2011 წელს გოგებაშვილის #32 -ში საცხოვრებელი შენობის ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. ვინაიდან აღნიშნული სამუშაოები ჩატრადა ხარვეზებით, ბათუმის მერიის მიერ მიმდინარე წელს შემუშავდა ახალი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ხარვეზების აღმოფხვრას. სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს სახურავის შეკეთბა, ფასადის რეაბილიტაცია, დაზიანებული კარ-ფანჯრებისა და აგრეთვე შიდა კედლების სარემონტო სამუშაოები.
მიმდინარე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ბაჩი“ ასრულებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 228 ათას 822 ლარი გამოიყო.