–ემანუელ მაკრონმა, ნიშანდობლივი ინტერვიუ მისცაWSJ და Mond_ს; სადაც ის ამბობს, რომ „ნატო_მ დაშეერთებული შტატებმა, უნდა დაგვტოვონე ვროპელები, რათა ჩვენ თვითონ მოვაგვაროთ ჩვენიპრობლემები“. „ალიანსი არ არის ის, რასაც უნდადავეყრდნოთ“, თქვა მან და დასძინა, „ჩვენ თავად უნდა გადავაფასოთ ჩვენი სტრატეგიულ ავტონომია“.ასევე, ხაზგასმით აღნიშნა ისიც რომ, „შტატებმა აღარუნდა იბრძანებლოს ევროპაში“, და რომ „ევროკავშირი შეერთებული შტატებისგან ელოდებაარა მითითებებს“, არამედ „სტრატეგიულ მხარდაჭერას და ორმხრივ სარგებელს“. რაც შეეხებაუკრაინას, აქ მაკრონი პირდაპირი ტექსტით ამბობს შემდეგს; „ზოგი ფიქრობს, რომ ეს კონფლიქტი უნდა დასრუდეს ერთი მხარის განადგურებით, გარკვეული წრეები ვარაუუდობენ რომ რუსეთი წააგებს, მაგრამ სინამდვილეში უკრაინაა განადგურების პირას და არა რუსეთი“. რასაც მოაყოლა კიდეც, რომ უკრაინა „არანაირ ნატო_ში არ იქნება“. აქვევე აღნიშნა და ვგონებ ჩვენთვის ეს ყველაზე საინტერესოა, რომ „უნდა შეიქმნას ახალი არქიტექტურა და უსაფრთხოების გარანტიები გავრცელდეს არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ აზაეირბაჯანზე, საქართველოზე, მოლდოვაზე და სომხეთზეც“. ამას, და მსგავსი შინაარსის ტექსტებს საქართველოში როგორც წესი არ აშუქებენ. ანდა, ზერელედ უდგებიან ხოლმე და თუ გადის შიგადაშიგ, კონტექსტამოგლეჯილი ნიუსების სახით. არავინ ცდილობს დეტალიზირებას და სიმართლის თქმას, თუ რას უნდა ველოდოთ ახალ მსოფლიო წესრიგის პირობებში? ასე, მაგალითად მმართველი პარტიის სლოგანი „მშვიდობაა“, ოპოზიციას კი „ომი“ და მაქსიმალური დისკომფორტის შექმნა რუსისთვის. მაგრამ რა დგას ამის უკან, რა არქიტექტურა, რესურსები, შესაძლებლობები, რისკები, ან რა საბოლოო მიზანს ემსახურება ერთის, ანდა მეორეს გზა, – აი ამის დეკონსტრუქცია და მაყურებლამდე მიტანა არ ხდება. და თუ ხდება მაინც, გამრუდებული სახით – რადგან, ჩვენი ე.წ ექსპერტების უმრავლესობა საერთოდ აცდენილია თემას. აყოლილნი რა, მემარცხენე ლიბერალურ მედიას, რომელიც თავის მხრივ მიბმულია ისეთ ანგაჟრებულ მედია საშუალებზბე, როგორიც მაგალითადWall Street Journal, NBC, CNN, The New York Times_ია, საკუთარ რეალობაში არსებობენ. მოკლედ, რისი მომასწავებელია ეს საერთაშორისო ავდარი საქართველოსთვის? ხომ არაა ეს ქარიშხლისწინა სიმშვიდე, ზოგადად, როგორ აისახება ეს ყველაფერი შიდა „რასკლადზე“ და რისთვის უნდა ვიყოთ მზად?
