მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ბათუმში სოციალური სახლი შენდება

ბათუმში სოციალური სახლი შენდება

149
0

დღეს დევნილი და ეკომიგრანტი ოჯახებისთვის ბათუმში კორპუსები შენდება, ტაბიძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და აჭარის მთავრობის თავჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მოინახულეს.

მშენებარე კორპუსები 16 სართულიანი იქნება. სადაც საცხოვრებელი ფართი 164 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცემა. საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განცხადება მიღება 26 მარტს დაიწყება და 25 აპრილამდე გაგრძელდება.

ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე კორპუსების სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ჯი2 ბილდინგი“ აწარმოებს. მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა 2018 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

განაცხადის შევსება აჭარაში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შემდეგ მისამართებზე შეეძლებათ: თბილისი, სამინისტროს მისაღები ცენტრი-თამარაშვილის ქ. N15ა; ბათუმი, ქალაქის მერიის შეონა-ასათიანის ქ.  N25 (26 მარტიდან-1 აპრილამდე). ქუთაისი სამინისტროს რეგიონალური სამმართველოს-აბაშიძის გამზ. N27; ზუგდიდი, სამინისტროს რეგიონალური სამმართველო-ხუბულავას ქ N6.