ბათუმში, 71-ე და 72-ე საარჩევნო უბნებზე გაურკვეველი მიზეზებით ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. როგორც ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, უბნებისთვის ელექტრო ენერგიის მიწოდება დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში იყო შეწყვეტილი, თუმცა, საარჩევნო პროცესი ამის გამო არ შეჩერებულა. ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ორივე უბანზე აღდგენილია.