აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა” ფარგლებში მიმდინარეობს ადგილობრივი ბენდების მხარდაჭერის კონკურსი. კონკურსში მონაწილეობდნენ აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მოქმედი ვოკალურ-ინსტრუმენტული ჯგუფები, რომლებიც ქმნიან თანამედროვე საავტორო მუსიკას. კონკურსი ორ ეტაპად განხორციელდა და მოიცავდა საბუთების გადარჩევას, ასევე მოსმენის ნაწილს, რომელიც მიმდინარე წლის 8 ივნისს გაიმართა. კონკურსის მეორე ეტაპს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე ესწრებოდა. მეორე ტურში მონაწილეობდა 6 ადგილობრივი ბენდი, მათგან 3 გამარჯვებული ბენდი შეირჩევა. კონკურსში გამარჯვებული ბენდებისათვისსამინისტრო შეისყიდის შემდეგ მომსახურებებს: • ბრენდი/შეფუთვა და ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) ვებ-გვერდის შექმნა ინდივიდუალურად, სერვისის (ჰოსტინგის) ერთწლიანი მომსახურებით • ვიდეო რეკლამები ინტერნეტ სივრცისთვის, საშუალოდ 16 წამიანი ქრონომეტრაჟით • მაღალი ხარისხის 3 სტუდიური ჩანაწერი (თითოეული ბენდის თითო სიმღერა) • 4 კონცერტის ორგანიზება აჭარის რეგიონში, რეგიონის ტურისტულად აქტიურ/მომგებიან ადგილას.
მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი ბენდების მხარდაჭერის კონკურსის მეორე ეტაპი გაიმართა