მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი ბათუმში ოლიმპიურ ცეცხლს გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს

ბათუმში ოლიმპიურ ცეცხლს გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს

275
0

ოლიმპიური ცეცხლის დახვედრის პატივი საქართველოში ბათუმსა და ბათუმელებს ერგოთ, ცეცხლის აეროპორტში გრანდიოზული დახვედრის შემდეგ, საზეიმო მსვლელობამ ქალაქის ქუჩებში, მოგვიანებით კი პიაცაზე გადაინაცვლა. ქართული ფეხბურთის ვეტერანი რევაზ ჩელებაძე ბოლო მეჩირაღდნე იყო, ვინც ოლიმპიური ცეცხლი პიაცაზე მთავარ თასში აანთო. მეჩირაღდნეები ცნობილი ქართველი ოლიმპიელები, მომღერლები და საზოგადოების სხვა ცნობილი სახეები გახლდათ. პიაცაზე საზეიმო კონცერტიც გაიმართა, რომელშიც ქართული ესტრადის ვარსკვლავებთან ერთად ადგილობრივი შემსრულებლებიც მონაწილეობდნენ. კონცერტს აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს, საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა შეკრებილებს მიმართა.