ამ წუთებში ბათუმში, რურუას N1ა ნომერში ხუთსართულიან კორპუსში ერთ–ერთი ბინისკედელი გაიბზარა.
ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცოტა ხნის წინ, მათ შენობა დატოვეს.
მათივე განცხადებით, საცხოვრებელ სახლში ცხოვრება შეუძლებელია, რადგან შენობისჩამონგრევის საფრთხე არსებობს.
“კედელი გაიბზარა კორპუსი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ჩამოცვივდა ბეტონები, ვითხოვთშემოწმებას. ჩვენ ყველას ვინც აქ ვცხოვრობთ ძალიან გვეშინია აქ ცხოვრება.
ჩემს საძინებელში კედლებია დამსკდარი მივმართავთ შესაბამის სამსახურებს გთხოვთდაგვეხმარეთ. ამ კორპუსში ცხოვრება შეუძლებელია“,- აცხადებს ლამზირა ბერიძე.
კორპუსში სულ 75 ოჯახი ცხოვრობს და მთავრობას დახმარებას სთხოვენ.
ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცველები მუშაობენ.
ავტორი: ხვიჩა მამულაძე