გეტყვით, რატომაცაა აცდენილი; რადგან არასწორი ალგორითმით და წინაპირობებით ხელმძღვანელობენ. კონტექსტამოგლეჯილი ფაქტებითაც, რათა სასურველი რეალობად გაასაღონ და ზეიდიოლოგიზირებული ისტორიის გაკვეთილებით ტყუვდებიან კიდეც. ზოგი ნებსით შობა, რათა მორიგი გრანტის მოპოვების საშუალებაა და მეინსტრიმულ ტელევიზიაში კეკლუცუბის საშუალება მიეცეს. ზოგიც კი უნებლიეთ, აყოლილი რა მათ ego-თათვის მომხიბლელ და პროფილური მედიაპლატფმორმების მიერ ტიტაჟირებულ ტრენდებს. ასევე, რომ „ღვარძლი ხორბლისგან გამიჯნონ“, ბევრ „მოლაპარაკე თავს“ უბრალოდ კოგნიტიური შესაძლებლობებიც არ უწყობს ხელს და ა.შ. მექანიზმი აქ მარტივია და მათთვის, ესოდენ სანიმუშო New York Times_ის სარედაქციო სვეტში, თავის დროზე ამოკითხულ მაგალითით ვეცდები განმარტებას მეტი; „საერთოდ, რა საექსპერტო ანალიზზე შეიძლება ვილაპარაკოთ, როდესაც ბეჭდავენ და აჩვენებენ მხოლოდ „თავისიან“ ექსპერტებს, რომ შემდგომში ეს „თავისი“ ექსპერტები კითხულობდნენ და უყურებდნენ ამავე მედიას, რათა ისევ, იგივე გაიმეორონ მომავალშიც“. ეს თვითკრიტიკული შენიშვნა, მანდ ტრამპის გამარჯვების მერე გაჩნდა. როდესაც, ვერც ერთმა მემარცხენე ლიბერალური მიმართულების ექსპერტმა ვერ იწინასწარმეტყველა მისი გამარჯვება და ზოგადად, კონსერვატიული ძალების რენესანსი. სიტყვაზე, ვიწროდოქტრინიორული მიმართულების მიუხედავად, ამ გაზეთს ახასაითებს ასეთი გამონათებები, წინააღმდეგ შემთხვევაში არ იქნებოდა დიდი გაზეთი. მოკლედ, ეხებოდა ეს შენიშვნა ასევე, აშშ-ს მიერ ახლო აღმოსავლეთში წარმოებულ ომებს, რომლებიც არა დეკლალირებული მიზნის თანამხად წარიმართა. ანუ, არა დემოკრატიის დანერგვით, არამედ ჰუმანიტარული კატასტროფით და ისლამური სახელმწიფოს, „დაიშის“ გაჩენით დასრულდა. დამარცხდა კი, ეს ტერორისტული წარმონაქმნი, მხოლოდ პუტინის ჩარევის შემდგეგ. რამაც, ერთი-ორად გააძლიერა ის, და რუსეთი ახლო აღმოსავლეთში დააბრუნა. ლამის, საბჭოეთის პერიოდის დარად და ეს რა თქმა უნდა, შტატების განდევნის და ავტორიტეტის დაცემის ხარჯზე. ასე და ამგვარად, გაკვირვებულნი დატოვა მთელი ეს კაპიტოლიუმის კარის ანალიტიკოსები.
-მე კი ის მიკვირს უფრო, როდესაც წლების განმავლობაში ერთ და იგივე ე.წ. ექსპერტებთან მიდიან ეს კორესპონდენტები და ყოველ ჯერზე ტყუვდებიან, ნუთუ არ უჩნდებათ სურვილი, რომ სხვასაც დაეკითხონ ხოლმე. მოტყუვდნენ სირიაში, ერაყში, თურქეთის პოზიციაზე რუსთან მიმართებაში და რუსეთის ჩამოშლაზე ტყუვდებიან. მაგრამ, მაინც მაგ ანგაჟირებულ კლასტერთან დადიან, რომ თავი და მაყურებელი, მირიგ ჯერზე ისევ მოატყუონ? დღეს, აგერ უკრაინაზე ტყუვდებიან, ხვალ ისევ და ისევ რაღაც ახალ ილუზიებში გაეხლართებიან. საერთოდ, გვყავს კი საქართველოში სათანადო მომზადების, არადოგმატიკოსი და მაღალი კომპეტენციის ზეპარტიული ექსპერტები, ვისი დაჯერებაც შეიძლება? მერედა, წლიდან წლამდე ეს ჩვენი ე.წ. ექსპერტები ერთ და იმავე პროგნოზებს რომ იძლევიან, ვინმეს ახსოვს კი მათი გამართლებული რომელიმე პროგნოზი და ამ ლაპსუსების შემხედვარე, კიდევ ვინმე ადეკვატურს უნდა სჯეროდეს მათი?
