წინა წლის განმავლობაში, საქართველოსთან ერთად გავიარეთ გამოწვევებით სავსე, წინააღმდეგობრივი, მაგრამ საინტერესო გზა და ამასობაში VII ეპიზოდსაც მივადექით. პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე ნაწილებში, – 23_ში წამოჭრილი საკითხები ამოვწურეთ და ამით, მოთელვასაც მოვვრჩით ვგონებ. ხოდა, მოდი დანაპირებისამებრ დავუმარცვლოთ მაშინ მკითხველს, თუ როგორ მოხდა რომ, ფორმალურად ევროპულმა, შინაარსობრივად კი მემარცხენე ლიბერალურმა და ჩემი ღრმა რწმენით ანტი_ევროპულმა იდეოლოგიამ, დაისადგურა ევრო-ატლანტიკურ ბანაკში დოქტრინალურ, ისეთ მაღალ დონეებზე და შრეებში გაჯდა, რომ ისტორიული თვალსაზრისით სულ ახლახანს გამოჩეკილი ეს ღმრთისმგმობელი სწავლება „ევროპულობასთან“ გაიგივდა მასობრივ ცნობიერებაში.
- მანამდე მაშინ, უნდა ითქვას შემდეგ მნიშვნელოვან ფაქტორზე; ჩვენთვის ერთი-ორად ართულებს სურათს ის გარემოება რომ, მემარცხენე ლიბერალიზმს უამრავი ადეპტი გამოუჩნდა საქართველოში. აი, ის კონტიგენტი მყავს მხედველობაში, ვისაც ფოლკლორის დონეზე „მიშისტებად“ მოიხსენიებენ ხოლმე „ანტიმიშისტები“. სამომავლოდ, მეტი ტერმინოლოგიური სიზუსტისთვის, აქვე ავღნიშნავ რომ, ამ ფენომენის აღწერისთვის, სხვადასხვა მიზეზთა გამო თეორიული ენა არ გვაქვს საკმარისად გაწვრთნილი. ამიტომ, სახელდებაც პირობითია, რის გამო ხან როგორ და ხან როგორ მოვიხსენიებთ ხოლმე. მერედა, თუ ზუსტი ენა არ გვაქვს, სათანადოთ ვერც ვხედავთ საშიშროებას, და თუ ვერ ვხედავთ, ვერც ვსწავლობთ ისე როგორც საჭიროა. შესაბამისად, მხოლოდ ლოზუნგების ენაზე შეგვიძლია ლაპარაკი ამ პრობლემის ირგვლივ. ეტყობა აქედან, მთელი ეს ზოგადეროვნული გახვევები „მაიას“ საბურველში და მითოლოგემების კალეიდოსკოპი, როგორც თანამედროვე ქართული მენტალიტეტის საფუძველი.
- კეთილი დავით; და რაც ხდება ჩვენს პოლიტ_მედია ველზე ეგაა რა, გადააზრება კი ინდუსტრიულ დონეზე არავის სურს, იმდენად მიშვებულ, ავგიას დარ თავლასთან ექნებათ საქმე. სადაც მითი მითზეა და სიმულაკრებზე არაადეკვატური რეფლექსიები სუფევს. ჰმ, რაც უნდა შევძლოთ და დავსძლიოთ ამ ციკლით, არა?
- ეჭვი მეპარება; რომც ვუთხრათ იმ ტიპის მკითხველს სიმართლე, რომელსაც განჯადოება ესაჭიროება, ის მას უბრალოდ არ მიიღებს. რადგან, „წაკითხვა“ რომელიც ცვლის მსოფლმხედველობას, – პროპაგანდით დაზიანებული გონისთვის, არა ამ ფორმით ინფორმაციის მიღებაა, არამედ საზრისებში წვდომა და ერთგვარ ნარატივთა შორის პორტალში გავლაა. საიდანაც, იმ სივრცეების პერსპექტივები იხსნება, რაც თავად მკითხველში დევს “by default”. წარმატებული ტრანსფორმაციისთვის კი, „ინიციაციის“ აი ამ ეტაპზე, უკვე მეინსტრიმული მედია უნდა ჩაერთოს, რომ ხილულ შედეგს მიაღწიოს რეციპიენტმა. ხოდა, ვინ უყალიბებს ცნობიერებას მასობრივ მკითხველს ჩვენთან, ისევ და ისევ ის მემარცხენე ლიბერალური, „მიშისტური“ მედია და ფრიად ეკლექტური, უპრინციპო ნეოლიბერალური ისტებლიშმენტი. რომლის ანატომია და რეალური ზრახვები, ჩვენი მოკრძალებული რესურსით გვინდა ავუხნათ „მიშისტურ“ მასას და თან, ამ მამულიშვილურ საქმეში მოკავშირედ ვიხილოთ ისევ ესენი? ლამის ფანტასტიკის სფეროდანაა ეს მცდელობა. თუმცაღა ვცადოთ, – პრინციპში ეს დიდათ საშიში არც იქნებოდა ქვეყნისთვის, რადგან „მიშისტების“, ნეოლიბერალების თუ „ლიბერასტების“, ანდა მემარცხენე ლიბერალების ფორმალური ნაწილი, „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, ასე თუ ისე გამარგინალდა, ანდა სულაც სხვა წვრილფეხა პარტიებში გადანაწილდა. მაგრამ, საქმეს ართულებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელმაც შესაძლოა საბედისწერო როლი შეასრულოს 24 წლის არჩევნებში. კერძოდ, იმის წყალობით რომ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, ავალდებულებს სახელმწიფოს უზრუნველყოს საქართველოს ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანება და ინტეგრაცია – ანუ, იქ არსებულ დომინანტ იდეოლოგიასთან და კანონებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ჩვენი კანონმდებლობა და ცხოვრების წესი, ე.წ. „მიშიზმიც“ ავტომატურად სახელმწიფოს პატრონაჟის ქვეშ გამოდის. რის გამოც, მისი ჯერ მმართველ პარტიაში ხელოვნურად სტიმულირება ხდება და შემდეგ, სხვა სახელმწიფოწარმომქნელ ინსტიტუტებში კონსერვაცია-განვითარება.
- გავიმეორებ მაშინ პასუხისმგებელი პირებისთვის(!), ასევე მეინსტრიმულ მედიაშიც; რაც, ბევრად უფრო საგანგაშოა, განწყობებზე გავლენის თვალსაზრისით და იქნებ აქედან, მთელი ეს „deep state“_ის, „პორტირებულების“, ზოგადად – ყბადაღებული „საკადრო პოლიტიკის“ პრობლმაც, არა?
- ნაწილობრივ ამის გამოა, კი ბატონო. მაგრამ ასე, ძალიან მარტივდება საქმე, რადგან ეს მომენტი რეალური მიზეზების ანარეკლი უფროა და პრობლემა ბევრად სიღრმისეულია. თავად ეპოქის სულისკვეთებაა ასეთი, – რეალობაზე დამშორებელ-დამაბნეველი, ფრაქტალების უხვად შემქმნელი „zeitgeist“_ი. და მთავარი, – თეორიას რომ გაანებო თავი, პრაქტიკაში თუ გვინდა ამ და სხვა, ქვეყნის უკან დამხევი ნიუანსების მოსპობა, უნდა შევცვალოთ ის პლატფორმა, რამელმაც შვა ეს მანკიერი პოსტმოდერნისტული წესრიგი, ფრაქტალ-სიმულაკრები და წეს-ჩველებები საქართველოში. ანუ, პირველადი სტრუქტურებია-თქო გადასახედ-გადასაფორმტირებელი და არა მათგან წარმოებულ, მთელ ამ „საინფორმაციო ხმაურზე“ დროის ფუჭი ფლანგვა და კონტრ_ღონისძიებების იმიტაცია. შენს მიერ მოხსენიებულ, იმ „ჭ“ კლასის მეძავ-მოხელეთა ქცევის ალგორითმსაც ხომ ეს გამომპალი ბაზისი აპირობებს (იცინის), არა? ელემენტარული, ლოგიკური და აშკარაა ეს ჩემო ჯემალ, ნებისმიერი სათანადო ჰუმანიტარული განათლების მქონე პირისთვის და ადეკვატური „ratio“_სათვის. ამის უგულვებელყოფა კი, მით უფრო მიმდინარე საერთაშორისო მოვლენების ფონზე, გარდა გაოცებისა პირადად ჩემში აღარაფერს იწვევს. ამიტომაც, სულ უფრო ვმყარდები აზრში, რომ ეტყობა ვერა და ვერ დავიდა მაღალ საფეხურზე შემთხვევით მოხვედრილ ზოგიერთ მედროვე ტექნოკრატამდე, თუ რა საშიშ, ვერაგ ძალასთან აქვთ საქმე სოროსის, CIA_სა და კაპიტოლიუმის ახლანდელი ადმინისტრაციის სახით. არადა, ამ ხაზის ინდოქტრინაცია, არც ისე ძნელია, თუ ნება იქნება სათანადო, კომპეტენტური კადრები და ჩვენი სპეცსამსახურების თანადგომა. „მიშისტური“ იდეოლოგია დღეის მდგმოარეობით სულს ღაფავს, რადგან მხოლოდღა მითოლოგიას ეფუძნება. საპირწონე ფაქტები კი „ანტიმიშიტური“ ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს. ასევე, ერის უმრავლესობა და ეკლესია, ყველანი კარდინალური ცვლილების და „მიშიზმის“ საბოლოოდ განდევნის მოლოდინშია. ჯერ თავად მმართველი პარტიიდან, და მერე დანარჩენი სახელმწიფოწარმომქნელი ინსტიტუტებიდანაც. მასმედია კი, მით უფრო საზოგადოებრივი, განწმენდის თვალსაზრისით თუ პირველ ადგილზე არა, პირველ ხუთეულში ნამდვილად უნდა მოიაზრებოდეს. ამის მაგიერ კი ენის მოჩლექით საუბარს ვხედავთ ამ ანტიქართულ ძალასთან – მეტიც, „მიშიზმის“ ადეპტეპტებს მაღალ ადმისნისტრაციულ თანამდებობზე და საზოგადოებრივი მაუწყებლის სახეებადაც. მოკლედ, გარემოებები „ანტიმიშისტებსკენაა“ და ახლა მაინც უნდა ვივარგოთ და თან ყველამ ერთად, – ერმა და ბერმა უნდა შევქნათ ისეთი ისტორიული, ანუ ბიფურკაციის წერტილი, რომელიც გადახაზავს წარსულს და ნათელ მომავალს აგვაშენებინებს. შეცდომების დაშვების და ყოყმანის უფლება უბრალოდ აღარ გვაქვს, რადგან ყალბ ეროვნული პათოსს აყოლილი, საქართველომ 90_დან მოყოლებული ისეთი სიმძლავრის არაერთი დამწვრობა მიიღო რეალობისგან, რომ ამ ტიპის ტრავმებს უბრალოდ ვეღარ გადავიტანთ. და აი, ამისთვისაა საჭირო მყისვე ახალი პარადიგმა, უახლესი ისტორიის დემისტიფიკაცია, საზოგადოებრივი მედიის ტოტალური „დემიშიზაცია“ და წარსულიან-შინაარსობრივად სხვა სახეები ისტებლიშმენტში.
- ჰოდა, ესე იგი ამიტომაც არიან გველეშაპივით გადაფარებულნი ყველა ისეთ მედიარესურს, რომელსაც პოტენციალში შეუძლია ამ ფაქტების კეთილსინდისიერი სისტემატიზაცია, ისტორიის რევიზია და ეფექტური მიწოდება მაქსიმალურად ფართო აუდიტორიამდე.
- და მაგიტომაც ვამბობ სიმართლეს, ოღონდ არა სრულ სიმართლეს (იცინის). სიტყვა გაგვიგრძელდა, და ეს ბოლო მინიშნება გადაწყვეტილებების მიმღებ პირებზე, მაშინ ერთგვარ “შიფტერად” გამოვიყენოთ, გადამრთავად-თქო ერთი დისკურსიდან მეორეზე. იმ საკითხს დავუბრენდეთ-მეთქი, რომლითაც წამოვიწყეთ ეს ეპიზოდი; ანუ, პოსტმოდერნიზმი ხასიათდება ისეთი მოზაიკისებური საზრისთა ველით, საიდანაც ნებისმიერ გავლენიან ჯგუფს, ილუზიონისტის დარად ძალუძს „ჭეშმარიტების“ საკუთარი ვერსია შემოგვთავაზოს. ამა თუ იმ კონკრეტულ სიტუაციას მიუსადაგოს, – რაც მყისვე იცვლება, როგორც კი სხვაფერდება გარემოებები. სიტყვაზე, ჩვენში მაგალითად, პოსტმოდერნის ისეთ განტოტებას გვთავაზობენ, როგორიც მემარცხენე ლიბერალიზმია, რადგან კაპიტოლიუმის ოფიციალური დოქტრინაა და თან უხვად ფინანსდება. სხვაგან კი, სხვა რამეებს (იცინის). ანუ, ექნება დაფინანსება, თუ მხარდაჭერა კაპიტოლიუმიდან სხვა ტიპის იდეოლოგიას, მყისვე შეიცვლიან რწმენას „ძლიერნიამა ქვეყნისანი“, მრევლი კი მათ მიჰყვება. ერთგვარი სათაგურია რა; მშვენივრად იციან რაც ამოძრავებს მასობრივ ადამიანს სინამდვილეში, მთელი ამ მაღალი სიტყვების და პატრიოტული ეიფორიის მიღმა. თუმცა, ამ ყველაფერს მეინსტრიმული მედიარესურსების არქონის შემთხვევაში გაჭირვებითღა, თუ მოამბავენ თავს.
- აი ეს, განათლების სისტემის პროფანაციაც ხომ მაგ ოპერიდანაა, და განა შემთხვევით ავღმოჩნდით 87 ადგილზე წაკითხულის გააზრებით? აშკარაა რომ აწყობთ გარკვეულ წრეებს, რადგან რაც უფრო მარტივია ხალხი, მით უფრო ადვილია მათი მართვაც და ასე არაა ოდითგანვე?
- ჰოდა, პლანეტარული მასშტაბის პრობლემასთან გვაქვს საქმე, ქე ხედავ. მშვიდათ შეხედავდა ამას კაცი და უფლის ნებას მიენდებოდა ინერტულად, მაგრამ ესღაა რომ ჩვენი გვტკივა უბრალოდ და შვილებს ეხება. ისე კი მასეა ოდითგანვე მართლაც, – ხალხს რომელსაც არ გააჩნია მეტაფიზიკა, ანუ „დიდი იდეა“, არათუ ვერაფერს ღირებულს ვერ ქმნის, არამედ ნივთებს ემსგავსება. ეს კი რა თქმა უნდა აწყობთ გარკვეულ ელიტარულ წრეებს, რადგან ნივთს არ შეუძლია ავტონომიური მოქმედება. დავიზღვევ თავს, და მავანმა კოსნპიროლოგობა რომ არ დამწამოს დავსძენ ბარემ, – როგორც წესი, სინამდვილე არაა ის რაც გაზეთში ვკითხულობთ, არამედ ის მოტივაციაა, სტამბამდე რომ მიიტანა გამოცემა, რედაქტორმა შეკრა და განწყობა გააჩინა, რომელმაც თავის მხრივ კონკრეტული მკითხველის აქტოვობები განაპირობა. ანუ, ჯერ თანმდევი ფონური პროცესია-მეთქი, – რედაქტორი, ჟურნალისტი, მოვლენა, დამკვეთი, პიარი, რეკლამა და მერე იდება შედეგი. ასე რომ, არანაირი კონსპიროლოგია არაა აქ, და უბრალოდ სრული პროცესის დანახვის მცდელობაა-თქო. აი, C’est LaVie (ფრ. „ესაა ცხოვრება“), მრავალწახნაგოვანი დინამიკა. აქედან-თქო მთელი ეს რყევებიც (იცინის), როცა ერთიანობას ვერ ხედავს მავანი და მიზანსაც შესაბამისად. დავსძენდი, – საბოლოო ჯამში როგორი გამოვა მიზნისკენ მიმართული ესა თუ ის პროექტი არავინ იცის. რადგან აქაც ბევრი ფატქორი ზემოქმედებს შედეგზე. კერძოდ, თუ როგორი არქიტექტურა, სიმღერა, ხალხი, ელიტა გვყავს და ა.შ., ისეთი შედეგიც იქნება პრაქტიკაში. ასე რომ, მისიის წარუმატებლობის მაღალი ალბათობა ნამვდილად არსებობს, მაგრამ, „პარიზი ღირს მესად“_ო, – ხოდა, თუ როგორ გამოგვივა დისციპლინარულ, არაპოსტმოდერნისტულ საზოგადოებაზე შემობრუნების საგზაო რუკა და ზოგადად, რა ტიპის თავგადასავალი უნდა გადაგხვდეს ამისათვის, შემდეგ დასკვნით ეპიზოდში იყოს.
(გაგრძელება იქნება)
ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე