სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრ გიორგი კირთაძესა თავდამსხმელს 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თავდასხმის ფაქტზე გამოძიება პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩადენილი ძალადობის მუხლითაა დაწყებული და ეჭვმიტანილი დღეს დააკავეს.
“ჩვენ მიერ, უმოკლეს დროში გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გულისხმობს ადამიანის დევნასმის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 1988 წელს დაბადებული მოქალაქე ი.ს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 19 დეკემბერს, ქ. ბათუმში ვ. გორგასლისქუჩა №127-ის მიმდებარედ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს გიორგი კირთაძეს, „ტელეკომპანია“ ფორმულას პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს ბრალდებული მიუახლოვდა, რომელმაც გიორგი კირთაძის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოხატა, რის შემდგომაც ი.ს.-მგიორგი კირთაძის მისამართით დაიწყო კვერცხების სროლა, მიმართავდა აგრესიულად და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულმა გიორგი კირთაძეს სახის არეში ხელი დაარტყა.
დაკავებულს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება.
დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“- განაცხადა ანზორ გურულმა.
შეგახსენებთ, გიორგი კირთაძეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, გუშინ 19 დეკემბერს ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს, რამდენიმე სატელევიზიო კამერის წინ თავს დაესხნენ.
სამართალდამცველებმა ის ინციდენტიდან თითქმის 24 საათის შემდეგ დააკავეს.