კი ბატონო, ერთ და იმავე არასწორ პროგნოზებს იძლევიან ყოველ ჯერზე და მათი მრევლი, ისევ მიამიტურად ტყუვდება. იდეოლოგია, მოგეხსენება აბრმავებს – მათი მრევლი კი ზეიდეოლოგიზირებულია, თან „გუპის“ მეხსიერებით. მერედა, ისეთი კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლება თემები, რომ მათი მრევლი ფიზიკურად ვერ ასწრებს ამ იდეოლოგიის პრიზმაში გარდატეხილი მოვლენების მიუკერძოებელ ანალიზს. მოგეხსენაბა, ცალკეული ეფექტური „კარტინკების“ თვალიერებით სრულ ტილოს, ასევე მხატვარს, ანდა სულაც დამკვეთს ვერ დაინახავ.
-გასაგებია, ახალი დაკვეთა მოდის და მყისვე გადაერთობიან ხოლმე სხვა თემაზე. ეს ალბათ იმიტომაც ხდება, რომ წინა სისულელეები გადაფარონ, არა? თან ისე უტიფრად და დიდაქტიკური ტონით გადმოსცემენ ახალ-ახალ ფეიკებს და ხილვებს, ვითომცდა წინაზე არანაირი იაღლიში არ მოსვლიათ.
სხვა ყველაფერთან ერთად, ესეც არის. ასევე, ისეთი დღის წესრიგის შექმნისთვის, რომ მათი დაქსაქსული რიგების მორიგი მობილიზაცია მოხერხდეს ისე, ვითომცდა გულწრფელ სახალხო პროტესტთან გვაქვს საქმე. მეტი გზა აღარ რჩებათ; რადგან „გაფრიკებული“ ბელადი ციხეში უზით. მერედა, გააჩნია როგორ, და რა ფორმით იხდის სასჯელს, – ყოველგვარ ღირსება დაკარგული. თორემ, კაცივით რომ მჯდარიყო, იქნებ რაღაც ტიპის თანაგრძნობაც კი დაემსახურებინა და ბონუსად, დივიდენდებზეც კი გამოეკრა ხელი სამომავლოდ. მაგრამ რა თავდადებასა და ღირსებაზე შეიძლება ილაპარაკო იმ ადამიანთან მიმართებაში, რომელმაც 2008 წელს, გორში ესოდენ გვასახელა ქართველები. სხვა ყველაფერს რომ თავი გაანებო, ჩვენთან ეს ეპიზოდიც კი საკმარისია მორალური უფლების დასაკარგად პოლიტიკურ მოღვაწეობაზე. რადგან ქვეყნა, რომელიც 3 000 წლოვანი ისტორიის მანძილზე ფლაგმანი იყო ღირსეული ბრძოლის, პატიობს ბევრ რამეს – ისევ და ისევ, თავისი ქრისტიანული და შემწყნარებლური ბუნებიდან გამომდიბარე, გარდა ლაჩრობისა.
-განსაკუთრებით მწარედ მახსოვს ის მომენტი, როდესაც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კითხვაზე, თუ რატომ არ შეშინდა, როდესაც დაინახა სააკაშვილი ასეთ დღეში; ენამოსწრებულად მიუგო ჟურნალისტს, „რომ მის უკან საფრანგეთი იდგა“. მოკლედ, გეთანხმები-თქო, რომ ადამიანს რომელსაც ზოგადეროვნულ ლიდერობაზე პრეტენზია გააჩნია, მეტი შინაგანი დისციპლინა და ღირსება მართებს ხოლმე რომ ხალხი აიოყოლიოს თუნდაც, არათუ რამე ღირებული შექმნას ქართული სახელმწიფოსთვის.
