მაშ ასე, ტრადიციისამებრ შევახსენებ მკითხველს, თუ რა საკითხები მიმოვიხილეთ პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე/ა და მერვე/ბ ეპიზოდებში; ვისაუბრეთ მემარცხენე ლიბერალიზმის ავ–კარგიანობაზე, თუ საიდან იმართება, რატომ მიიღო კარგო–კულტის ფორმა, და რა მიზანს ემსახურება ყოველივე ეს საქართველოში. ასევე, თუ რა სპეციფიკური ფსიქოტიპის და ბექგრაუნდის კონტიგენტზე დებენ ფსონს ამ სწავლების გლობალური მესვეურნი აქ და თუ რატომ უწყობენ ხელს აშშ–ს საელჩოდან კოორდინირებული წრეები, „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა–დეგრადაციის ფონზე „მიშისტების“ კონვეირული წესით გაწევრიანებას ჯერ თავად „ოცნებაში“, მერე კი დანარჩენ სახელმწიფოწარმომქნელ ინსტიტუტებსა და საზოგადოებრივ მედიაში. მივედით დასკვნამდე, რომ შევდივართ ახალ გეოპოლიტკურ რეალობაში, რომელიც ძველი თარგით ხელმძღვანელობის შემთხვევაში, ერთი_ორად გვიზრდის ეგზისტენციალურ საფრთხეებს. და რომ ევრო–ატლანტიკურ სივრცეში, გაწევრიანების პერსპექტივაზე გაუთავებელი ყბედობა, რბილად რომ ვთქვათ „ნეტარის“ დარი ქცევაა, უპასუხისმგებლობა მომავალი თაობების წინაშე. ევროკავშირის შიგნით არსებული მდგომარეობაც მიმოვიხილეთ გაკვრით; ის მომენტი, რომ ევროპა როგორც ერთიანი, დრაივით სავსე ორგანიზმი აღარ არსებობს და 90_იანი წლებისგან განსხვავებით, ის სავსეა ფუნდამენტური ხასიათის წინააღმდეგობებით და გაჟღენთილია წამყვანი ევროპული ქვეყნების მტრობით ერთმანეთის მიმართ. მოკლედ, გზა და გზა ამოვწურეთ საბაზისოდან წარმოებული, მეორადი საკითხები და მივადექით მაგისტრალურს. იმ სიღრმისეულს, რაც უდევს ამ პროცეს საფუძვლად. კერძოდ კი, – ევროპულ ფუნდამენტს, ანუ მის არქიტექტონიკა-ისტორიის განხილვის მომენტამდე მივედით, არა?
- კი ბატონო; მივადექით ბოლო-ბოლო იმ ბაზას, საიდანაც რეალობის ეს დომინანტი ვერსიაა აღმოცენებული და სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის დროიდან 78-ე მუხლით დოქტრინალურ დონეზე გამაგრებული. ასევე, ე.წ. “ევროპული” ზედნაშენის კონსტრუირების მეთოდოლოგიის განხილვამდეც. რა თქმა უნდა, შენი გამოცდილების ჟურნალისტი შეამჩნევდი რომ, „რეალობის ვერსიას“ გავიძახი წამდაუწუმ და არა სიტყვა „რეალობას“ ვხმარომ ეულად. მსგავსი ხაზგასმული ფორმით, ამ ფენომენის სახელდება იმიტომ ხდება ჩემი მხრიდან ასეთი სიჯიუტით, რომ ვგულისხმობ სამყაროს საერთო სურათის რაღაც კონკრეტულ ფრაგმენტს ხოლმე. რადგან ცალკეულ ეპიზოდზე ვრეაგირებ, და არა უშუალოდ ნამდვილ, უკიდეგანო აბსოლუტურ რეალობაზე. რომლის დეტალურ აღწერას, ანუ მიმდინარე რეალობის გაფართოებული ვერსიის განხილვას პირველმიზეზამდე ჩაძიებებით და ა.შ., – არათუ ჩვენი მოკრძალებული საგაზეთო ფორმატი ვერ აიტანს, არამედ ტომები დასჭირდება და სავარაუდოთ, რამოდენიმე კვლევითი ინსტიტუტის ძალისხმევა. მერედა, ჩვენი მიზანი ხომ იმდენად აღწერა არაა, რამდენად დიალოგი და ფიქრის პროვოცირება. რა დასამალია და ზემოქმედებაც გარკვეულ რეფერენტულ ჯგუფებზე, ასევე, იმ წვრილფეხა მიდი-მოდი პარტიული ფუნქციონერების მოსაფხიზლებლად, სხვის ნაბრძილ-ნაშრომზე რომ წამოსკუპებულან რეგიონებსა თუ მუნიციპალიტეტებში და ხელისუფლების მეტაფიზიკის არათუ აზრზე არ არიან, ხშირად ცენტრალური ხელისუფლების მიერ წარმოებულ, არაფორმალური დისკურსის ოპონირებით არიან დაკავებულნი ადგილობრივი მედიასაშუალებებით. ვუშვებ რომ უნებლიეთ, გონებაშეზღუდულობის, სისხლში გამჯდარი ორპირობის და იმ მარტივი მიზეზის გამო თუნდაც, რომ პოლიტიკურად გაუნათლებელი ხალხია დიდწილად.
