დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა გია აბულაძემ ბრიფინგი გამართა და აჭარი მთავრობა კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა. ოპოზიციის განცხადებით, აჭარის მთავრობამ სოსო გოგიტიძის ოჯახის წევრ ენვერ ცეცხლაძეს ახალ ბულვარში მიწის ნაკვეთი გადასცა, სადაც ამჟამად განთავისუფლებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობისთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დაჩქარებულად გაუზარდა კ2 კოეფიციენტი შ.პ.ს. „ეიჩ გრუპ კონსტრაქშენს“, რომლის ერთ-ერთი დირექტორი და 45 პროცენტის მფლობელი მოსკოვში მცხოვრები ენვერ ცეცხლაძეა. კომპანიის კიდევ ერთი დირექტორი და 50 პროცენტის მფლობელი, ასევე რუსეთის მოქალაქე ვინმე მაგომედ ჩაბიევია.
„ როგორც ვხედავთ აჭარის მთავრობამ კორუფციული გარიგებით ხელს უწყობს რუსული გავლენების გაძლიერებას რეგიონში, ხოლო აჭარის მთავრობის პასუხი, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა მოქალაქე ენვერ ცეცხლაძის სარჩელი, ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება და აჭარის მთავრობა არ არის უფლებამოსილი ჩაერიოს სასამართლოს გადაწყვეტილებაში, არის სრული სიცრუე, რასაც ადასტურებს აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული მასალები“- განაცხადა გია აბულაძემ.