მთავარი სხვადასხვა დავით ჩხარტიშვილი: X-თ), სტოიციზმის პრიზმაში გატარებული დასკვნითი ეპიზოდი / „მივმართავ მათ, –...

დავით ჩხარტიშვილი: X-თ), სტოიციზმის პრიზმაში გატარებული დასკვნითი ეპიზოდი / „მივმართავ მათ, – ვისზეც დამოკიდებულია საქართველოს ახალი ისტორიის დაწერა!..“

3
0

  • წინა, X ეპიზოდის ზ ნაწილში გავაფრთხილეთ მკითხველი, რომ ყოველივე ნათქვამიდან აქ, – მთავარია მიუკერძოებული ისტორიული ექსკურსი და გულწრფელი საუბარი მეგობრებს შორის გზაგასაყარზე მდგარი ქვეყნისთვის მეტადრე საჭირბოროტო საკითხებზე. ისიც, რომ არანაირი პრეტენზია არ გაგვაჩნია ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციაზე და რომ ჩვენი მიზანია მხოლოდ, დიალოგ-დისკურსების გაფართოება ქართულ საზოგადოებაში პარტია-კლასტერების მიღმა. რომ საჭიროა ეს უპირველეს ყოვლისა – რათა მკითხველთან ერთად დეტალურად გავიარ-გადავღეჭოთ მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვის ყველა ის რგოლი, რომლებმაც მიგვიყვანა წინარე პროექტამდე. ის კი თავის მხრივ, კულტურულ-პოლიტიკური ხასიათისაა და ითვალისწინებს სახელმწიფოწარმომქნელი სფეროების ფუნდამენტურ გარდაქმნას, აქ წამოწელი აქცენტების და პრინციპების თანახმა.
  • ჰოდა, მაგიტომაც, – რათა ესოდენ მასშთაბური პროექტის მიმართ პერსპექტივა ადეკვატურად გამეშალა, შესაბამისი ოპტიკა მოვიშველიე ჯემალ, და დავიწყე შორიდან, – ე.წ. „ღერძული დროიდან“ (გერ., Achsenzeit). კაცობრიობის ისტორიაში იმ საკვანძო პერიოდიდან, როდესაც დიდი გერმანელი მეცნიერის კარლ იასპერსის თანახმა, ადამიანები და ღმერთები „ერთად“, ერთიან მითში და კოორდინატთა სისტემაში თანაარსებოდნენ. სივრცეში,  – სადაც იერარქია, ანუ „ზედა-ქვედა“, „კარგი-ცუდი“, „მანკიერი-ქვენა“ და ა.შ., არ არსებობდა იმ გაგებით, რა გაგებითაც ამას ჩვენი მორალური სიმაღლეების გადასახედიდან ვსაზღვრავთ ხოლმე. ანუ, ერთმანეთში აღრეული ტრანსცენდენტური, იმ ფსიქო-ემოციური და მატერიალური სივრციდან, სადაც ღმერთები ადამიანის თანამებრძოლები, საყვარლები, ნათესავები, მეტოქეები და მეგობრები იყო. ნუ, ლამის ყველაფერი რა, გარდა მისაბაძი ნიმუშ-ორიენტირებისა-თქო, როგორც დღესაა მაგალითისთვის. აი, სწორედ მაშინ ხდება რაღაც კოგნიტიური რევოლუციის მაგვარი და იბადება ახალი ცივილიზაცია. ის სამყარო, რომელშიც ყველა რელიგია და ფილოსოფია იმ ნაცნობ-მისაღები ფორმების სახით ცხადდება, – რა მეტა-ნარატივის სახითაც მათ, ჩვენ ახლა ვცნობთ და ვიღებთ. დავსძენდიღა, რომ მკითხველს გავუმარტივო მოვლენის მნიშვნელობის გაგება; სწორედ რომ ამ მეტა-ნარატივით განისაზღვრება კიდეც ჩვენი მსოფლაღქმა, – წარმოდგენები ნების და არჩევანის თავისუფლებაზე და ა.შ. რაც ოპტიკის ჩანაცვლება-დამიწებასთან ერთად, წვრილმანდება და ისახება ჩვენს სიმპათია-ანტიპათიებზე სხვადასხვა „იზმების“, პარტია-კლასტერების, ლოკალური კულტურების, ამა თუ იმ ქვეყნისადმი სიძულვილ-სიყვარულის გამოხატულებებში და ა.