ცესკოში, საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის მიზნით შემუშავებული საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას, როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მედიაექსპერტები და პოლიტიკური პარტიები ესწრებოდნენ.
ცვლილებების პროექტი ცესკომ უკვე წარადგინა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. დოკუმენტში, რომელიც ცესკოს იურიდიულმა დეპარტამენტმა მოამზადა, სრულად აისახა საოლქო საარჩევნო კომისიების, ცესკოსა და მისი აპარატის, ასევე სწავლების ცენტრის თანამშრომლების მოსაზრებები კანონმდებლობასთან მიმართებაში. იურიდიული დეპარტამენტი მათთან სამუშაო შეხვედრებს რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდა.
კონსოლიდირებულიდოკუმენტისაარჩევნოპროცესშიკანონმდებლობითწარმოქმნილსამართლებრივხარვეზებსდამათიგადაჭრისგზებსმოიცავს.