მთავარი სტატიები დავით ჩხარტიშვილი: X_გ), დასკვნითი ეპიზოდი / „მივმართავ მათ, – ვისზეც დამოკიდებულია საქართველოს...

დავით ჩხარტიშვილი: X_გ), დასკვნითი ეპიზოდი / „მივმართავ მათ, – ვისზეც დამოკიდებულია საქართველოს ახალი ისტორიის დაწერა!..“

29
0
  • წინა, X_ბ) ეპიზოდის ნაწილში, ხაზგასმით გამოკვეთე „მიშისტური“ მასის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მარკერ-მახასიათებელი; კერძოდ, ის ანტიისტორიული მსოფლაღქმა, რომელიც ლაიტმოტივ-წარმმრთველად სდევს ამ სწავლების ადეპტებს სხვადასხვა სიტუაცია-აღქმების და აქტივობების შემთხვევაში. თან, მათ დესტრუქციულ როლზე და დამანგრევებელ რეფლექსიაზე ისაუბრე გულწრფელად. წარმატებით გააშიშვლე კიდეც, ამ ხეიბარი ცოდნა-განწყობის თანმდევი ორიენტაცია პოლიტ_მედია და ყოფით ველზე. გვითხარი ასევე, რომ ბევრი მათგანი დაავადებულია „კონსიუმერიზმით“, საკუთარი თავიდან იწყებს კაცობრიობის ისტორიის ათვლას, და რომ ძალზე ფრაგმენტული წარმოდგენები აქვთ ლოკალურ ისტორიაზეც. მაქსიმუმ, სადღეგრძელო-მითოლოგიის დონეზე და ეს რომ ბევრი აღარაფერი გეთქვა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გამრუდებულ ხედვებზე მათში. რის ტრანსლირებასაც, უალტერნატივობის პირობებში ესოდენ წარმატებით ახდენენ გარშემო, მედია და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით…
  • ნუ, აქ „მიშიზმის“ მიერ ხომ, საერთოდ გაუპატიურებული სივრცეა. რბილად რომ ვთქვა; სადაც, „ოცნებამ“ განჯადოების თვალსაზრისით, დიდზე ვერ წაიწია წინ. ანდა როგორ, როდესაც თავადაა სავსე „მიშისტებით“ და პირობითად, სვიმონ მასხარაშვილისნაირი კრეტინების ინდოქტრინირებულ, ისეთ ანტირუსულ მითებს არიან აყოლილნი შიგადაშიგ, რომ უღრან უვიცაბას და მეტი, ბანალურ ფაშიზმსაც უტოლდება უამრავი პასუხისმგებელი პირის წარმოდგენები რეგიონალურ და მუნიციპალურ დონეებზე მანდ. რაც თავის მხრივ ისახება ეკონომიკაზე, კულტურული ღონისისძიებების ხარისხზე, საკადრო პოლიტიკაზე და ა.შ. რის დეტალიზირებას ნუ მომთხოვ ახლა, რადგან მერწმუნე რომ გამგები, ისედაც გაიგებს (იღიმის) და ვინც აქამდე ვერ გაიგო, ის მაინც ვეღარაფერს გაიგებს. და ეს, რომ ბევრი აღარფერი ვთქვა, მმართველ ძალაში კოალიციის პერიოდიდან შემორჩენილ ისეთ რიგით წევრ-აქტივზე, როგორიცაა ალასანიას, ძიძიგურის, „მემარჯვენეების“, „რესპუბლიკელების“ მიმდევრები. ასევე „პორტირებულნიც“, ცალკეული გამონაკლისების გარდა და ა.