მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება დავით ჩხარტიშვილი: X-ბ), დასკვნითი ეპიზოდი / „მივმართავ მათ, – ვისზეც დამოკიდებულია საქართველოს...

დავით ჩხარტიშვილი: X-ბ), დასკვნითი ეპიზოდი / „მივმართავ მათ, – ვისზეც დამოკიდებულია საქართველოს ახალი ისტორიის დაწერა!..“

35
0

წინარე, X დასკვნითი ეპიზოდის ა_ნაწილში, ერთ-ერთ თვალშისაცემ, გამაღიზიანებელ, სახელმწიფოს განვითარებისთვის ისეთ შემაფერხებელ პრობლემას შევეხეთ, როგორიც საკადრო პოლიტიკაა. ტრადიციისაცმებრ, იმ ხარისხის მინიშნებება-ოპტიკით მოვახერხეთ ეს, რომ იმ საერთო საქმეზე, რასაც ზეპარტიული, „ანტიმიშისტურ მოძრაობა“ ჰქვია, რამენაირად არ გვევნო. სიტყვაზე, რაც ამოსავალი პრინციპია ჩვენთვის, ნებისმიერი საკითხის განხილვისას რომელიც სახელმწიფოს მდგრადობას და უსაფრთხოებას ეხება. მოკლედ, ჩვეულებისამებრ მართალი, თუმცა ისევ დელიკატური მიდგომა გამოვამჟღავნეთ. ნახევრად_ხუმრობით დავსძენდიღა, – ეტყობა ამის გამოცაა რომ, ლამის წინასწარმეტყველი იერემიას დღეში ავღმოჩნდით. ანუ, რისი თქმა მინდა და, ჩვენს მსგავსად ისიც ხედავდა, ხომ აფრთხილებდა, თუმცაღა ადრესატებს ვერ არწმუნებდა. არადა იგივეს უყურებდნენ, მაგრამ იგივეს როდი ხედავდნენ. იმ მომენტამდე, სანამ ჩამოენგრათ ისრაელი და მისი მმართველი სახლიც თავზე. ჰოდა შეჯამებისას, რას იტყოდი დავით მაგ კუთხით და საერთოდ, რამდენად გამართლებულია ეს ანალოგია?
– განვრცობის შემთხვევაში, a-la ეკლესიასტეს სტილში დაგვრჩება ნათქვამ-პასუხი და არ ღირს ვგონებ. კი გამაცინე-თქო ახლა, და განა არ მესმის საითაც გინდა წარმართო დიალოგი. მაგრამ, ეს ალუზია ჯემალ, და მასზე აწყობილ-წარმოებული სიუჟეტიც, რომელსაც ჩემგან ელოდები ახლა, ვგონებ ამაოდ გაიჟღერებს აქ; იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მასა, რომლის შემობრუნებასაც ვლამობდით ამ ციკლის მეშვეობით დაწყებით ეტაპზე, – „ახალი თაობა“, „ჯენზი“ თუ „პროვინციელი პოლიტიკანები“, ასევე ნარნაირი პარტ-აქტივი, გენდერულ თეორიებს აყოლილი „კუხარკები“ პოლიტ_მედია ველზე, „ევროპაში ღირსებით მიმავალნი“ ჰიპერ_ვესტერნიზირებული „ენჯეოშნიცები“ და ა.შ., თავ-თავის მიდგომა-არჩევანში და სიმპათია-ანტიპათიებში არსებითად ანტიისტორიზმით გამოირჩევიან. იმის თქმას ვცდილობ, რომ უმარტივეს სლოგანებს აყოლილნი, თავისუფალი ნების არმქონე და აშშ-ს საელჩოს მიერ გენერირებული მანტრებით ნასულდგმულენი, ისინი ყოფით დონეზეც კი, არათუ ისეთ აბსტრაქციებში ცურავენ; როგორიცაა მაღალი ჟურნალისტიკა, რეალური პოლიტიკა, ობიექტური ისტორია, თუ ჭეშმარიტი სოციოლოგია და ა.