მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ბათუმში სანიაღვრე სატუმბი სადგური აშენდება

ბათუმში სანიაღვრე სატუმბი სადგური აშენდება

244
0

ქ. ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მე-3 ფაზის ფარგლებში, დღეს, ბათუმის მერიაში ტენდერში გამარჯვებულ თურქულ კომპანია ,,ეჯიტაშთან“ ორ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. პროექტის ფარგლებში, არდაგანის ტბის მიმდებარედ ევროპული სტანდარტების შესაბამისი სანიაღვრე სატუმბი სადგური აშენდება. მშენებლობა 2018 წლის მარტში დაიწყება და 2020 წელს დასრულდება. ხოლო ჯავახიშვილის ქუჩის სანიაღვრე კოლექტორის რეაბილიტაცია 2019 წელს დასრულდება.
აღნიშნული პროექტის განხორციელება ქუჩების დატბორვის პრობლემას სრულად აღმოფხვრის.