მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ბათუმში ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

ბათუმში ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

118
0

ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, შპს მექანიზაციის ადმინისტრაციულ შენობაში ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის უფროსი ლაშა შალამბერიძე დაესწრნენ. შტაბის გახსნის შემდეგ, რეგიონის ხელმძღვანელმა პირებმა სპეციალური დამჭერი ხაფანგი, ფერომონი დაამონტაჟეს. ,,დღეიდან აჭარაში ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი დაიწყებს ფუნქციონირებას. ეს არის კოორდინირებული მუშაობა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის მთავრობის და მუნიციპალიტეტების. აჭარის რეგიონს 20 ათასი ლიტრი პრეპარატი და 3 500 ცალი ფერომონი გადმოეცა, რეგიონში მობილიზებული იქნება 6 ერთეული მაღალი გამავლობის სპეცმანქანა თავისი შესაწამლი აგრეგატებით. ასევე, საჭიროების შემთხვევაში მზადაა 26 ერთეული სპეცტექნიკა, რათა მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები დროულად და ეფექტიანად განხორციელდეს“- განაცხადა ზურაბ პატარაძემ. მავნებელთან ბრძოლისას, მნიშვნელოვანია ყველა რგოლის, მოსახლეობის, მსხვილი და მცირე ფერმერების ჩართულობა, რაც ხელს შეუწყობს მავნებლის არეალის დადგენასა და პოპულაციის შემცირებას, ასევე ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად, აჭარის რეგიონს, 20 ათასი ლიტრი პრეპარატი და 3 500 ცალი ფერომონი გადმოეცა, რეგიონში მობილიზებული იქნება 6 ერთეული მაღალი გამავლობის სპეცმანქანა თავისი შესაწამლი აგრეგატებით. ასევე, საჭიროების შემთხვევაში მზადაა შპს მექანიზატორის 26 ერთეული სპეცტექნიკა, რათა მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები დროულად და ეფექტიანად განხორციელდეს. მონიტორინგის სისტემები, მთელი ქვეყნის მასშტაბით როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში განთავსდება. ფერომონების დამონტაჟება უკვე დაიწყო აჭარაში. პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე.