მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება გაიმართა ბათუმის საბავშვო ბაღების ფორუმი

გაიმართა ბათუმის საბავშვო ბაღების ფორუმი

42
0

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი „ბათუმის საბავშვო ბაღების ფორუმს” დაესწრო, რომელშიც ადრეული და სკოლამდელი დაწესებულებებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა საბავშვო ბაღების ავტორიზაციის საკითხების საჯაროდ განხილვა, სამომავლო სტრატეგიების გაზიარება, განხორციელებული საქმიანობების წარდგენა და საჯარო ბაღების საუკეთესო პრაქტიკის მიმოხილვა. არჩილ ჩიქოვანი: დღეს ბათუმის საბავშვო ბაღების ფორუმს დავესწარი, რომელზეც ადრეული და სკოლამდელი დაწესებულებებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად სხვადასხვა საკითხი განვიხილეთ.

მრავალსაფეხურიან საგანმანათლებლო სისტემაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების როლი ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ბაღებში მომუშავე ადამიანების თავდადებისა და შრომის შედეგია ის, რომ ხარისხი ამაღლდა და საჯარო ბაღები უფრო პოპულარული გახდა, რაზეც კონკრეტული შედეგები მეტყველებს.

2020 წელს, როდესაც ჩვენ შევუდექით მუნიციპალიტეტის მართვას, ჩვენი ბაღები 6500-ამდე აღსაზრდელს ემსახურებოდა, დღეისათვის 10000-ს აღემატება მათი რაოდენობა. დაემატა ახალი შენობები ახალი ინფრასტრუქტურით, განვაახლეთ ინტერიერი. ბოლო წლებში 10-ამდე ბაღის მშენებლობა შევძელით, 20-ამდე ბაღის რეაბილიტაცია ჩატარდა. რამდენიმე დღეში 2 ახალ ბაღს მივიღებთ ექსპლუატაციაში, ასევე მიმდინარეობს სხვადასხვა ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ეს ციფრები ძალიან ყურადსაღებია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია პროფესიულ განათლებაზე ზრუნვა. რაც წლების წინ დავიწყეთ, უწყვეტად განვაგრძობთ და მომავალშიც ასე იქნება.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ბათუმის ვიცემერი ნუკრი დეკანაძე და ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი დავით დიასამიძე.