ბათუმის ქუჩებში სეზონურად მოყვავილე ერთლწლოვანი მცენარეების დარგვა დაიწყო. ქალაქის მასშტაბით გაზაფხულ-ზაფხულზე მოყვავილე 450 ათასი ცალი მცენარე ერთი თვის განმავლობაში დაირგვება. 5 დასახელების დეკორატიული ყვავილების ჩითილები (ბეგონია, სალვია, ცინია, ტაგეტესი, პორტულაკი) ქალაქის საყვავილე კლუმბებში ეტაპობრივად განთავსდება. გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურმა სეზონური ყვავილები ელექტრონული ტენდერის მეშვეობით შპს „მწვანე სახლისგან” შეისყიდა, რომლის ღირებულებაც 202 ათას 300 ლარს შეადგენს.