29 სექტემბერს, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ღონისძიების „ახალგაზრდობის კლუბების მხარდაჭერის“ ფარგლებში გამომგონებელთა კლუბი შუახევის მუნიციპალიტეტს ესტუმრა. შუახევის საჯარო სკოლაში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ტექნიკური შემოქმედების განყოფილების წრის მოსწავლეებმა თანატოლებს მათ მიერ დამზადებული მოდელებით ავია შოუ და რაკეტების შოუ უჩვენეს.
ღონისძიების მიზანი იყო არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და მსგავსი მიმართულებების პოპულარიზაცია მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებში.
ღონისძიებას შუახევის საჯარო სკოლის დირექცია, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენელი მარიამ სალუქვაძე და ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ადმინისტრაციის წევრები ესწრებოდნენ.
შეხვედრების ჩატარება სამომავლოდ აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში იგეგმება.