მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება გაიხსნა ახალი ავიარეისი ბაქო-ბათუმი

გაიხსნა ახალი ავიარეისი ბაქო-ბათუმი

616
0

2019 წლის 14 ივნისიდან, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ბუტა ავიახაზები“ ხსნის პირდაპირ რეისს საქართველოს ერთ-ერთ პოპულალურ ტურისტულ ზონაში – ბათუმში. ავიაკომპანია უკვე ახორციელებს რეგულარულ რეისებს ბაქო – თბილისის მიმართულებით.
ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ტარიფით „ბიუჯეტი“ და „სტანდარტი“), ასევე ავიაკომპანიის გაყიდვების ოფისებში (ტარიფით „სუპერი“). ტარიფით „ბიუჯეტი“ ასევე შესაძლებელია ფასიანი მომსახურება დამატებით სერვისზე, როგორიცაა ბარგის გადატანა, ხელიბარგი, კვება ბორტზე, რეგისტრაცია აეროპორტში, ასევე ადგილის შერჩევა.
ფრენები კვირაში ორჯერ განხორციელდება – პარასკევს და კვირას. ბაქო-ბათუმის მიმართულებით მინიმალური ტარიფი შეადგენს 29 ევროს (ერთმხრივი). ტარიფი „სუპერი“ ხელმისაწვდომია გაყიდვების ოფისებში, რომელიც შეიცავს ბარგის გადატანას (23 კგ-მდე), ხელბარგი (10 კგ-მდე), ასევე უფასო რეგისტრაცია აეროპორტში. ონლაინ რეგისტრაცია საიტზე იხსნება გაფრენამდე 24 საათით ადრე და ყველა ტარიფისათვის უფასოა.
აღსანიშნავია, რომ „ბუტა ავიახაზები“ აზერბაიჯანის პირველი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, შპს „აზერბაიჯანის ავიახაზების“ (აძალ) სტრუქტურული ქვედანაყოფი დსს. იგი დაფუძნებულია 2016 წლის დეკემბერში.
2017 წლის 1 სექტემბერს განხორციელდა პირველი რეისი. ავიაკომპანიის ფლოტი შედგება თანამედროვე თვითმფრინავებისაგან ჶმბრაერ, ავიაკომპანია მდებარეობს ბაქოში, ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტში.