გამოვლინდა საადვოკატო ბრწყინვალების შვიდეული-(თანავარსკვლავედი)
საქართველოს სამართლის დარგის მოღვაწეთა სარეიტინგო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2016 წლისათვის, ნაცვლად ხუთეულისა, დასახელდა 7 საუკეთესო ადვოკატი ქვეყნის მასშტაბით და საბჭოს სარეიტინგო ანალიზით, 2016 წლისათვის ქვეყნის საუკეთესო ადვოკატთა შვიდეულში-(თანავარსკვლავედში) დასახელდნენ: ტარიელ კაკაბაძე-(ქ.თბილისი) ; ზურაბ როსტიაშვილი-(ქ.თბილისი); პაატა შავაძე-(ქ.ბათუმი); დავით ასათიანი-(ქ.თბილისი); როინ მიგრიაული-(ქ.თბილისი), გიორგი თურაზაშვილი -(ქ.თბილისი) და რამინ პაპიძე-(ქ.ბათუმი). სარეიტინგო საბჭოს მონაცემებით, ისინი 2016 წლისათვის ქვეყნის საადვოკატო ბრწყინვალების ტიტულის მფლობელები გახდნენ.
ვულოცავთ ჩვენს მეგობრებს ამ დიდ აღიარებას და კვალავაც ვუსურვებთ წარმატებით ეღვაწოთ და ჩვეულად მედგრულად ევლოთ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის რთულ და ეკლიან, საპატიო და საპასუხისმგებლო გზაზე!
ამასთან, სარეიტინგო საბჭო აქვე მიუთითებს, რომ თითოეული ადვოკატი, რომელიც შეირჩა ბრწყინვალების შვიდეულში, ნამდვილად ჩვენი საზოგადოების ღირსეულ წევრებს წარმოადგენენ და თითოეულ მათგანს, უდავოდ უდიდესი დამსახურება მიუძღვის ადამიანის ფუნდამენტალური უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვის საქმეში. თითოეული მათგანი გამოირჩევა მათი მებრძოლი სულისკვეთებითა და ერუდიციით, პროფესიონალიზმით, ზრდილობით, კულტურით, წესიერებითა და პატიოსნებით. თითოელი მათგანის დამსახურებით დადგა უამრავი გამამართლებელი განაჩენი და უამრავ ადამიანს ასევე დაუბრუნდა სიცოცხლის ინტერესი, მრწამსი და ხვალინდელი დღის იმედი.