შ. იმ პატარ-პატარა „სთორებში“, ნარატივებში-თქო, რაც ხშირად პროპაგანდის წყალობით დიდი გვგონია, ავიკვიტებთ ხოლმე, და რაც სინამდვილეში, მხოლოდ და მხოლოდ იმ ნამვილად დიდი, და მარადიული მეტა-ნარატივების სოციო-პოლიტიკურ და ეკონომიკის პრიზმაში გამრუდებული ნამსვრევებია, კვაზი_იდეოლოგიები-მექთი. ასეთი ცნება არსებობს კიდეც, – „შერჩევითი ნება“, ერთ და იგივე მოვლენას სხვადასხვა ეპოქაში ადამიანის გონება სხვადასახვა ინტერპრეტაციების ჩარჩოში, ფილტრებში ატარებს და შესაბამისად სხვადასხვა რამეებს ხედავს. და ასეა აქაც-თქო, არ ვუყურებთ იმას რაც საჭიროა „ნამდვილობისთვის“, ისევ და ისევ პლატონისეული ალუზიის არ იყოს, – ან ჩრდილებზე ვყაბულდებით, ანდა სხვადასხვა ერზაც_იდეოლოგიისგან განვიცდით ნეტარყუჩობას და ა.შ. სხვათა შორის აქედან, ეს პატარა ხალხის პრობლემაც, რომლებსაც „დიდი ბიჭები“ მიუშვებენ ხოლმე დიდი პრობლემების გადასაწყეტად და ისინი ვერც კი ხვდებიან თუ რას ავალებენ და რასთან აქვთ საქმე ზოგადად და სინამდვილეში. ჰმ, რის გამო არათუ ვერ წყდება ეს დიდი პრობლემები, ახალ პრობლემებს აჩენენ …
  • ვგონებ, საინტერსო ისიცაა აქ დავით, რომ გავრცელდა ეს დიდი სწავლებები, ე.წ. მეტა-ნარატივები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, არა?
  • კი ბატონო, და კონფუცი, ლაო ძი, ბერძენი ფილოსოფოსები, ებრაელი წინასწარმეტყველები და ა.შ., ყველაფერი ეს მაგ ეპოქის პროდუქტი და გვირგვინი გახლავს. განვმეორდები; ამის შედეგად, „ჰორიზონტალი“ ჩანაცვლდა „ვერტიკალით“ და ამორფული ესტეთიკა-ეთიკის და ფორმების ნაცვლად, ადამიანს გაუჩნდა მკაფიო გზა-ორიენტირი. ანუ, მან დაიწყო აღმასვლა ღმერთთან და შესაბამისად, დაიწყო უშუალოდ ჩვენი ცივილიზაცია, რომელიც ე.წ. „ღმერთის სიკვდილთან“ ერთად, გარეგნულად ნაწილობრივ კი შეიცვალა მე-20 საუკუნის დასაწისითვის, მაგრამ არა იმ დოზით რომ რამე ახალი ეპოქის ათვლა დაგვეწყო ამ ნიცშესეული ლიტ_მეტაფორის გამო. თუმცაღა, ჯერ მაგ მომენტამდე უნდა მივიდეთ (იცინის). იქამდე კი ისიც ვთქვათ, რომ ადამიანმა უშუალოდ შეეხო მაშინ, რაღაც ისეთ სიღრმისეულს, რომ ფუნდამენტურის პროვოცირება მოხდა მასში. ანუ, იმას რაც მის ბაზას უწოდებენ ხოლმე ანთროპოლოგები, და აი უკვე ამის მერე, ლამის ყველაფერი ისტორიის მაგ მომენტს დაშენდა რა. ნუ, სხვადახვა კულტურის, „იზმების“, სისტემის, ფორმაციების, თუ ადათების სახით და ა.შ. რა თქმა უნდა, თუ არ ჩავთვლით ამ კონსტრუქციაში ჩვენი იმენენტური ბუნების იმ ნაწილს, რაც რეპტილოიდებიდან და ცხოველებიდან მივიღეთ და ევოლუციის პროდუქტია (იცინის). ჰმ, ისე კი ბუნებრივი გადარჩევის ჭრილში ბევრად საინტერესოა ახლა ამის გაშლა ჩემთვის. მაგრამ, განხილვა სიკითხის ამ პერსპექტივით შორს წაგვიყვანს და მაგიტომაც, არ ღირს წამოწყება, რადგან უბრალოდ დავაბნევთ მასობრივ მკითხველს …
  • ეგაა ხშირად, მე რაც მაბრკოლებს დავით. თუმცაღა, ისიც უნდა ითქვას აქვე, რომ ამის გარეშე, შეუძლებელია სრული სურათის დანახვა. სადაც სოციალ-პოლიტიკურს განვიხილავთ იქვე ფიზიოლოგია და ცხოველური საწყისიც უნდა ვიგულისხმოთ, არა?
  • მასეა კი by default, და ესღაა რომ ახლა, შეგვიძლია მხოლოდ გავაფრთხილოთ მკითხველი ამ ნიუანსით, – თუ რისთვისაა აუცილებელი უარის თქვა ე.წ. „ბინარულ აზროვნებაზე“. აი, როდესაც ისეთ რთულ სფეროში შედიახარ, როგორიც პოლიტიკური ანტროპოლოგიაა მაინც. იმ ტიპის აზროვნებას ვგულისხობ, როდესაც რაიმე საგანს ან იდეას მკვეთრი საზღვრები გააჩნია და არ უშვებს ერთმანეთში აღრევის საშუალებას, მხოლოდ „შავ-თეთრს“ რომ უშვებს-თქო ყოველგვარი ელფერების თუ ბლიკების გამორიცხვას და ა.შ.

ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე

(გაგრძელება იქნება)