- ან მხოლოდღა, დაზუთხული სისულელეების, „გენდერული თეორიების“ ტირაჟირებით და სხვა „მიშისტური“ მანტრების ძახილში ეჯიბრებიან ერთმანეთს, ანდა კიდევ, უკიდეგანო პირფერობაში, არა?
- კი ჯემალ, თან გულისარევამდე მაამებლობენ ხოლმე. ერთადერთი ცხოვრებისეული სტრატეგია, რომელიც კარგად გამოსდის ამ ფსიქოტიპის კონტიგენტს, და რაც მხოლოდღა ამორფული მორალის მატარებლებს ახასიათებს. ეს კი ისეთი მარკერია, რომელმაც სულ მცირე, სხვა უფრო მნიშვნელოვან რამეებზე უნდა დააფიქროს უმაღლესი მესაჭე. თუნდაც, იმის გამო რომ ქვეყანა ისეთი ტიპის ტურბულენტობის ზონაში შედის, რომელიც არ გაგვივლია წინა საუკუნის 20-ანი წლების შემდეგ. ანუ, პირდაპირ რომ ვთქვა, ეს მორიგი მცდელობაა, – მინიმუმ ჯანსაღი რეფლექსია იშვას მათში და მაქსიმუმ, ცვლილებები აიძულო საკონტროლო გასროლის წინ. დავსძენდი, ამ ჟანრის კანონთა კვალდაკვალ და ნახევრადხუმრობით; მაგალითად, პოსტაბჭოთა სივრცეში მარქსი კი არის შედარებით დისკრედიტირებული, მაგრამ ევროპულ სივრცეში ის უაღრესად აქტუალური და პატივსაცემი მოაზროვნეა. მეტიც, ის რასაც ჩვენთან ე.წ. ევროპული ლიბერალიზმის თანამედროვე ვერსიადაა ცნობილი, ანუ მემარცხენე ლიბერალიზმით, ფოლკლორის დონეზე კი „ლიბერასტიით“ – სინამდვილეში ნეომარქსიზმია. ამიტომაც, იმის მიუხედავად რომ ჩემსგან ის ძალზე შორსაა შეხედულებებით, უყუყმანოდ მივცემ თავს ირონია_ნარევ უფლებას, რომ მისივე ციტატით განვმარტოთ ჩვენი ეს ერთობლივი ძალისხმევა; „ფილოსოფოსები მხოლოდ სხვადასხვა ხერხით ცდილობდნენ სამყაროს ახსნანს, მაგრამ საქმე იმაშია რომ უნდა შეცვალო ის“. ანუ, რეალობის ისეთი ვერსია შესთავაზო მკითხველს, რომ აწონდაწონის შემდეგ სამყაროს სხვა სურათ-ხატები უარყოს და არჩევანი შენსაზე შეაჩეროს. ან ბოლო-ბოლო დააფიქროს იმ გაცვეთილ დოგმატიკაზე, რომელსაც ამოფარებულია ინფანტილური, პორტირებული, უუნარო, მედროვე დაჯგუფებები და ა.შ.
