ნაციონალური მოძრაობის წევრმა გია აბულაძემ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. ოპოზიცია იმ ადამიანების და კომპანიების საქმიანობის კანონიერების შესწავლას ითხოვს, რომლებიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ხის ტრანსპორტირებითაა დაკავებული.
უმაღლესი საბჭოს დეპუტატი დეპარტამენტს ხარჯების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.
აბულაძის განცხადებით, საქართველოს საავტომობილო დეპარტამენტის მიერ გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება შ.პ.ს. „გზა“-სთან, რომელმაც პროექტის ხარჯთაღრიცხვა და სამშენებლო სამუშაოები უნდა უზრუნველყოს, კომპანიაზე იქნება მორგებული. ხოლო დამატებითი გზა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარზე მეტი იხარჯება, დენდროლოგიურ პარკში ხეების გადასატანად კეთდება.
„ზემოაღნიშნული საეჭვო სახელმწიფო შესყიდვები აჩენს ეჭვებს, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს უკანონო და დანაშაულებრივი ხელშეკრულების გაფორმებას და საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვას“-განაცხადა გია აბულაძემ.