დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ გამგეობის სამსახურის უფროსებთან და ა(ა) იპების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა.თათბირის მუშაობაში მონაწილეობდნენ გამგებლის მოადგილეებიც.
შეხვედრის ძირითად თემას ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმდინარეობა წარმოადგენდა.
2017 წელს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება 46 ინფრასტრუქტურული ღონისძიება,რომელთაგან დასრულდა 3 (6,5 პროცენტი). მუშაობა მიმდინარეობს 21 ობიექტზე (46 პროცენტი).ტენდერი გამოცხადებულია 6 ღონისძიებაზე,ტენდერი გაიმართა 7 ღონისძიებაზე,ტენდერს ექვემდებარება 7 ღონისძიება.
აღსანიშნავია ისიც,რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის თანახმად,ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე შუახევის მუნიციპალიტეტს გამოეყო 2 060 000 ლარი.
ტარიელ ებრალიძემ ხელმძღვანელებს,შესაბამის სამსახურებს დაავალა მკაცრ კონტროლზე აიყვანონ თითეული ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმდინარეობა,სისტემატურად განახორციელონ სამშენებლო ობიექტების მონიტორინგი და უზრუნველყონ სახელშეკრულებო ვადებში მათი ხარისხიანი დასრულება.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს სხვა შემხვედრი საკითხები,იმსჯელეს მათი გადაჭრის გზებზე.