- დავაზუსტებდი დავით, მორიგი ჭეშმარიტების გაელვების რაღაც სხვა მომენტამდე ალბათ, სანამ უკეთესი რამ გამოჩნდება-თქო. მოწინააღმდეგისგან განსხვავებით, ჩვენ დოგმატიკოსები ნამდვილად არ ვართ. ხოდა, სადაც მარქსი ახსენე, იქ ლენინიც იყოს ყოველგვარი კომპლესების გარეშე; „იდეები, მხოლოდ მაშინ გარდაიქმნება ძალად, როდესაც ისინი ეუფლებიან მასებს“_ო. რასაც, ჩვენი რესუსების პირობებში პირნათლად და მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს. მოკლედ, მკითხველი გაფრთხილებული გვყავს, რომ სიმართლის რაღაც ნაწილთან ექნება საქმე და მაშასადამე, ვცადოთ ჭეშმარიტების ჩვენი ვერსიის მიტანა ამ ფორმით. თუმცაღა, იქამდე კეთილი ინებე, და რადგან თავადვე პედალირება მოახდინე ამ მიმართულებით, – უპასუხე შემდეგ კითვას; აი ეს შენი არ იყოს „ნეომარქსისტული“ უმსგავსობა რაც ჩვენს ირგვლივ ტრიალებს ლოგიკური შედეგია ე.წ. „ევროპული“ ბაზისის ევოლუციისა და უნდა მივიღოთ როგორიც არის ის, თუ „ფლუქტუაციებია“? რომლის გამოსწორება შესაძლებელია ისე რომ, „ევროპული“ გზიდან გადახვევა არ მოგვიწიოს. თუგინდ მისი, ტრადიციულ ქართულ აქსიოლოგიურ სკალასთან ორგანული მიუღებლობის გამო.
- საერთოდ, ისტორია საოცარი ირონიით ვლინდება ხოლმე; არც ხოლმეობითი ბრუნვა ახასიათებს ისტორიას_ო, მაგრამ ვფიქრობ რომ კეთილსინდისიერი გააზრების და ჩვენი ერის საუკეთესო ნაწილის სათანადო ნების შემთხვევაში ნამვდილად შესაძლებელია რაღაც-რაღაცეების ზუსტი აღწერა და შემდგომი კორექციაც ფუნდამენტურ დონეებზე. მართალია, ისეთმა ევროპულმა ავტორიტეტმა როგორიც ჰეგელია კი თქვა რომ „ისტორიის გაკვეთილები არაფერს ასწავლის ხალხს და მთავრობებს“_ო. მაგრამ, ვიმედოვნებ რომ მთლად უკვალოდაც არ ჩაივლის ეს ჩვენი გარჯა და პასიონარული ნაწილი ერის, ასევე ცენტრალური მთავრობის გამორჩეული წევრები, გაითვალისწინებენ ისტორიის ინტერპრეტაციის ჩვენეულ ვერსიას, მოდელირებასა და კონკრეტულ შემოთავაზებებსაც. სიტყვაზე, მონუმენტალურად მივუდექით საკითხს და ცოტა არ იყოს, გადავღალეთ იქნებ ქართულ მედია_სივრცეში ზერელე მიმოხილვებს შეჩვეული მკითხველი, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა. რადგან, მეინსტრიმული ქართული მედია_საშუალებებით ჩვენს მიერ წამოწეული, ქართული სახელმწიფოსთვის ესოდენ მნიშვნელოვანი თემები იმდენად პროფანირდება, რომ ყველაფერი გამარტივებულ უკიდურესობამდე დაიყვანება ხოლმე, – ანუ კომიქსის დონეზე და „მანიქეველურის“ დარ დიქოტომიამდე.
- ანდა, სულაც უგულვებელყოფილია და მეტიც, ჩაკეტილია მათთვის, ვინც სცდება ევრო-ატლანტიკური გეზის ქებათა-ქების დისკურს, ესე იგი ჩვენნაირებისთვის. ჰმ, ისტორია ნამდვილად ძალზე ირონიული ქალბატონია მათ მიმართ, ვინც უგულვებელყოფს მის ხასიათსა და გაკვეთილებს. აი ეს ტრუიზმი კი, ვერა და ვერ დავიდა ძველი წყობის რუდიმენტებამდე, რომლებიც გასაოცარი მიმიკრიის უნარის გამო, მართლაც რომ მრავლად არიან ჯერ-ჯერობით სახლმწიფოწარმომქნელ ინსტიტუტებსა და საზოგადოებრივ მედიაში. აი თუნდაც, ნათლად ვხედავ თუ როგორ, ყოველგვარი დაფიქრების გარეშე, დუჟმომდგარნი შეგიტევენ ციკლის დასრულებისთანავე და რატომ ხდება ასე, ნუთუ ესოდენ ძნელია, ლოზუნგების მიღმა აზროვნება?-
