მთავარი ინტერვიუ დავით ჩხარტიშვილი: საქართველოში დიდი ნადირობის სეზონი იწყება!

დავით ჩხარტიშვილი: საქართველოში დიდი ნადირობის სეზონი იწყება!

1869
0

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კათოლიკოსპატრიარქ ილია მეორეს შეხვდა და ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების შესახებ საკუთარი ინიციატივა გააცნო, რაზედაც პატრიარქს კურთხევა სთხოვა. მეგობარი ქვეყნების დიპლომატები, ერთი მეორეს მიყოლებით მავეს ითხოვენ. „ქართული ოცნებისთავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კი, „ეროვნული შერიგებისმისეულფორმულასასახელებს. მისი თქმით, ენმ ჯერ დანაშაულები უნდა ჩამოთვალოს და აღიაროს, შემდეგ კი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადოს.

შერიგება“, რამდენად რეალურია ეს ასეთ პირობებში? ამ და სხვა კითხვებით პუბლიცისტ დავით ჩხარტიშვილს მივმართეთ, რომელიც ბოლო პერიოდში პოლიტიკას დაშორდა და სოციალურ ქსელშიც კი დუმილს არჩევს…

– მკვდრადშობილი ინიციატივაა, თუმცაღა ხდებოდა მასე ისტორიაში და ბევრად უფრო რადიკალიზირებულ სოციუმებშიც კი. თუნდაც პოსტფრანკოსეული ესპანეთი ავიღოთ, სადაც სამოქალაქო ომში დაღუპულნი ერთ სასაფლოეზე დაკრძალეს, მერე კი მონარქია აღადგინეს და საერთო ორიენტირებიც გამოიმუშავეს. ჩვენთან კი, რაღაც სასწაული რომ მოხდეს და ფორმალურად გაფორმდეს კიდეც ეს შერიგება ე.წ. მეგობარი სახელმწიფოების დაჟინებული მოთხოვნით, იმდენად მყიფე იქნება, რომ პირველივე გამოწვევაზე დაინგრევა. ხელოვნური იქნება და მაგიტომაც. რადგანაც არ ხდება განვლილი ეტაპის ფუნდამენტურ დონეზე გააზრება. შეცდომების კეთილსინდისიერი ინვენტარიზაცია „ნაციონალების“ მხრიდან და შესაბამისად, კათარზისიც არ მოჰყვება მაგ ამბავს, რის გარეშეც შერიგება არარეალურია. პირიქით, მეტ აგრესიას და მიუღებლობას გამოიჩენენ „ნაციონალები“.

  • და ალბათ კვლავ იმატებს აქციები თუ მიტინგები…
  • თუ რაა ეს მიტინგების კასკადი სინამდვილეში, ასევე ზეპატრიოტული თრობა, არ დაიზაროთ და იხილეთ ჯინ შარპის, „ფერადი ტექნოლოგიების“ სახელმძღვანელო. სადაც პუნქტობრივად დაღეჭილია ყველა იმ აქტივობის ფორმა, რომელიც უკვე წლებია, ყელში ამოუყვანეს საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს. ანა-ბანაა, ეს თემაში ჩახედულებისთვის, თუმცაღა ამ „მიშისტ“ აქტივისტებს კი ჰგონიათ, რომ რაღაც ორიგინალური და ახალი ფორმებით ებრძვიან „რუს ოლიგარქ“ ივანიშვილს. მერედა, მათი მარკერები; მილიტარისტული რიტორიკა, უკრაინასთან ცრუ ანალოგიები, ყოფითი რუსოფობია, ქსენოფობია ეროვნული უმცირესობების მიმართ, ევროატლანტიკური გეზის რადიკალურ-ლიბერალური ინტერპრეტაცია და ა.შ., ისედაც მრავლადაა მედიასივრცეში და ამის გამო დომინანტი გახდება. ეს ვარიანტი კი „ოცნებაში“ მხოლოდ ჩანერგილებს თუ აწყობთ, რომლებიც სიტყვაზე მრავლადაა მანდ. სწორად გამიგეთ, მიდის დისკურსების, სამკვდრო-სასიცოცხლო ომი საერთაშორისო დონეებზე და ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა ვის რამდენი ადგილი და სად ერგება, რადგანაც მთელი მსოფლიო ახალი გადანაწილების მოლოდინშია. ეს უშუალოდ ჩვენთანაც შეცვლის კონფიგურაციას საბაზისო დონეებზე. ასე რომ ეს „შერიგება“, უკვე ფარატინა ქაღალდია, მხოლოდ ეს ელემენტიც რომ გავითვალისწინოთ, არადა კიდევ უამრავია. უკვე არაფრის მომტანია ქვეყნისთვის-თქო, ვიღაც-ვიღაცეები თუ ქულებს დაიწრენ ეგაა, მეტი არც არაფერი.
  • ფაქტია, რომ ენმ ყველა სიტუაციას სათავისოდ იყენებს და საზოგადოების ნაწილს სჯერა კიდეც მათი…

