მთავარი სხვადასხვა გაისად ბათუმს ახალი ნაგავსაყრელი ექნება

გაისად ბათუმს ახალი ნაგავსაყრელი ექნება

273
0
 გაისად ბათუმის ძველი ნაგავსაყრელის კონსერვაცია და ახალი ტე­რ­ი­ტ­ო­რ­იის მომზადება იგეგმება, რისთვისაც სახელმწიფო 7 მილიონ 700 ათას ევ­როს დახარჯავს. თანხა გრანტის სახით „იბიარდმა“ და „სიდამ“ გამოყო. მი­მდინარე წელს მყარი ნარჩენების მდგრადი მართვისთვის 300 ათასი ევ­რო დაიხარჯა. თანხა მთლიანად მყარი ნარჩენების მართვის პროექტის შე­მუშავებას მოხმარდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აც­ხადებენ, რომ დოკუმენტაცია კანონის სრული დაცვითაა მო­მ­ზ­ა­დ­ე­ბ­უ­ლ­ი და საერთაშორისო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. ნა­გ­ა­ვ­ს­ა­ყ­რ­ე­ლის კონსერვაციისა და ახალი ტერიტორიის მომზადებისათვის საე­რ­თ­ა­შორისო ტენდერის გამოცხადებას სამინისტრო  2016 წლის პირველ კვა­რტალში გეგმავს.