- ისეთი ხორცსაკეპი გავიარე ამ ბოლო წლებში „ჩანერგილების“ გამოისობით, რომ ამათი ჯოგური ინსტინქტები და უნიჭო შემოტევები ღიმილის გარდა არაფერს იწვევს ჩემში. მერედა, როდესაც ხედავ მათი ქცევის ნამდვილ მოტივაციას და ზოგადი ანატომიაც ზედმიწევნით კარგად გესმის, სულ სხვაგვარად რეაგირებ. ასე რომ, ჩემი პასუხიც მომაკვდინებელი იქნება მათთვის-თქო (იცინის). მოკლედ, სხვა ყველაფერთან ერთად ეს ხდება იმიტომ რომ, უყვართ ჩვენში იარლიყები და გამზადებული სქემები, და ამის ერთ-ერთი კატალიზატორი სხვათა შორის, სადღეგრძელოების სუბკულტურაა, აქედან გამომდინარე მედუქნეებისა და დუქნის მომღერლების სხვადასხვა პასუხისმგებელ პოსტებზე დანიშვნაც და ა.შ. ერთობლიობაში კი, ეს ვაჭრულ-დუქნურ-თამადური ესთეტიკა ყალბ ეროვნულ პათოსში გადაიზრდება და აბინდებს რეალობას მდარე შლაკებით, პათოსური მითოლოგემებითა თუ მიშისტურ-ზვიადისტური ნარატივებით. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა სხვა მრავალი ფაქტორიცაა – მაგრამ, ხაზგასმით იმიტომაც ავღნიშნე კონკრეტულად „თამადობის ინსტიტუტი“ და მისი გვერდითი ეფექტები, რომ მკითხველმა უკეთ გაიაზროს, თუ რა სიღრმისეულ შრეებშია ეს კულტუროლოგიური პრობლემა გასული ჩვენში.
- გასაგებია რატომაც, აქ ხომ ყველა საშუალო სტატისტიკურ თამადას თავი პერიკლე ჰგონია, არა? მაგრამ „პერიკლეებისგან“ განსხვავებით ის „დარი-დურის“ ღიღინებს, საშვილიშვილოდ ფულს აკეთებს, ლიტონ სიტყვებს გაისვრის და არა მაღალ ხელოვნებას ემსახურება, სამოქალაქო სიკეთეების დამკვიდრებას ცდილობს პოლისსა და ქვემდებარე უწყებებში. ნამდვილად სევდიანი საყურებელია, როცა მაგალითად სტოიციზმის ნაცვლად და ა.შ., მხოლოდღა ჰედონიზმის ღვთაებებს ემსახურებიან და ა.შ., არა?
- ზედგამოჭრილი განზოგადოებაა; დავსძენდი, ძვ. საბერძნეთში ერთი ასეთი სიტყვათამაში არსებობდა, – „ლოგოსისა და ლაგოსის შესახებ“. პირველი ითარგმნება როგოც “სიტყვა” და “ჭეშმარიტება”, მეორე კი “კურდღელი”. ხოდა, იქით მიმყავს ჩემო ჯემალ, რომ ანტიკური ეპოქიდან მოყოებული დღემდე. ყოველთვის და ყველგან, მით უფრო ჩვენში ესოდენ გავრცელებულ თამადა-პოლიტიკოსების კლასტერში, ჭეშმარიტი სიტყვა კურდღლად იქცევა ხოლმე, შესაბამისად გაურბით სიტუაციანა და ა.შ. (იცინის) მოკლედ, მსგავსადაა საშუალო სტატისტიკური გონიც მოწყობილი. რითაც, გაიძვერა ანდა სულაც უვიცი ქართველი პოლიტიკოსები და უპასუხისმგებლო მედია_მაგნატები სარგებლობენ. მეტი თვალსაჩინოებისთვის პრაქტიკულ მაგალითზე განვმარტავ ამ კონცეპტს, – თუ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერშიპი ამას ნებსით აკეთებს, „ოცნების“ მხარე უნებლიეთ სჩადის. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ახლა ეს უმნიშვნელო ნიუანსია, რადგან სწორედ რომ მათი სიმბიოტური მოღვაწეობის შედეგად ფართოვდება ხუნვეიბინების არმია. ვითომცდა, 11 წლის წინ საბოლოოდ დამარცხებული „მიშიზმის“ ბუნებრივი რეზერვი და მოსალოდნელი ანტისამთავრობო გამოსვლების მთავარი დამრტყმელი ბატალიონები 2024 წლის არჩევნებისთვის. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ღიად ვამბობ რომ სიტუაცია საგანგაშოა – გამოსასწორებლად საჭირო, „სოციალური ინჟინერიის“ ინსტრუმენტები კი ისევ იმათ ხელშია, ვისაც აწყობს ეს მდგომარეობა. ვიმეორებ; ესაა, აშშ-დან საქართველოზე თავსმოხვეული ელიტა, „deep state“_ი და მათზე მორგებული მედია_დისკურსი ზოგადად. ასევე მთავარი – მათ მიერვე ლობირებულ-დანიშნული, სულ რამოდენიმეღა მაქცია საჭირო ადგილზე. აქედან, „ოცნების“ მიმართ ჩემი ზედმიწევნით ლოიალური დამოკიდებულებაც ამ ტექნიკური ნაკლის მიუხედავად. ამიტომაც შემოვიფარგლები-თქო ხოლმე, სტილისტური შენიშვნებით. რადგან ამ კუთხით ზედმეტი ზეწოლა, 15 წლის ტიკ-ტოკერი მოზარდისთვის ჯოისის „ულისში“ ინტერტექსტების დანიშნულების განმარტების მცდელობას დაემსგავსება. უბრალოდ ვერ გაიგებენ, სხვა „ბაგაჟი“, „კულტურული კოდია“ და მით უფრო, აშშ-ს საელჩოდან კონტროლირებად მატრიცაში აღზრდილი ჟურნალისტების ტვინი არის გამრუდებული ამ მიმართულებით.
- ეტყობა ამოტომაც დარბიან ზედაპრზე მიკროფონებით და ერთი რაკურსიდან იღებენ მხოლოდ. ისღაა მანუგეშელი რომ, უმეტესობა ამას უნებლიეთ სჩადის. რადგან შენს მიერ წარმოჩენილ ლოგიკურ ჯაჭვს რომ გაჰყვე, არც იციან რომ სხვა, ბევრად მნიშშვნელოვანი და რეალური სურათიდან აღმოცენებული კუთხეებიც არსებობს, არა?
- მასეა, უბრალოდ ვერ ხედავენ; რადგან არსებული მოცემულობა, ნარატვების ნისლთან ერთად „ინვერსიის ეფექტსაც“ შობს, აი როცა უმნიშვნელო წინ, მნივნელოვანი კი უკან გადადის “by default” და ა.შ. ამიტომაცაა რომ ამ ურთულესი პრობლემის, რაც შეიძლება მაღალი ტრიბუნიდან გაჟღერება-განხილვა, შემდგომი მოგვარებით კომპეტენტური პირების თუ ორგანოების მიერ უნდა მოხდეს სასწრაფო წესით. და აქ კი, „ოცნების“ ცალკეული „ნამდვილი“ წევრის რაგინ მაღალ პოსტს იკავებდეს ის, თუ „ხალხის ძალის“ დარი ჯგუფის ხმა როდია საკმარისი. მათაც ხომ, დროთა განმავლობაში ისეთივე იზოლაციაში მოაქცევენ აშშ-ს აქაური დამქაშები, როგორც აქამდე უამრავი სხვა მართალი ქართული ხმა „გააუქმეს“. ამიტომაც, ლამის აღქმის ფილებზეა დასატანი, რომ აშშ-ს მიერ კონტროლირებად ამ დისკურსს, ქვეყანა დეგრადაციისაკენ, და იდიოტ-მომხმარებლების საზოგაოებსაკენ მიჰყავს, „,მიშიზმის“ სრულ რეინკარნაციამდე ბოლო-ბოლო და ა.შ.
- ანუ, გამოდის ეს იმიტომ ხდება დიდწილად, რომ ინტერპრეტაცია მოვლენის, ფაქტის, ვიზუალის, ან ტექსტის და ა.შ., დამოკიდებულია წაკითხული წიგნების რაოდენობასა და თვალსაწიერის დიაპაზონზე. ამათ კი ტიკ-ტოკის ყურების და „მიშისტურ-ზვიადისტურ“ გარემოში დამზადებული შაბლონების მოხმარება-ტირაჟირების გარდა არაფერი უკეთებიათ ცხოვრებაში. ეს გასაგებია დავით, ეტყობა ამიტომაც დგას მათთვის ასე მარტივად საკითხი; პრორუსულს ხედავენ იმ ყველაფერში რაც არა_პროამერიკულია, ასეთია მაგ ძალების მიერ ფორმირებული მათი გონის დიაპაზონი. რის გამოც, საერთოდ არ უჩნდებათ კითხვები იმაზე მაგალითად, რომ იქნებ თვითკმარი პროქართული პოზიცია სწორედ ისაა, რაც მათ პრორუსულად ეჩვენებათ, არა?