ეს მიდგომა, სხვათა შორის ეკა ბესელიას მიერ შედგენილი სიებიდან, იმ პლეადა „პოლიტპატიმრებსაც“ ეხება, ვინც სააკაშვილის სახელზე წერილს-წერილზე აშალაშინებდა შეწყალების თხოვნით. ასევე სხვა, ბანალური კორუფციის მუხლით რომ იჯდა, ანდა სულაც ნარკოტიკებზე და დღეს ლეგენდებს ჰყვება პრინციპულობასა და უნიკალურ ღვაწლზე ანტიმიშისტურ მოძრაობაში. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ვინმემ სააკაშვილის მიმართ მიკერძოებაში არ ჩამითვალოს. რადგან საუბარი მაქვს, უმარტივეს და საქართველოს ისტორიით აპრობირებულ წესზე, რომელსაც ეს ნაპრეზიდენტალი და ის, ე.წ. „პოლიტპატიმრებიც“ არღვევდნენ. რაც, რბილად რომ ვთქვა, ავტომატურად აქცევს ერთს და მეორე სეგმენტს პოლიტიკურ ლეშებად. გარდა ამისა, ევრო-ატლანტიკურ, მემარცხენე ლიბერალური შაპიტოს უპერსპექტივობაზე ისიც მეტყველებს რომ, სააკაშვილის გარდა, სხვა გამაერთიანებელი ლიდერები ამ ძალას აღარ დარჩა. ანუ ზოგადეროვნული დონის ბელადები-თქო, ვის მიმართ, კითხვები არ იარსებებდა და სტანდარტულ კრიტერიუმებსაც რომ დააკმაყოფილებდნენ პარალელურად, ისეთები. მით უფრო, დიდი იდეები არ გააჩნიათ, რომლებსაც გაყვებოდა „ნაცი“, არასამთავრობო სექტორი და მათთან აფილირებული დანარჩენი აქტივი გამოკვეთილი ლიდერების გარეშეც. რადგან, ყველანი ერთად პოსტმოდერნისტული პროდუქტია, – სახელმწიფოს შენების იმიტაციაში, ომობანაში, კვაზიევროპელოობაში და ვაშა-პატრიოტიზმშიც. სიმულაკრებია-თქო, ამორფული მორალით და სიტუაციური შეხედულებებით. „კარგო-კულტის“ მიმდევრები რა, და ამიტომაც, ასეთ პირობებში, რიგების მობილიზაციისთვის რჩებათ მხოლოდღა ყოფითი რუსოფობია, ანტიკლერიკალური გოიმური გამოხტომები საპატრიარქოსთან, უკრაინის თუ ფემინისტურ-გენდერული ამბები და ა.შ. რაც, რა თქმა უნდა არაა საკმარისი და უფრო საინფორმაციო ხმაურის მომტანია, ვიდრე იმ ტექტონიკური ძვრების გამომწვევი, რომლებსაც პოტენციაში რევოლუციური სცენარი უნდა აემუშავებინა და რისი მოლოდინიც ჰქონდათ მათ მრევლს მთელი ეს პოსტმიშისტური წლები.
-გამოდის, რომ ყველა ეს ვითომცდა აქტუალური თემა უბრალოდ ადუღაბებს ერთმანეთში „მიშისტებს“, რადგან სხვა, უფრო სერიოზული გამაერთიანებელი ელემენტი, აღარ დარჩათ. ჰმ, აბა როგორ იქნებოდა სხვაგვარად, როდესაც 2022 წელს, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მივიღეთ. ასევე, უმრავლესობის დაკვეთაა, მდგრადობა, კეთილდღეობა, უსაფრთხოება, ადამიანის უფლებების პატივისცემა და არანაირი ომი. რაც ასე თუ ისე, ყველა ტექნიკური ნაკლის მიუხედავად, „ოცნების“ მიერ ამ ეტაპზე უზრუნველყოფილია. იმედია მეთანხმები, რომ თვალშისაცემია მაგ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, თუ სააკაშვილის პერიოდს დავადერებთ თუნდაც?
