ბათუმში სიჩქარის შემზღუდავი ხელოვნური ბარიერების განახლება და ახლის მონტაჟი ინტენსიურად მიმდინარეობს.
ბარიერები მონტაჟდება როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ასევე მოქალაქეთა თხოვნის საფუძველზე იმ ლოკაციებზე, სადაც მაღალია ავტოსაგზაო შემთხვევები, დიდია ქვეითად მოსიარულეთა მობილობა, კერძო თუ მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა.
სამუშაოები დღეს სულაბერიძისა და შაფათავას ქუჩების კვეთაში დასრულდა.