- კი, და განვეორდები – ამ სავალალო მდგომარეობის გაგრძელებაში დაინტერესებული ძლევამოსილი წრეების მიერ საგულდაგულოდ კონსტრუირებული მედია_კარტინკებით ვიმართებით-თქო ისევ და ისევ. რის გამო, მთავარს უბრალოდ ვერ ხედავს მასა. მეტი „ინსაიტისთვის“, დანიელ საიმონსის მიერ 1999 წელს ჩატარებულ და ქრესტომატიულად ქცეულ ექსპერიმენტს, სახელად „უხილავი გორილა“ მოვიყვანდი დასტურად. ასე მაგალითად, მაყურებლებს დაავალეს ორ გუნდს შორის ჩაგდებულ და ერთმანეთზე გადაცემული ბურთების თვლა. შუა თამაშის დროს მოედანზე რამოდენიმე წუთით გამოჩნდა გორილას კოსტუმში გადაცმული მამაკაცი. წარმოიდგინე, და მაყურებლების მხოლოდ 10 პროცენტმა შეამჩნია ის. ხოდა საით მიმყავს და, ბიოლოგიით განპირობებულ, ამ მოცემუმულობის შემხედვარე, უხსენი ახლა ამ ტვინგამორეცხილ გოგო-ბიჭებს, რომ გვატყუებენ და სინამდვილეში, მიზანი აღარ გაგვაჩნია ერს დეკადებია, გაბატონებული იდეოლოგია კი გვალპობს და ა.შ. ფუჭი საქმეა და ამიტომაც, – არა მათ, არამედ მათ პატრონებს და ქართველების პასიონარულ ნაწილს მივმართავთ ხოლმე ელემენტარულების ახსნითურთ; ა) რომ ამოცანა გვქონდა ნატო_ში გაწევრიანების სახით და სინამდვილეში ისიც აღარაა, დაამსხვრია რეალობამ და რომ დღეს, მხოლოდღა „მიშისტს“ ან გათავებულ კრეტინს თუ სჯერა ევროკავშირსა და ნატო_ში გაწევრიანების. ბ) აზრი არ აქვს მათთან ამ თემაზე საუბარს-მეთქი. მათ პატრონებს კი სხვა ინტერესები ამოძრავებთ და რომც ხვდებოდნენ, ელექტორალური სტრატეგიის გამო ან არ გაიზიარებენ, ანდა სულაც „cansel culture“ მექანიზმებს აამუშავებენ შენს წინააღმდეგ. გ) ამ დროს რომ მოკითხო, ვროპის აშენება სურთ აქ, და ევროპის ყველაზე ცუდ, ლამის ჰაქსლის და ორუელის მეთოდებსა და ნიმუშებს იყენებენ ჩვენისთანების წინააღმდეგ. მოკლედ, ვერა და ვერ დავიდა ზოგიერთ პასუხისმგებელ პირამდე ისეთი ბანალობა, რომ იდეას მხოლოდ ალტერნატიული იდეათი თუ ამარცხებენ და არა წინა რეჟიმის იდეების გადამღერებითა, თუ რიტორიკაში მიბაძვით. რომ სააკაშვილი „იდეა“ იყო – უფრო სწორად, პერსონიფიკაცია იმ იდეათა კრებულის, რასაც უტრირება რომ მავხდინო, კრებსითად ნეოლიბერიზმს (ან მემარცხენე ლიბერალიზმს) უწოდებენ და რომ ეს სწავლება ისეთ ფსევდო_„მეცნიერულ“ ფუნდამენტზე დგას როგორიცაა „იდენტობის პოლიტიკა“, „გენდერული თეორიები“, „კრიტიკული რასობრივი თეორია,“ ე.წ. „პროგრესისტობა“ და ა.შ. ასე და ამგვარად, მწყობრ შეხედულაბათა და ფასეულობათა სისტემას წარმოადგენს „მიშიზმი“ და ეს ვერ გაითავისა, ვითომცდა მასთან მებრძოლმა მავანმა. ესაა სინამდვილეში „კოლექტიური სააკაშვილი“-თქო და არა მისი ფორმალური წარმომადგენელი ამა თუ იმ წარმომადგენლობით ორგანოში და ა.შ. მეორე პოლუსზე კი რაა? არსებითად, არც არაფერია ხელჩასაჭიდი და კონცეპტუალურად ახალი!..
(გაგრძელება იქნება)
ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე