ცესკოს ინფორმაციით, ბათუმში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორეტურში, 17 საათის მონაცემებით, ხმა მისცა ამომრჩეველთა 42.2 პროცენტმა, სულ 62 379-მაამომრჩეველმა.
მონაცემების მიხედვით, არჩევნების მეორე ტურში ბათუმში, ამომრჩეველთა აქტივობამცირედით, მაგრამ მაინც უფრო მაღალია.
თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში, 17 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა 42 პროცენტს ჰქონდა ხმა მიცემული – 62 182 ამომრჩეველს.
პირველ ტურთან შედარებით, ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია ხელვაჩაურში. ცესკოს 17 საათის მონაცემებით, ხელვაჩაურში ხმა მისცა ამომრჩეველთა 43.7 პროცენტმა [19 402 ამომრჩეველი], მაშინ როცა პირველ ტურში, 17 საათზე ამომრჩეველთა 46.1 [20 468 ამომრჩეველი] პროცენტს ჰქონდა ხმა მიცემული.