხსნა, შემდეგ კი შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა თურქეთის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა ბათუმში იასინ თემიზქანმა, მან დამოუკიდებლობის დღე მიულოცა თანამოქალაქეებს და საქართელო – თურქეთის ურთიერთობებზე ისაუბრა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, მთავრობის სხვა წევრები და თურქი საზოგადოების ნაწილი ეესწრებოდა. ზურაბ პატარაძემ თავის სიტყვაში თურქ ხალხს მიულოცა ეროვნული დღესასწაული, -,,ჩვენი ურთიერთობა დინამიურად ვითარდება, რა თქმა უნდა პოლიტიკურ ჭრილში. რაც შეეხება ეკონომიკურ წინსვლას, წელს მსოფლიო ბანკმა მე-16 ადგილი მიგვანიჭა” – განაცხადა ზურაბ პატარაძემ. შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა და თურქ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ.

თამაზ ქობულაძე