გეთანხმები რა თქმა უნდა; ოღონდ დათქმით რომ, ორნიშნა ზრდა, რუსთან დათბობის და რიტორიკის ცვლით მოხერხდა და არამც, სოფლის თუ მრეწველობის განვითარების ხარჯზე. აქ, რაღაც ტიპის ფსიქოლოგიური მექანიზმებიც მოქმედებს ეტყობა. რადგან, იმის გამო რომ, გამუდმებით სააკაშვილის პერიოდს ვადარებთ, უფრო მომხიბვლელი სჩანს დღევანდელობაც, ვიდრე სინამდვილეში არის და რისი დაკვეთა იყო 2012_ში. არაა მოკლედ, ისე სახარბიელოდ საქმე, როგორც ამას გვიხატავენ მიმიკრირებული, მაამებლებად ქცეული კონტიგენტი და დეტალების არმცოდნე აქტივისტები. არადა თავშივე, „ნაცებისგან“ კარდინალურად განსხვავებული, კონცეპტუალურად სხვა იდეოლოგიის ეგიდით რომ ყოფილიყო წარდგენილი სამოქმედო რუკა და თან ყოველგვარი რევერანსების გარეშე შეერთებული შტატების მიმართ, დღეს ხომ სხვა, ბევრად წარმატებულ საქართველოში ვიცხოვრებდით. ელემენტარულია, იმ მიზეზითაც, რომ ეს გამოიწვევდა ჯერ ერთი ერის და ბერის არნახულ კონსოლიდაციას, მერე კი ახალი კორპორატიული იდეის კრისტალიზაციას. სხვა დანარჩენი, და ბონუსების სახით; ანუ მაგალითად „მიშიზმის“ ფუნდამენტურ დონეებზე დამარცხება, „სუვერენული დემოკრატიის“ მშენებლობა, წარმოების და აგრარული სექტორის აღორძინება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ა.შ., ამ ახალი მეტა_მოცემულობის თანმდევი ეფექტი გახდებოდა.
-ანუ, ავტომატურად წარმოიქმნებოდა ასეთი მიდგომის შემთვევაში, ამ ნეოლიბერალური, ჰიპერვესტერნიზირებული შემადგენლობის გარეშე, რომ დაწყებულიყო „ოცნების“ მმართველობა 12-ში?
კი ბატონო და ისიც კარგად მესმის, თუ რა უზარმაზარ ზეწოლას განიცდიდა ივანიშვილი დასაწყისში კაპიტლიუმის მხრიდან და ეს რომ ასე არ მომხდარიყო, იქნებ ვერც ჩამოეგდო სააკაშვილი. ხოლმეობითი ბრუნვა ისტორიამ არ იცისო, მაგრამ დავუშვათ რომ ასე არ ყოფილიყო თავშივე, როგორც გვქონდა დასაწყისში „რესპუბლიკელების“, „მემარჯვენეების“ და ალასანიას დაჯგუფების გნიასის სახით მანდ. უბრალოდ წარმოიდგინე-თქო, რომ თავშივე ყოფილყო ისეთივე „დალაგებული“, როგორც დღეს არის თუნდაც და ამ მემკვიდრეობის გარეშე. ანუ, იმ დივერსანტების გამოკლებით, რომლებიც ჩარჩნენ „ოცნებაში“ და მაღალი ადმინისტრაციული ადგილებიც კი დაიკავეს ინერციით, მათი უშუალო ლიდერების განდევნის შემდეგ. რა სხვანაირი და ბევრად მაღალ „ლეველზე“ გასული იქნებოდა დღეს ქვეყანა. თავად „ოცნებაც“, როგორი შეკრული და დრაივით სავსე პარტია იქნებოდა – არც დუმბაძეები, არც კვირიკაშვილები, ერმაკოვები თუ გოგაშვილები იარსებებდნენ პარტიაში. მით უფრო, მათი წვრილფეხა იდეური ნამრავლი და ბანალური სამეგობრო. დღეს, ინერციით რომ „ოცნებად“ ასაღებენ თავს და პარტიის მანდატით მხოლოდღა, იმისთვის სარგებლობენ, რომ მეგობორ-სანათესაო მოაწყონ სამსახურებში, ასევე დივერსიები აწყონ ახალი კურსის გამტარებლების წინააღმდეგ.
-თუნდაც, დღევანდელი პრაგმატიკოსი კონსერვატორების, უშუალო პრემიერ ღარიბაშვილის გუნდის სახით რომ ყოფილიყო მაშინვე, ეს სავსებით გამოდგებოდა როგორც პოსტმიშისტური საქართველოს ახალი პროექტი. როგორც ალტერნატივა „მიშიზმის“, და ამდენ დროსაც სულ ტყულა არ დავკარგავდით, და არც ამდენი ლატენტური „მიშისტი“ იქნებოდა თავად ოცნებაში, არა?