შ., რომ ღია, კვალიფიცირებულ, და ტაბუების მიღმა საუბარს მათთან, არანაირი აზრი არ აქვს. ამებას დარი რეფლექსიით დეტერმინირებულებთან, აბა რა დიალოგი გაიმართება, რომელიმე ნახსენები კატეგორიიდან იმ დოზით, რომ კედელზე მორიგი ცერცვის შეყრა არ გამოგვივიდეს. ჰმ, „ზედ არა შერჩება რაო“. ანუ, უკვე მიღებული აქვთ-თქო გადაწყვეტილება, თუ ვის და რას უნდა მისცენ ხმა 24-ის არჩევნებში. მოკლედ, ამ ეტაპზე, ნამდვილად აღარ აქვს აზრი მათთან საუბარს-თქო იმაზე, რომ ცრუ დიქოტომიაში იმყოფებიან. რომ კალეიდოსკოპური სიხშირით ცვალებად საერთაშორისო დღის წესრიგში, რეალურად არც არასოდეს იდგა და მით უფრო ახლა არ დგას საკითხი ისე, როგორც ჩაუბეჭდა მათ მეინსტრიმულმა მედიამ და ე.წ. „პროდასავლურმა“ პარტიებმა გონში. ანუ, „რუსეთი თუ ევროპა“_ო, და რომ ეს აჩემებული „ევრო_ატლანტიკური კურსი“-ც კიდევ, სინამდვილეში მოწყვეტილია რეალობას ისევე, როგორც თავის დროზე საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის „კომუნიზმში“ შესვლის პერსპექტივა და ა.შ.
– არადა შეგვეძლო მობრუნება, მაგრამ ვერ ვქენით, რადგან არ იყო სათანადო რეაგირება მთავარი ადრესატისგან, არა?
– კი, და ასევე იმ კონკრეტული პასუხისმგებელი პირებისაგან ვერ მივიღეთ პასუხი, ვისაც უშუალოდ მიაბარა მან მედია, პიარი, რეგიონალური და საკადრო პოლიტიკა. წარმოიდგინე და, იმ საბრძოლო ერთეულს ვგავდით მთელი ეს პერიოდი, რომელიც გაიჭრა წინ, დაზვერა მოწინააღმდის განლაგება-რეზერვები ბრძოლით. ზუსტი კოორდინატები გადასცა შტაბს, გამოიძახა ცეცხლი და, … მაგრამ არტილერია და ავიაცია არ ჩართულა. შტაბში, ელემენტარული კოორდინაციის და მაღალი კვალიფიკაციის კადრების ნაკლებობის გამო და ა.შ.
– მოკლედ, გამოდის რომ შანსი გაშვებულ იქნა და შესაბამისად, არც არაფერს ეტყვის ახლა, ამ ჩვენს არშემდგარ რეციპიენტებს ეს, ან სხვა მსგავსი ჰიპერ_ტექსტები და მაგალითები მეტა_ნარატივებიდან, ამ მომენტისთვის მაინც. სამწუხაროა …
– ნუ, ანდა უბრალოდ ვერ დაუკავშირებენ სათანადო ხარისხით მიმდინარე აქტივობებსა და პროცესს მთლიანობაში აქ მოყვანილ რეცეპტს. რადგან ამის პარალელურად და ფონად, იდეაში სხვა რამეებიც უნდა მომხდარიყო, – ეს რომ ხმა მიგვეწვდომა ივანიშვილამდე და ა.შ. ამიტომაც, ასეთ შემთხვევებში უფრო „ახლოდან“ უნდა მოიშველიო მაგალითები, – ან კომიქსიდან, თუ ყვითელი მედიიდან, სიმღერ-ლექსიდან, ანდა სულაც „საბაზე“ ნომინირებულ რომელიმე „პაპსავოი“ ბესტსელერიდან ციტატით გადაუფარო “იმპრინტინგ“-ებულებს პატერნი. იქნებ „გაჭრას“, უფრო გამართლებული დარჩეს-მეთქი, ეთოლოგიიდან ამ, და მსგავსი მეთოდების გამოყენებამ იმათ მიმართ, ვისი ცნობიერების ფორმირება ინდუსტრიულ დონეზე ხდებოდა ბოლო დეკადები. თუმცაღა რომ ვუფიქრდები, ესეც ფუჭია, რადგან ისეა მიშვებული ეგ საქმე პროფშეუსაბამო პირებზე მიბარების გამო, რამე თუ უშველის კოსმეტიკური შელამაზებების კომპლექსიდან არ მგონია და ესენი კი, სხვა მეთოდების მომხრეები არ არიან.