ხომ გახსოვთ, ახლახანს გვარამიამ რომ სთქვა; დღეს აღქმები მართავსო და არა ინფორმაციაო? ხოდა მართალი თქვა, პერიფრაზია ოღონდ ეს ნიცშეს გამონაქვამის „ფაქტები მთავარი კი არაა, მათი ინტერპრეტაციაო“. დღეს ასეა, პოსტმოდერნისტულ, ამორფული მორალისა და რელევანტური ფასეულობების სამყაროში. პოზიტივისტური მიდგომა წარსულს ჩაბარდა, ეს როდესაც ფაქტები მართლაც ნიშნავდა რამეს და სოციალური ქსელებიც არ იყო. მათ სანდოობას და რაოდენობას მნიშვნელობა ჰქონდა კი ბატონო. მაგრამ დღეს, სწორედ რომ აღქმები მართავს და ეს მშვენივრად იციან „ნაციონალებმა“. სხვათა შორის, მმართველი პარტიისგან განსხვავებით, რომლის წევრები დიდწილად, სამოქალაქო და პოლიტიკურ სივრცეში თორმეტის მერე ჩაერთო. მოკლედ, მარკერები და საიმიჯო ფიგურები, საინტერესო ისტორიებითაა დღეს მთავარი და არამც, ვინ, და რამდენი ასფალტი დააგო. ასეთი მეთოდებით, და სწორი თემების პედალირებით მეინსტრიმული „მიშისტური“ ტელეარხებით „ნაციონალები“ ოპოზიციიდანაც კი ახერხებენ და დღის წესრიგს კარნახობენ „ოცნებას“. ჰოდა ამის მერე, საერთოდ დომინანტი გახდება-თქო ეს მარკერები და მიმები, რაც კატასტროფის ტოლფასია „ოცნებისთვის“ გრძელვადიან, ისტორიულ პერსპექტივაში. იმიტომ, რომ თავის დროზე „ოცნებამ“ არც პიარს და არც მედიას მიაქცია სათანადო ყურადგება და დილეტანტებს მიენდო. მეტიც, პოლიტიკურად გაუნთლებელ ხალხს მიანდო ბევრი საკვანძო თანამდებობა, განსაკუთრებით რეგიონალურ დონეებზე. რადგან, თავადაც ოცნება „ნაციონალებისგან“ განსხვავებით მეტად ეკლექტური და სიტუაციური გაერთიანებაა, რომელიც ფორს-მაჟორული გარემოებების გამო იძულებული იყო თავის დროზე „ნაციონალების“ დოქტრინის, ასე ვთქვათ გალაითებული ვარიანტი მიეღო შეიარაღბაზე და მიდი-მოდი წრეებიდან დაკომპლექტებულიყო.

კიდევ ერთ მხარეს კი, არაპასიონარული, მაგრამ ქართველი ერის უდიდესი ნაწილია რომლისთვისაც ფიზიოლოგიურ დონეზეა ლამის მიუღებელი „მიშიზმი“ როგორც ფენომენი, ამავე დროს „ოცნებაზეც“ არ ამოდის მზე. ასე რომ, ამ ალგორითმით წლები გაგრძელდება ეს გამიშვი-დამაკავე და კინკლაობა მეათეხარისხოვან თემებზე, თუ რა თქმა უნდა ე.წ. „შავი გედი“ არ გამოჩნდება და არევს მთელ ამ კონფიგურაციას, რომლის შენარჩუნებაში ძალიან ბევრი ძალაა საქართველოში დაინტერესებული. თუმცაღა იმის გათვალისწინებით თუ რა სამეზობლო გვყავს, ვგონებ ეს ე.წ. „შავი გედი“ მალევე გამოჩნდება და არათუ ყველას და ყველაფერს დაარქმევს სახელს, არამედ ახალი წესრიგის და ასევე პოლიტიკური და მედია ისტებლიშმენტის ირიბი ფუძემდებელიც გახდება.

  • და მაინც, თქვენეული პროგნოზი როგორია, გვეშველება რამე?

ბედისწერას ვერავინ აცდება და ამიტომაც, ჯერ ერთი მშვიდად ვუყურებ ამ პროცესს, მეორე – მთელ ამ შესაძლებლობების პასიანსში სხვა რამ მიმაჩნია მნიშვნელოვნად; „ნაციონალური მოძრაობა“ ეს არაა ცალკე აღებული პარტია, მსოფლმხდველობაა, რომლის მიმდევრები გაშლილია ფართო ფრონტად – ესაა სოროსისეული მედია, არასამთავრობოები, ნეოლიბერალური პარტიები და წარმოიდგინეთ ე.წ. მეგობარი სახელმწიფოების დიპლომატების დიდი ნაწილიც კი, ასევე თავად „ოცნებაში“ ჩაბუდებული, მედროვე, პორტირებული კონტიგენტი. ესენი ყველა ერთად, სხვადასხვა მექანიზმით, როგოროც ნადავლს, მიერეკებიან „ოცნებას“ ხაფანგში. ისევე, როგორც კარგი და გამოცდილი მონადირეები, ტანდემში რომ მუშაობენ ერთმანეთთან. მოაქცევენ რა მსხვერპლს საჭირო კალაპოტში და მიდენიან იქ, სადაც ყელში დანა ყველაზე ადვილად გამოისმება. აქაც არ ეგონოს ვინმეს, რომ ქაოტურია ის, რაც ახლა ხდება, დიპლომატები, მეინსტრიმული პარტიული ტელევიზიები, ენჯეო-სექტორი, ჩანერგილი კადრები თავად „ოცნებაში“, „ნაციონალები“ და მათი სატელიტები, ყველა ერთად ნადირობს და თუ ასე გაგრძელდა, კიდევ მოინადირებენ „ოცნებას“. თუმცაღა, ერთი რამ ვერ გაითვალისწინეს, 2003 წელი აღარაა; ამ ტყეში მათზე გამოცდილი და დიდი მტაცებლებია დღეს შემოსული და ვინ ვისზე ნადირობს და ვინ ვის მოინადირებს მალე ვნახავთ. ასე რომ, არათუ შერიგებას, არამედ დიდი ნადირობის სეზონის გახსნას დააანონსებდა კაცი..