მესამე წელია აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარული და თვითმმართველობის საკითხთა კომისია და ბათუმის ბოტანუკური ბაღი სააღდგომოდ, ტრადიციულად, გამწვანების აქციებს მართავენ. ამჯერად, კომისიის თავმჯდომარე ანზორ თხილაიშვილი კომისიის აპარატის თანამშრომლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, სოფელ ციხისძირის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ტაძარს ეწვია და სხვადასხვა დეკორატიული ჯიშის ხეები დარგო. ქობულეთის მაჟორიტარმა ეკლესიის წინამძღვარს მამა გაბრიელს მიულოცა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და თანადგომას დაჰპირდა.