– ანდა, არ იციან უბრალოდ – „дилетанты-с“ უფროა მგონი. ჩვენ კი ამ დროს, ლამის „самиздат“-ის ფორმატში, აი „ოცნების“ სრული ინდეფერენტობის პირობებში, კი მოვინდომეთ რაიმე არსებითის შეცვლა, ამ „მიშისტური“ ნარატივებით დანაღმულ-გაჯერებულ ველზე. მაგრამ, როდის მერე ჯაბნიდა მანუფაქტურული წარმოება ინდუსტრიულს? შენეული ვერდიქტი რა იქნება ბოლო-ბოლო, – დივერსია მოუწყვეს ივანიშვილს უკვე დაახლოებით ცნობილმა ძალებმა, თუ უბრალოდ ვერ იმუშავეს ნდობით აღჭურვილმა პირებმა არცოდნის გამო?
– ვგონებ ყველაფერი ერთად, რაც გუნდიდან, არავის არანაირად ამართლებს. აი პირობითად, ამ „ანტიმიშისტური“ ლიდერშიპიდან იმაში, რომ მისიის ეს ეტაპი ჩააფლავეს, თან ესოდენ უნიჭოდ. ზოგმა წაყრუებით, ზოგმა სიხარბით, ზოგმა უვიცობით, აშშ-ს დავალებით თუ ინფანტილიზმით და ა.შ. ორიოდე სიტყვით კი, იმას იმკიან რაც სთესეს ამა თუ იმ ფორმებით; 12 წლის თავზეც კი, აი ამ ფეთხუმის გამო დაკარგული და „ოცნებაზე“ გაბრაზებული ელექტორატი, ცხოვრობს ისევ თავ_თავიანთ მცირე ისტორია-ნარატივებში, რომლებიც თავის მხრივ ერთიანდებიან ერთ დიდ, „მიშისტურ“ დისკურსში. რბილად რომ ვთქვა, ამ „უყურადღებობის“ გამოისობით, მიშას და მასთან აფილირებული ძალების „ფეტვების“ ანაბარა დარჩენილ ამ ჯგუფებს, ძალზე ფრაგმენტული წარმოდგენები აქვთ საერთაშორისო ურთიერთობებზეც. მაგალითად, რომ გარე საფრთხეებზე მიანიშნო და შეაფასებინო ადეკვატურად. შემდეგ კი, რომ სწორება სხვა ორიენტირებზე გააკეთებინო. ასევე, ცივილიზაციაზე, მაღალ კულტურაზე და დიდ იდეებზე. ისტორიის წარმმართველ ნამდვილ მექანიზმებზეც, რაც ერთი-ორად ართულებს სურათს და რის გამოც, ყაბულდებიან იაფფასიან „მიშისტურ“ პროპაგანდაზე ესოდენ მარტივად. რაც უფრო საშიშს, და ადვილად მანიპულირებად ხდის მათ. ფაქტობრივად, ბრმა იარაღად აყალიბებს ოკეანის გაღმელ „პარტნიორის“ და აქაური „deep state“-ის ხელში, – ბანალურ ქართველ ხუნვეიბინებად. ანუ მიმიხვდი ხომ, – იმ სახელმწიფოწარმომქნელი ინსტიტუტების ხელმძღვანელები, რომლებსაც არათუ შეეძლო, არამედ ვისი უშუალო ვალდებულება იყო ეს ყბადაღებული „დე_მიშიზაცია“ მოეხდინა, არაფერს აკეთებდნენ ფაქტობრივად ამ მიმართულებით. არადა, წარმოიდგინე და, რომ შეეცვალათ მიდგომა, კადრები, ეს ვითარებაც შეიცვლებოდა და თავ-თავიანთ სფეროების სრული „დე-მიშიზაცია“ თუ არა, ნაწილობრივი გადაფარვა „მიშისტური“ დისკურსების მაინც ხომ მოხდებოდა.
