მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი გელით დაუვიწყარი დღეები ბათუმის მუსიკალურ ცენტრთან ერთად…

გელით დაუვიწყარი დღეები ბათუმის მუსიკალურ ცენტრთან ერთად…

269
0

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი 16-დან 22 აპრილის ჩათვლით გეპატიჟებათ მუსიკალურ ფესტივალზე „ბათუმური გაზაფხული“. ფესტივალის დღეებში ბათუმელ მაყურებელს საშუალება აქვს დაესწროს საინტერესო და მრავალფეროვან პროგრამას:

16 აპრილი, პირველად ბათუმში – ანი კეკუა და ჯგუფი the groove;

17 აპრილი, ROK PARTY ჯგუფების: „Nemo“, „Strawberry Field“, „Airstone“, „Dot Ge“, „POSTotto“, „The Pickupers“-ის მონაწილეობით;

18 აპრილი, მუსიკალური საღამო „ექიმები არ ხუმრობენ“ – ლაშა ღლონტის, ბაჩუკი ჭეიშვილის, ჯონი ჯანაშიას,  ქეთი ვათაძის, ირაკლი ჭელიშვილის (პერო), თეა სუბელიანის, გოგიტა გეგელაშვილის, ტერეზა ფუხაშვილის, კახა იშხნელის, იოსებ ბურდულაძისა და გია ბეროშვილის მონაწილეობით;

20 აპრილი, ჯაზური მუსიკის საღამო გიორგი დიასამიძის, დავით ახალაძისა და მირზა სელიმბას მონაწილეობით;

22 აპრილი, კონცერტი: „მინდა ისევ მოგეფერო ჩემო ბათუმო“, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კვარტეტი „ნოტა“-ს მონაწილეობით.

ფესტივალის დღეებში ასევე გაიმართება ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრებისა და ფოტო გამოფენები.

კონცერტების დასაწყისი 19 საათზე, აბონემენტის ფასი 10 ლარი, ბილეთის ფასი 5 და 7 ლარი. ბილეთები იყიდება ხელოვნების ცენტრის სალაროში, ტელ: 27-62-40, 599 09 04 86, მის: ოდისეი დიმიტრიადის ქ. №1

2.1.

3.4.

5.20-2416-20