მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება დავით სერგეენკო აჭარის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა

დავით სერგეენკო აჭარის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა

191
0

დღეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აჭარის რეგიონის სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებს და წარმომადგენლებს შეხვდა.

მან ჯანდაცვის პირველი, მეორე და მესამე დონის 60-მდე წარმომადგენელს დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. განსაკუთრებული ყურადღება ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაზე, მოქალაქის პორტალზე, ვაქცინაციაზე, წითელად  ეპიდზედამხედველობის გაუმჯობესებაზე, C ჰეპატიტის სკრინინგისა და მკურნალობის გაფართოებაზე გამახვილდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სიახლეების გაცნობის შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა სამედიცინო საზოგადოებისგან განხორციელებულ პროექტების მიმდინარეობის შეფასება მოისმინა.

შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე და სხვა ოფიციალური პირები დაესწნენ.