შემოერთებულ ტერიტორიებზე მრავალბინიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობა გრძელდება. ამჟამად ბეტონის დასხმის სამუშაოები პარალელურად 11 მისამართზე მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია 15 ეზოს კეთლმოწყობა ახალგაზრდობისა და გოგოლიშვილის ქუჩებზე. სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და ივლისის ბოლოსთვის დასრულდება.
მრავალბინიანი სახლების ეზოებში ბეტონის დასხმის სამუშაოებისთვის 220 ათასი ლარია გამოყოფილი.