– სხვა საქართველოში ვიცხოვრებდით, მაგრამ რაცაა ესაა და „მამენტ“ ლოგიკურიცაა, როდესაც საპირისპირო პოლუსზე „ანტიმიშისტური“ იდეის პროფანაცია, მიმიკრია და მერკანტილიზმი სუფევს იმის ნაცვლად, რომ ერთიან „ანტიმიშისტურ“ დისკურსში მოექციათ „მიშისტები“ მთელი იმ მორალური სიცხადით, რასაც შეიცავს თავში „ანტიმიშიზმი“ და ერთად ეცხოვრათ, ამ მაღალი სტანდარტის საზოგადოებაში იმათაც და ამათაც. მოკლედ, ბრალი ვისია, და კონკრეტულად თუ დაასახელებ დამნაშავეებს, ანდა სულაც მთავარ მიზეზს, თუ რატომ ვერ მოხერხდა ერთი დისკრსის მეორეთი გადაფარვა 12 წლის განმავლობაში?
– რატომაც არა, რა თქმა უნდა ისინი, ვისაც მიანდო ივანიშვილმა კონკრეტულად ეს საქმე ცენტრში. ასევე, უცილობლად უნდა ითქვას იმ ადგილობრივ კვაზი_კულტურის მუშაკებზე და ერზაც_მოღვაწეებზე, რომლებიც იმის მიხედვით ხედავენ და აღიქვამენ ხოლმე მიმდინარე ზოგადეროვნული დისკურსების ჭიდილს, თუ რა მედია_საშუალებას ეზიარებიან ტელეეკრანებთან შინაურ გარემოში. ანუ, საერთოდ ტყემალზე რომ ზიან ქართული პოლიტიკის-თქო და სამ-ოთხ წინადადებიან მესიჯ-ბოქსებს კი კნავილით იმეორებენ საჯარო სივრცეში. აი ამ ამინდს, თუ უვიცობას, უავტორიტეტობას და სხვის ნაბრძოლზე „ჩალიჩმეისტერობით“ წამოსკუპებას დაურთავ, – ის შედეგი რომელიც არის, კიდევ კარგ მჩვენებლად მოგეჩვნება. აი იმ შედეგის ფონზე კი, რომელიც არჩევნებზე დაფიქსირდება, და იქნება ეს საუკეთესო შემთხვევაში „პიროსის გამარჯვება“. ანუ, როდესაც არანაირ დაპირებების შესრულებაზე საუბარი აღარ იქნება და სულ სხვა, „მიშიზმის“ რეინკარნაციის მექანიზმები ამუშავდება ქვეყანაში, მერე ნახე შენ ცირკი. წინასაარჩევნო პერიოდის მონატრება, რომელიც იდილიად მოგეჩვენება. მერედა მთავარი შოუ, – ამ კონტიგენტის მორიგი გადაბარგებების მცდელობები ნაცნობი ზღაპრების თანხლებით, – „თუ როგორ იჩაგრებოდნენ და რა ტერორის ქვეშ იმყოფებოდნენ რუსი ოლიგარქის მართველობის პირობებში“, მთელი ეს წლები თურმე (იცინის). მეტს გეტყვი, არჩევნების შემდეგ ე.წ. „გავრილოვის ღამე“ მონაგონი იქნება და თუ როგორ აპირებენ ფორმალურ „მიშისტებთან“ გამკლავებას, არაფორმალური „მიშისტების“, ანდა ამ მედროვეების, მედუქნეების და თამადების მეშვეობით. კონტიგენტით, რომელსაც მდგრადი ღირებულებები, ელემენტარული სოციალ-პოლიტიკური განათლება, ავტორიტეტი, ადმინისტრირების უნარები არ გააჩნია, ავსტრიას ავსტრალიისგან ვერ არჩევს, აი ეგ აღარ ვიცი ჩემო ჯემალ.
– იკითხავს მავანი, „ბიძინა სადაა ამ დროს“?
– და ვუპასუხებ რომ, – მარტოა და შორს. რომ ასეთია ზოგადად, მილიარდერების ხვედრი ღატაკ ქვეყნებში. აი, მეტი ვიზუალიზაციისათვის და მკითხველს რომ გაუადვილდეს ექსტარაპოლაცია თან, დავსძენ; ბეთხოვენის „სიხარული ოდის“ დადარების შემთხვევაში „დარი-დურთან“, ანდა სულაც ზურნის ჰანგებთან, უკანასკნელი ძალზე სუსტად გამოიყურება, ხომ? ხოდა, რაღაც მსგავსი ხდება კულტოროლოგიულ დონეზე ჩვენს გარშემოც-თქო, რაც მყისვე ისახება პოლიტიკასა და მედიაში. რა თქმა უნდა, გარშემო გაბატონებულ ამ მდაბიო ესთეტიკას მისი ფან_კლუბი ჰყავს, მაგალითად „აღორძინების“ დროინდელ კონცერტებზე რომ ნეტარყუჩობას განიცდიდნენ და ტაშით ანგრევდნენ ერთადერთ განათებულ დარბაზს, წამლით გაბრუებულ რეგიონში, „იბრაგიმოვიჩის“ გულის მოსაგებად. მაგრამ დღეს ეს, ნუ არანაირად აღარ ჯდება რაიმე გონივრულ ჩარჩოში, აპოთეოზია რა ქაჯობის (იღიმის) და ა.შ. იქნებ, მათ წრეში კიდეც, ჩვეულებრივ ამბავად მიაჩნიათ ამ ტიპის გემოვნება და ამიტომაც, კულტურის განვითარების მანდატსაც კი, რომელიმე ერთუჯრედიან პოპ-ახტაჯანას მიენიჭებენ უპრობლემოდ და გულწრფელად ტკბებიან. აი, რომელიც სიტყვაზე, ხან ერთ ხელისუფალს, ხან მეორეს და რომ რამე, მესამესაც სიამოვნებით უმღერის ბიჯეტის ხარჯზე. მაგრამ, ნამდვილად არაა ეს ნორმალური, მაგალითად ისეთი დონის კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრში, რომელშიც ტრადიციულად არსებობს სხვა, ბევრად პასუხისმგებლიანი, განფესვებიანებული, რაფინირებული აუდიტორია. ვისთვისაც, მთელი ეს სახელმწიფო დოტაციებით არსებული მდაბიო შაპიტო და წახალისებულ მლიქვნელთა, წყობიდან-წყობაში მომთაბარე ფრიკები, უბრალოდ უვიცობის, „ნუვორიშობის“, ზოგადად „მოვეტონის“ ეკვივალენტია. სიტყვაზე, ბათუმი „ქირთად აგდებას“ არავის პატიობს.
– და ამ დროს კი, პარალელურ რეჟიმში, ამ მიმდინარე გოიმობების შემხედვარე, ზის რამოდენიმე წამყვან ტელევიზიაში კომპეტენტური ხალხი და მიზანმიმართულად, წვეთი წყლის სიჯიუტით ამზადებენ რევოლუციას. მაგალითად, ზის ერთი ჯგუფი სტუდიაში და დუჟმომდგარი ამტკიცებს ევროპულ იდენტობას, მეორე ნეტარი ჯგუფია სხვა სტუდიაში და ისიც ღირსებით მიემართება ევროპაში, ნაკლებად მეინსტრიმულ სტუდიაში მესამე ჯგუფი სტალიზნე ლოცულობს და ისიც ევროპაში მიდის, მეოთხე არხზე კი _პათეტიკურად შუმერების როლზე კაცობრიობის ისტორიაში მსჯელობენ, და ქართველების, მათი „პირდაპირი შთამომავლების“ სულიერ მისიაზე გვიყვებიან, რომელიც ევროპაში უნდა შეიტანონ. კიდევ ერთი ჯგუფი საუბრობს მასონების შეთქმულებზე ეროვნული ძალების წინააღმდეგ და ევროპში ჩვენი არშეშვების მიზეზად მათ ხრიკებს ასახელებს …
– ზუსტად, და აი ამ ტრენდს, მმართველმა პარტიამ ვერაფერი დიდი დაუპირისპირა. მწყობრი, სეკულარული, ეროვნულ ნიადაგზე და ამავე დროს უნივერსალურ ფასეულობებზე მდგარი ალტერნატიული სისტემა ვერა და ვერ ჩამოაყალიბა სათანადო დონეზე და სათანადო სახეებს ვერ გააჟღერებინა. რაც ამოდენა რესურსების პირობებში, რა თქმა უნდა ბადებს ეჭვს, რომ დივერსიების კასკადთან ჰქონდა და აქვს ივანიშვილს საქმე პარტიის შიგნით.
– თუმცა, იმ მომენტსაც არ გამორიცხავს, რომ ეს ელემენტარული ფეთხუმის ბრალიც იყოს. აბა ცალკეულ უნიჭო შემსრულებლებს ადგილებზე ხომ ვერ დავაბრალებთ იმას რაც ხდება გარშემო, არა?
