მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ბათუმში ჩინეთის დელეგაცია იმყოფება

ბათუმში ჩინეთის დელეგაცია იმყოფება

224
0

თბილისში გამართული ეკონომიკური ფორუმის – „აბრეშუმის გზის“ შემდეგ ჩინეთის სამთავრობო დელეგაციის წარმომადგენლებმა ბათუმში გადმოინაცვლეს, აეროპორტში სტუმრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი დახვდნენ. აეროპორტიდან სტუმრები ბათუმის პორტში მიიწვიეს და სანაოსნო დაათვალიერებინს. დელეგაციის წევრები ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და ბულვარს დაათვალიერებენ. ჩინეთის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სინძიანის პროვინციის გუბერნატორი, ქალაქ ურუმჩის მერი და ჩინეთის ელჩი საქართველოში, ბათუმიდან დღეს საღამოს გაემგზავრებიან. არჩილ ხაბაძე სტუმრების დახვედრის შემდეგ სტამბოლში, ეკონომიკურ ფორუმზე გაემგზავრა.