დავსძენდი, განა ვერ ვხედავ წარმატებას, მაგრამ უამრავ სისუსტესაც ვაცნობიერებ, სწორედ რომ ამ ფაქტორების გამო. ისე კი, ნამვდილად წინ ვართ, – იმ სიბნელის, არქაული ნაციონალიზმის და ტერორის ფონზე რაც სააკაშვილის პერიოდში იყო გაბატონებული, მაგრამ ეს საკმარისი როდია-თქო. დამატებით ინოვაციური განვითარება გვესაჭიროება, სოფლის აღორძინება, ძალოვნების გაძლიერება, რადგან ფაქტია რომ კორუფცია დღესაც ყვავის გარკვეულ საფეხურებზე. ასევე, სულ უფრო ძალას იკრებს „ქურდული სამყარო“. საბანკო, ანუ ფინანსურ-სპეკულაციური სექტორის მორჯულებაზე ხომ საერთოდ აღარ მიდის საუბარი. მერედა მთავარი, საქართველო აღარაა სააკაშვილის დროინდელი პროვინციული ნეოფაშისტური წარმონაქმნი და ამას ხედავენ აფხაზები, ოსები და რუსები და ნუთუ ამ მიმართულებით მეტის გაკეთება ვერ შევძელით? იქნებ დროა, გადახალისდეს საგარეო საქმეთა სამინისტროც. ქართული საქმის გაფუჭებისთვის იდეოლოგიურათ გამარტივებულ, უხეშფორმებს იყენებდნენ “მიშისტები“, მაგრამ „ოცებას“ ხომ ძალუძს ეს ახალ დონეზე აიყვანოს და ზოგადად, იმ მანტრებზე საბოლოოდ უარი თქვას რომლებმაც მიგვიყვანა საქმის გაფუჭებამდე რუსთან, ახაზთან და ოსთან? გენერალ დე გოლს უთქვამს – “მე გამაჩნია საფრანგეთის მკაფიო იდეა“. აი ასეთი იდეა ესაჭიოროვება-მეთქი, დღეს საქართველოსაც და არა ენის მოჩლექით საუბარი, – ვინმე „მიშისტმა“, „რუსეთუმეობა“ არ დაგვწამოს ზედმეტად. დროც აღარ ითმენს, რადგან ისეთი არნახული ტრანსფორმაციების და გადანაწილების წინაშე ვიმყოფებით, რომ ან უნდა ვიმოქმედოთ შესაბამისად, ანდა დავივიწყოთ აფხაზეთი და ცხინვალი. ასევე, დავივიწყოთულტრათანამედროვე სახელმწიფოს შექმნა, საუკეთესოქართული ტრადიციების შენარჩუნებით და დავრჩეთ ასეთ ქვეყნად. კი ბატონო, სააკაშვილის პერიოდთან შედარებით უკეთეს, მაგრამ მაინც სავალალო მდგომარეობაში. ფაქტია რომ, ნეოლიბერალიზმითავისუფალი სამყაროს მთავარ მტრად გადაიქცა და ყველა ჯანსაღი ძალა დღეს ერთიანდება მაგ იდეოლოგიის წინააღმდეგ. შესაბამისად, საქართველო არა თუ უნდა გაერთიანდეს საერთო კონსერვატიულ-ტრადიციულ პარადიგმის ფორმატში, არამედ ფლაგმანად იქცეს ამ ბრძოლის სამხრეთ კავკასიაში მაინც, ისტორიის სწორ მხარეს იდგეს ღიად და არა ასე მინიშნებებით. თორემ არავინ მიგვიშვებს მერე გამარჯვებულების სუფრასთან და არც არაფერი მოგვიწევს. არ უნდა გვეშინოდეს თამამი იდეოლოგიური გარღვევების-მეთქი. „ახალ ვითარებაში ახალი თვისებები მჟღავნდებაო“, – ამბობდა ჰეგელი და მოჰყავს შესანიშნავი მაგალითიც, „ელვის მიერ გადამტვრეული ხის ამბავი“; „წყალში არ ჩავარდნილიყო, ვერასოდეს გავიგებდით, რომ ის არ იძირება და ვერც გემსაც ავაშენებდით“-ო. აქედანაა ჰეგელის ის ბრწყინვალე იდეაც, რომ ერის სული მხოლოდ მაშინ მჟავნდება, როდესაც ის იბრძვის და იცვლება და ტესტია დამატებით ეს ერთგვარი, – არის ერი ისტორიული თუ „მიშისტური“ იდეოლოგიის მძევალი და უბრალო მომხმარებელი, სხვის მიერ წარმოებული პროდუქტისა. რომელსაც, ყველა ამ თანმდევ უბედურებასთან ერთად, არაფერი ღირებულის შექმნა აღარ შეუძლია.
ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე