მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ბათუმში სტრატეგიული ნავმისადგომი გაიხსნა

ბათუმში სტრატეგიული ნავმისადგომი გაიხსნა

289
0

ბათუმში ახალი სტრატეგიული ობიექტი, მცურავი საშუალებების ნავმისადგომი გაიხსნა. ბაზირების პუნქტი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებეთან ნიკოლას ბერლინერთან ერთად გახსნა. ცერემონიას საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ამერიკის საელჩოს წარმოადგენლები თავდაცვის უსაფრთხოების შემცირების საკითხებშიც ესწრებოდნენ. ობიექტი ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით აშენდა. შეერთებულმა შტატებმა მშენებლობაზე 14 მილიონი დოლარი დახარჯა. სამშენებლო სამუშაოები ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ნავმისადგომი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით. მას ერთდროულად 15 მცურავი საშუალების მიღება შეუძლია. დღესვე საზღვაო პოლიციას გადასცეს მოდერნიზებული საპატრულო კატარღა p-103. ახალი ობიექტის მშენებლობა მიზნად სანაპირო წყლებში ქვეყნის ეროვნული და საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერებას ისახავს. ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ საზღვაო კატარღებით ზღვაში გასეირნება მოეწყო.

წყარო: TV25