შ. აი, ჩვეულებისამებრ და მორიგ ჯერზე ის მიმიკრირებული კლასტერი სიტყვაზე, – დღეს რომ უტიფრად ცდილობს ახალი, მშვიდობისმყოფელი და ტრადიციონალისტური იმიჯის მორგებას. ძვალში გამჯდარი რუსოფობიის, ფორმალური რუსოფილიით ჩანაცვლებას-თქო ელექტორატის და ივანიშვილის დასანახად. ეს, რომ შეინარჩუნონ კოალიციის დროიდან დათრეული მსუყე თანამდებობები. ანუ, თვალთმაქცურად მორიგ გადაღებვას აწარმოებენ კონიუქტურის შესაბამისად, – მერკანტილური ინტერესების და არამც, შეხედულებების გულწრფელ-ბუნებრივი ცვალებადობის გამო! მერედა ძირითადი, – ფორმალურად „ოცნებისადმი“ ლოიალური და მეინსტრიმული  ტელევიზიებიც ხომ გარდა POS_tv_სი, „მიშისტური“ დისკურსის თარგზე მოჭრილი კლიშეების თანახმა მაუწყებლობენ დღესაც. და თუ გაურევენ რაიმე „ანტიმიშისტურიდან“ მაგ მიმართულებით, მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზე. არადა, ესაა ის ფუნდამენტი, რაზეც დიდწილად დაშენებულია „მიშიზმი“ როგორც ზედნაშენი. პროვინციულ ფაშიზმში აზელილი, მემარცხენე ლიბერალიზმის ეს ქართული ნაირსახეობა, რომელიც „ზვიადიზმთან“ ერთად დეკადებია რაც ანგრევს ქართველების მენტალურ ჯანმრთელობას და მაქიდან გამომდინარე, ფიზიოლოგიასაც. აბა საიდან, ამ ქვეყანში ამდენი ნარკომანი, ლუმპენი, მედუქნე, ლუდომანი, კურტიზანი და ა.შ. მოქექე მეხსიერებაში და პირად გამოცდილებას დაემოწმე თუნდაც. შენს ახალგაზრდობის პერიოდს დაადარე-თქო ეს ბნელი დრო, შორს რომ არ იარო სოციო-კულტურულ ჯურღმლებში და ნათლად დაინახვ, თუ როგორ დაკნინდა მასაში ხალხი, და რა მიზეზითაც. რადგან ვიღაც-ვიღაცეები, დასავლეთის მიერ კონტროლირებადი წრეებიდან, ძალიან ცდილობოდნენ მთელი ეს დეკადები, ჩვენი ლამაზი, ოდესღაც თვითკმარი და მაღალ_კულტურული ერისგან, შესაბამისი პრიორიტეტების მეშვეობით და მდაბიო ფასეულობათა, ასევე დუქნის ჰანგების იმპლემენტაციით, ბოშათა ბანაკის დარი მასა ჩამოეყალებინებინათ. გულზე ხელი დავიდოთ და ვაღიაროთ რომ, ნაწილობრივ გამოუვიდათ კიდეც!..
  • ვეჭვობ რომ ის, რაზეც საუბრობ დავით, მათთვის ეს ახლა „სიმღერა გილგამეშზე“ არის, თან ორიგინალის ენაზე. მაგრამ მაინც, «попытка не пытка»-ო და სათქმელი ხომ უნდა ითქვას ბოლო-ბოლო ამა თუ იმ ფორმით. რაგინდ საწყენი, უხეში და გაუგებარი ფორმა იყოს ეს გარკვეული ჯგუფებისთვის „ჩანერგილთაგან“ მმართველ წრეებში. მით უფრო, არის ჯერ კიდევ ამ ქვეყანაში და მმართველ პარტიაში ის ხალხი, ვინც არათუ გაიგებს, საქმის გამოსწორებასაც შეუდგება კიდეც. მოკლედ, როგორც ვხვდები ანონსიდან, სწორედ ამ კუთხის დეკონსტრუქციით აპირებ ციკლის დასრულებას და ეტყობა მაგიტომ გაამახვილე ყურადღება შესაბამისი რაკურსით. დანაპირებისამებრ, ასევე ჩვენი „მიშისტი“ ოპონეტებისთვის და მთავარი ადრესატებისთვისაც, პირადად ივანიშვილისთვის და ზოგადად „ანტი_მიშისტური“ ზეპარტიული გაერთიანების ლიდერებისთვის ალტერნატიული საზრისების და ისტრორიზმით განმსჭვალული პროექტის შეთავაზებასაც გეგმავ, არა?
