დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა გია აბულაძემ ბრიფინგი გამართა, რომელზეც გაძვირებული კომუნალური გადასახადების პირობებში გამოსავალის პოვნის მიზნით პარტიის ინიციატივა გაახმაურა. აბულაძის განცხადებით, უნდა ამუშავდეს კომუნალური ვაუჩერი, რომელიც გაიცემა სოციალურად დაუცველ ოჯახებზე, მარტოხელა დედებსა და პენსიონერებზე, საქართველოს ტერიტორული მთლიანობისათვის ომში დაღუპული გმირებისა და სპეციალური საჭიროებების მქონე პირების ოჯახებზე.