– არადა ხდება კატასტროფა; კუსტურიცა-სიურეალისტური სულისკვეთებაა დომინირებს ბათუმში, კაფკას სიუჟეტი რეგიონში და ორუელ-ჰაქსლისეული ზემოქმედების ტექნოლოგიები წარგვმართავს ქვეყანაში. შენ კი, იერემიაო და ისრაელის მმართველი სახლი-ო (იცინის).
– პირადად მე ამაში ვერ ვხედავ გადაუწყვეტელ პრობლემას შესაბამისი ნების შემთხვევაში. ერთია იდეალური სქემა რომლისკენაც მიისწრაფი, და მეორეა რეალური ცხოვრება, გალამაზების და მორალიზატორობის მიღმა.
– წარმოიდგინე და მეც, ამიტომ ვიყავი და ვარ, სხვადასხვა ოპტიკის გამოყენების მომხრე ერთი და იმავე ფაქტის გაშუქებისას. რადგან სულ სხვაგვარად ჩანს, როცა უყურებ მას ტელესკოპით და როდესაც მიკროსკოპით ეცნობი. ეგაა რომ, ამის საშუალება საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ გააჩნია და ეს კი, უმრუდებს მათ საერთო სურათის აღქმას. ანუ, საშუალო სტატისტიკური ცენზის მოქალაქეს აიძულებს ფრაქტალების ფრაქტალებთან იქონიოს საქმე. დაბინდულ ხილვასთან-თქო, ისედაც გატარებულ დომინანტ, „მიშისტურ“ დისკურსში და არამც უშუალოდ მოვლენასთან. ან მინიმუმ, მის გამომწვევ, გონით გამოკვეთილ მიზეზთან, რაზეც უკვე „ოცნებას“ უნდა ეზრუნა-თქო. ვერ იზრუნა, და ის „ზრუნვის“ მაგალითები რაც გვაქვს მათი „ლეიბლით“, ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. ასევე ვეტყოდი მკითხველს, რომ ასეთი ბურუსით მოსილი პანო, რასაც ქართული პოლიტ_მედია ველი ჰქვია, მიზანს მიაღწევინებს ხოლმე გაიძვერა-პოპულისტებს, და არა ღირსეულ სახელმწიფო მოღვაწეს. სხვათა შორის, აქედანვე, მთელი ეს აღზევებული ლექი როგორც ოპოზიციის, ასევე პოზიციის მხრიდან. მერედა მთავარი ამ საკითხში, – ვეღარ უძლებს ივანიშვილის პერსონა ამ ტვირთს. რადგან, აღარაა კარზე 2012 წელი, რომ ამომრჩეველმა მისი ხათრით, მურმან დუმბაძის_ნაირი ფრიკების ტინგიცობაზე, ანდა ხაბაძის „შანტრაპას“ გნიასზე დახუჭოს თვალი. დავსძენ ბარემღა, რომ 12-ში კი ბატონო, ბევრ რამეზე ხუჭავდა ამომრჩეველი თვალს, რადგან ძირეული ტრანსფომაციის მოლოდინი ჰქონდა. ჯერ ერთი უშუალოდ იმ კონკრეტულ სფეროებში რომლებიც ვახსენე ზემორე, და ზოგადად სხვა ტიპის რეფლექსიას ელოდნენ ქვეყნის მასშტაბითაც მისგან. ბოლო-ბოლო, კონცეპტუალურ დონეზეც კი ვერ ჩამოვყალიბდით ბოლომდე, თუ რა ტიპის ცვლილებები უნდა განხორციელებულიყო საერთოდ დოქტრინალურ დონეზე მაგალითად. არადა, ეს რომ მოეხერხა ივანიშვილს თავშივე, – „რესპუბლიკელებზე“, ალასანიას ხალხზე, „მემარჯვენეებზე“, ძიძიგურსა და ა.შ., მოუხედავად, დღეს სხვა ტიპის ქვეყანაში ვიცხოვრებდით. არც „მიშისტების“ რაოდენობა იქნებოდა გაათმაგებული 12-ტთან შედარებით. ასეა თუ ისე, არჩევნების შემდეგ ითქმება ბევრი რამ ჯემალ, ისიც, რაც დღეს წარმოუდგენელია.

ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე
/გაგრძელება იქნება/