  • რა თქმა უნდა, და სანამ გადავსულვარ ძირითადზე, დათქმის სახით გეტყვი, რომ აქ არაფრის მტკიცებას ვუპირებ „მიშისტ“ ოპონენტებს. რადგან, როდესაც „ფაქტოლოგიურ კრეტიზნიზმთან“, ან ტოტალიტარული იდეოლოგიით გამორეცხილ ტვინებთან გაქვს საქმე, სიტუაციის ადეკვატურ შეფასებას, თუ პოზიციების გადაფასებას ვერ მოსთხოვ მათ. თუგინდ, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ, ინსტრუმენტი არ გამაჩნია მძლავრი მედიასაშულების სახით. მინდოდა და არაერთი მცდელობა მქონდა ჯემალ ქე იცი, თუმცაღა სწორედ რომ რეგიონალურ „ოცნებაში“ ჩაბუდებული „მიშისტების“ გამალებული წინააღმდეგობის გამო, ეს ამბავი არ გამოვიდა. სათანადო ოპტიკის გარეშე კი, ვერაფერ მნიშვნელოვანს გახდები „ანტი_მიშისტური“ ბრძოლის ამ სპეციფიკურ მონაკვეთზე. სიტყვაზე, ღრმა საგანმანათლებლო პროექტით შეხედულებების ცვლას კი ე.წ. „მიშისტურ“ კლასტერში, წლები დასჭირდება. დიდი დრო-თქო, რომელიც უბრალოდ არ გაგვაჩნია როგორც მოკვდავებს. ხოდა ამიტომაც, მიმდინარე ეტაპზე უფრო ის შუაშისტ-მაძიებლები მაინტერესებს ხოლმე, ვინც უნებლიე მსხვერპლია დასავლეთის მთელი ამ მრავალწლიანი დივერსიული საქმიანობის ჩვენი ერის და ბერის წინააღმდეგ. ვინც ჯერ კიდევ მერყეობს იმის გამო, რომ იმათ მიერ მორგებულ ოპტიკას კი ატარებს ინერციით, მაგრამ რეალობა, უკვე სხვა გეზისაკენ უბიძგებს მათ.
  • უნდა ითქვას დავით; იმის გამოც ხდება ასე, რომ ცნება ოცნება, კი გვაქვს, დავუშვათ და პერსონიფიცირებული „ოცნების“ რამოდენიმე გამორჩეული სახით ტოპში. რაც სავსებით ვარგა დროებით და გარკვეული ტაქტიკური მოძრაობებისთვის მერყევი ელექტორატის მოსახიბლად, ასევე მოკლევადიანი მცირე მიზნების მისაღწევად. მაგრამ, ოცნება ხომ ერთია და იდეა კი, რომელიც წარჩინებულ ქვეყნებში ნერვული ქსოვილის დარად მსჭვალავს მთელ ვერტიკალს. ანუ, ასე ვთქვათ ავსებს ჰორიზონტალს ფუნდამენტურ საკითხებში თავისი არსით. საერთოდ სხვა რამაა და ეს სტარტეგიული დანიშნულების დეტალი კი, არ გააჩნია არც ჩვენს სახელმწიფოს, არც მმართველ პარტიას და მით უფრო არ აქვს დანარჩენ, სახელმწიფოწარმომქნელ ინსტიტუტებს!
  • კი ბატონო, და როგორ წარმოუდგენია ვინმეს პასუხისმგებელი პირებიდან, ამის გარეშე მიაღწიოს გრძელვადიან სერიოზულ მიზნებს? მოხიბლოს კრიტიკულად მოაზროვნე ახალგაზრდები, არჩევანის წინაშე მდგარი და შედარეებით „პრადვინუტი იუზერები“. (რედ. – თუ ვინმეს ეხამუშება ეს ჩვენი ბათუმური სლენგი, მათთვის იყოს „advanced user“-ი). როდესაც, ის ელემენტარული არ გაგვაჩნია რაც სჭირდება ქართულ სახელმწიფოს და რის გამო, პერსონალურ დონეებზეც ვერ ხდება მიმდინარე ისტორიული დისპოზიციის შეფასება და ადეკვატურად-შესაბამისი საზრისების წარმოება. და თუკი ხდება ნაწილობრივ, გვევლინება როგორც ზედაპირული გროტესკი, როგორც „სიმულაკრი,“ ამ არსით უმნიშვნეოვანეს და დიალრექტიკურ პროცესზე დაცინვა და იმიტაცია საქმიანობის.
  • მაგალითად, სიმულაკრების მომრავლებით – გაურკვეველი მსოფლმხედველობის, უბირი, სხვის ნაბრძოლზე „ჩალიჩმესიტერობით“ წამოსკუპებული უავტორიტეტო ტიპების სიმრავლით მაღალ თანამდებობებზე, უკიდეგანო მლიქვნელობით და ა.შ., არა?
