„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნოდარ დუმბაძე ბათუმის მერიას „დინამოს“ სტადიონის მიღება-ჩაბარებასთან დაკავშირებით ედავება, დუმბაძე, იმის გარკვევას თუ რატომ არ ჩატარდა ბათუმის „დინამოსა“ და „ვით ჯორჯიას“ შეხვედრა ანგისის მოედანზე და რატომ გახდნენ იძულებულნი ეს მატჩი ქუთაისში გამართულიყო, ერთი თვის წინ პროკურატურაში სცადა, მაგრამ ამაოდ. ოპოზიციის წარმომადგენელი პასუხს ითხოვს კითხვაზე: თუ ყველაფერი მზად იყო მიღება-ჩაბარებასთან დაკავშირებით, მაშინ რატომ არ გაიმართა თამაში სტადიონზე, რომლის სრულყოფაში მოსაყვანად 4 მილიონ 116 ათას 170 ლარი დაიხარჯა და ჯერ კიდევ დაუსრულებელია?!.