  • კი, და რაც არაერთხელ ავღნიშნეთ; წვრილფეხა ვაჭრების და დუქნის მომღერლების მომრავლებით ვლინდება პასუხისმგებელ პოზიციებზე, იმ სახელმწიფო_წარმომქნელ უწყებებში, სადაც წესით დამსახურებული სამხედროები, ექიმები, მასწავლებლები, მეცნიერები, წარმატებული ბიზნესმენები და არა ხაზინის ქურდები, ჯამბაზები, მაქციები უნდა იჯდნენ და სახელმწიფო ან ქალაქ_შემოქმედებით საქმიანობას დინჯად აწარმოებდნენ. მოკლედ, იმის თქმას ვცდილობთ ახლა ჩვენ მკითხველისთვის – რომ იდეა, ეს არა სადღეგრძელოები, სლოგანები, დარი-დური, უწესრიგობა და არამც ქტონიკაა-თქო. არამედ მწყობრი შეხედულებების, სეკულარული პოსტულატების, თამამი მოქმედებების გეგმაა, და შესაბამისი კომპეტენციების ხალხი პოზიციებზე. კერძოდ, ერთ მუშტად შეკრული ზემოტივირებული გუნდი და არა გაურკვეველი მიდრეკილებების დაჯგუფებები. სადაც, ერთ პარტ_აქტივისტს ბანდერას სურათი უკიდია კაბინეტში, მეორეს ევროკავშირის დროშა ან უკრაინის, მესამეს ჯვარი, მეოთხეს კი სააკაშვილის ფოტო აქვს უჯრაში გადამალული, მეხუთე ფულს აკეთებს, მეექვსე სანათესაო-სამეგობროს აწყობს ქვემდებარე სტრუქტურაში და ა.შ. ანუ, ამ სრული პოსტმოდერნის, აჯაბსანდალის ნაცვლად-თქო, საჭიროა – აი თუგინდ ძირითადი კონფესიების უნივერსალური ფასეულობებით შეზავებული, მაგრამ უცილობლად სამოქალაქო ხასიათის და ნათელი, XXI საუკუნეზე მორგებული, ულტრათანამედროვე დოქტრინა. რომელიც, ბუნებრივად ჩაანაცვლებს იმ ტიპის მოხვეულ სისულელეებს, რაც გაწერილია მაგალითად კონსტიტუციაში, 78-ე მუხლის სახით. მოკლედ, უცილობლად გადასატანი პროცესია წამოსაწყები-მეთქი, რომელიც თავის მხრივ, ბუნებრივად დაარეგულირებს საკადრო პოლიტიკას და მრავალ სხვა სფეროს, სადაც მდგომარეობა კატასტროფულს უახლოვდება. თან მოხერხდეს უნდა ეს ისეთი მეთოდოლოგიით, რომ ზედმეტი კითხვები არ გამოიწვიოს, რატომ და რისთვის ხდება ასე. მაგალითად, როგორც მეიძის პერიოდის იაპონიაში მოხერხდა ტრადიციის და მოდერნიზმის გაერთიანება, ისეთივე მეთოდით შეუძლია ივანიშვილს იმოქმედოს. ანდა სულაც, დე გოლმა რომ გააკეთა პარიზში მიმდინარე რადიკალურ-ლიბერალური რევოლუციის ფონზე. როდესაც მიახალა ამბოხებულ სტუდენტობას, რომ საფრანგეთს იდეა ვაჩუქე_ო და ცნობისთვის, ითვალისწინებდა ეს იგივეს რაც ჩვენ გვჭირდება წყალივით – ანტი_ნატოსეულ და ანტი_მემარცხენე ლიბერალური დისკრსით, ევრო-ატლანტიკური და „მიშისტური“ მეინსტრიმის ჩანაცვლებას. სიტყვაზე, საინტერესო რომ არეულობას იქ, გარდა იმ ძირითადი ფაქტორისა, რაზეც უცილობლად ვისაუბრებ მოგვიანებით, ერთ-ერთი ავტორად იგივე ჰყავდა რაც აქ, „ნაცების“ ამ ბაქხანალიას, და რა თქმა უნდა ეს აშშ იყო. „დიდი ევროპა“, ფრანგულად Très grande Europe, რომელშიც რუსი შედიოდა და გადაჭიმულ უნდა ყოფილიყო ის „ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე“, ბუნებრივი სოციო-ეკონომიკური სივრცე სადაც აშშ-ს დომინირებას ადგილი აღარ ექნებოდა. აი, ამაზე ოცნებობდა დე გოლი, და ამას ეწინააღმდეგებოდა აშშ იქ და ჩვენთანაც.  

 (გაგრძელება იქნება)

ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე