- დავით ბატონო, ტრადიციულად გაშლილი პრელუდიის ნაცვლად ახლად_შემოერთებულ მკითხველს მხოლოდ ორიოდე წინადადებით განვუმარტამ რომ, – მის წინაშეა ნეოლიბერალური მითოლოგიის მიღმა მდგარი ისტორია; ე.წ. გლობალისტური წრეების მიერ ფორმირებული ქართული ყოფის გამრღვევი იდეების კრებული და ახალი მსოფლიოს მრავლობითი სურათის მოდერნისტული კონცეპტის მონახაზი. სადაც მთლიანობაში და არა ცალკეულ გამოვლინებებში მიდის ფუნდამენტალური სოციალ-პოლიტიკური პრობლემატიკის ძიება “feedback”_ის რეჟიმში. სიტყვაზე, თემა ზეაქტუალურია და მაგიტომაც ფრიად განსხვავებულ, ერთმანეთთან დაპირისპირებული აუდიტორიისგან ვღებულობთ ცხარე გამოხმაურებას, – კრიტიკას, პატივისცემის და კეთილგანწყობის დასტურს. ეტყობა, ეს იმითაცაა გამოწვეული რომ სხვადასხვა სტილ-მეთოდით, ენაზე და კულტურული კოდების გამოყენებით ვსაუბრობთ ერთმანეთში, არა?
- კი ბატონო და რის გამოც ნებისმიერი კატეგორიის მკითხველს შეუძლია ჩვენი საუბრის, ratio_თი მიღება თუ არ_ან_ვერა, ინტუიტიურ დონეზე ან/და სენსორებით აღქმა მაინც. რაც ერთის მხრივ, – სიღრმეებში შეღწევსთან ერთად ნაწილობრივ კი ამრუდებს ჩვენს გზავნილს. მაგრამ მეორე მხრივ, მეთოდი უალტერნატივოა ე.წ. ელიტის მიერ გათავისების და მასებში სამომავლო ინდოქტრინიზაციის თვალსაზრისით. თუ რისთვისაა საჭირო ეს ტექნოლოგია, მეტად ნათელი გახდება როდესაც ზოგად_ეროვნულ მასშტაბებამდე განაზოგადებს მას საშუალო სტატისტიკური რეციპიენტი და მით უფრო განდობილთა წრე. ჰმ, თან გუსტავ მანერჰაიმს მოიშველიებენ (იღიმის). რატომ-და, მასზე უკეთ არავის აუხსნნია ქართული სახელმწიფოსთვის ეს შემაბრკოლებელ-საკვანძო, ლამის ამოსავალი მომენტი პერმანენტულ ბედუკუღმართობაში. მოკლედ ჯემალ, – ქე იცი რომ მჩვევია მიკიბ-მოკიბვა და მაგიტომაც მის ავტორიტეტულ დახმარებას მივმართავ ახლა ნაკისრი მისიის უკეთ კრისტალიზაციისთვის / “სახელმწიფოს აშენებენ იდეალისტები და პატრიოტები. ჯერ არავის უნახავს ვაჭრების და კარიერისტების მიერ აშენებული ქვეყანა”_ო. ამ დროს კი, რა ხდება აქ და ისევ ბანალური ქართული ფეთხუმი სოც_პოლიტ & მედია ველზე. აბსოლუტური ზედაპირობა და ცრუ იდეების ტირანია სუფევს მერამდენე დეკადა!..
- რატომ შეარჩიე მანერჰეიმი, ვგონებ გასაგები უნდა იყოს მკითხველისთვის და თუ არა, -შევახსენებ რომ ფაქტობრივად ერთ ისტორიულ დისპოზიციაზე იმყოფება იმჟამინდელი ფინეთი და დღევანდელი საქართველო! მოკლედ, პირდაპირ და სერიოზულად რომ ითქვას – ჩვენ ძალზე დელიკატურად აგვყავს მკითხველის გარკვეული კატეგორია ქართული მდაბიო ელექტორალურ-პოლიტიკური დონიდან, უფრო მაღალ ისტორიულ „ლეველზე“, ხომ?
- სახელდობრ კი იქ ჯემალ, – სადაც მან ისტორიზმის პრიზმაში უნდა დაინახოს მიმდინარე ყოფა. თან მამრუდებელი ოპტიკის გარეშე და იმოქმედოს ისტორიული პასუხისმგებლობის შესაბამისად. მინიმუმ, როგორც კეთილშობილმა ვიზიონერმა და არა წვრილფეხა ვაჭარმა ან/და თამადამ მაინც. ასევე მნიშვნელოვანია აქ ისიც, – რომ სნობიზმს მიღმა ვდგავართ ორივენი და პასიონარებს როგორც თანამებრძოლებს, ახალი რეალობის თანაბარ-შემოქმედებს ვესაუბრებით, დანარჩენებს კი მოვუხმობთ რომ იქცნენ მასეთებად. რა დასამალია და სანახევროდ ვთამაშობთ კიდეც. ამასთანავე, არავის ვახვევთ საკუთარ აზრებს უხეშად. ვმოქმედებთ პრინციპით, – „გინდა მიიღე და თუ არა, ამაზე მაინც იფიქრე“_ო წუთისოფლის წარმავლობის ფონზე და „ნუღარ გოიმდები მითებზე“_ო! (იცინის)
- მერედა დავით, ეს შენეულ-ბიბიხინისეული „კარნავალიზაცია“ თემის, მეტადრე სადავო და გაუგებარი მიდგომა ხომ არაა აქაურობისთვის?!.
- Может и так ჯემალ, მაგრამ ამაშიც დიალექტიური სილამაზე უნდა დაინახოს პატივცემულმა მკითხველმა ჩანაფიქრისამებრ და არ გამიჭედო-რა ახლა მაგაზე, რომ იცი ხოლმე. საჭიროა – რადგან კლასიკური შემეცნება არ მუშაობს იქ, სადანც ფსონები ეხება მეტამორფოზას, სულიერ ზრდას, ფუნდამენტალურ კვლევებს, სამშობლოს ქორ-ვაჭრების ხელიდან გამოგლეჯას და ა.შ. როდესაც კვალია და ფენომენების კასკადი მესაჭიროება საკითხის სათანადო დონეზე გაშლისთვის და არა სწორხაზოვანი აზროვნება a-la მანიქეველურ სტილში – „ყველაფერი როგორც არ იჭმება, ისე არ ითქმება“_ო …
- ანუ, ფართო საზოგადოებისთვის უფრო ცნობად, სენტ-ეგზიუპერის რომ დავესესხო ექსტრაპოლაციის მიზნით, ამოსავალი პრინციპი მიახლოებით შემდეგი გაქვს – „თუ გსურს_ო გემის აშენება, არ გჭირდება ხალხის მოხმობა, დაგეგმვა, სამუშაოს დაყოფა, ინსტრუმენტების შოვნა. უბრალოდ ადამიანების ინფიცირება მოახდინე უკიდეგანო ზღვაში გაჭრის სურვილით. შემდეგ კი, ისინი თავად ააშენებენ გემს“_ო, არა?
- მიახლოებით ჯემალ; და განა, „ხალხის მოხმობა, დაგეგმვა, სამუშაოს დაყოფა, ინსტრუმენტების შოვნა“ არაა საჭირო?! ხსენებული მომენტი უმნიშვნელოვანესი სეგმენტია სოც_ინჟენერიაში, – მაგრამ მერინდელი და უფრო ტექნოკრატების საქმეა ეგ-რა. ჯერ კი, პრობლემის ამოცნობა და აგეგმვაა რიგში. ჩათვალე 3D რუკაა-რა საჭირო საზრისების, ტოპოგრაფიული შეცდომების გარეშე. გენებოს კორპორატიული ინტერესის გაღვივება და გინდ ცოცხალი რწმენა დაარქვი ამას. ეს, რომ რელიგიური ელფერი შესძინო „движуха“_ს! რადგან ფუნდამენტური ტრანსფორმაციების დროს, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფით და მკითხველსაც მოვუწოდებთ გვერდში დგომისაკენ, – ეული „ლაიციზმი“ დოზირებული „კლერიკარიზმის“ გარეშე უშედეგოა და პირიქით (იღიმის). ასეა თუ ისე, სახელდება აქ ნაკლებად მნიშვნელოვანია – მთავარი იდეაა! სვხადასხვანაირად შეიძლება „დაფრეიმინგება“ მიმდინარე ცვლილებების, – ოღონდ არა ქართული გამომპალი ელიტების მიერ ისეთი ფსევდო_ნათელი მომავლისკენ ე.წ. „სვლის“ ორიენტირად აღმართვით, როგორიცაა მაგალითად ევროკავშირსა თუ ნატო_ში გაწევრიანება და მსგავსი ვექტორები-რა. ისეთი აპოლონური ხასიათის სიაფანდობებიც შესაბამისად – როგორიცაა ამის თანმხლები ანტურაჟი, სიმულაცია, მაქციობა, აჩრდილები და ა.შ. ანუ, პირობითად პროევრეპულობის, ლიბერასტის, გინდ ტრადიციონალისტობის ნიღბის მორგება არათუ ვარგა ეპოქათა ცვალებადობის დროს, არამედ დამღუპველია ქვეყნისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში. ჰმ, იმედია გესმის ჩემი და მკითხველსაც არ ვაბნევ …
- მკითხველის რა მოგახსენო და ჩემთვის კია გასაგები, რომ ერთგვარი „ასაბია“_ა (არაბ. عصبية) გვესაჭუროება თუ საქმე გვინდა და არა „საუკეთესო ქართულ ტრადიციებში“ სადღეგრძელოების მორიგი კასკადი. ანუ, – ამ ფიქრ-მსჯელობით დავით, აუდიტორიის ისეთ მდგომარეობაში ჩაყენებას ცდილობ, რომ დიალოგის დასრულებისთანავე შეძლონ ეს ე.წ. „ასაბია“ (არაბ. „ერთობა“, სოციალური სოლიდარობა“) ამოსავალი პრინციპი გახდეს მათთვის „ივერიის გაბრწყინებისაკენ“ და ახალ ეპოქა-ფორმაციაში შემავალ გზაზე. მგონი სწორად გაგიგე?
- კი ჯემალ, ნამდვილად ვაპროვოცირებ ეპატაჟის ზღვარზე და ბონუსად რეგულატორსაც კი ვაწესებ (იცინის)! ერთგვარ ყინულმჭრელის ფუნქციას ვატარებ-თქო ახლა ამ კლოუნადით. რადგან, ყოფით დასახიჩრებული, მანიპულაციებით გადაღლილი ქართველი მკითხველის წინაშეა აქაურობისთვის უჩვეულო – მართვად_ქაოტური, ანტიკურ-დიონისური სულისკვეთებით გაჟღენთილი გულწრფელი და ვითომცდა პრივატული საუბარი მეგობრებს შორის. რომლებიც, ხშირად კარდინალურად საპირისპირო პოზიციებზე კი დგანან, მაგრამ ამის გამო როდი წყვეტენ დიალოგს. მეტიც, – დემონსტრაციულად ცდილობენ კონსენსუსის მიღწევას კონვენციით და მაღალი კულტურით დაშვებულ ჩარჩოებში. ამგვარად, სტანდარტსაც უყალიბებენ აქოურ მიკროფონებით მოტინგიცე ჟურნალისტებს და იმ პოლიტიკანებს, რომლებსაც არაფერი უკეთებიათ, პირობითად ევროკავშირში გაწევრიანებაზე მანტრების ტრიალის, აშკარა დემაგოგიის და ნებისმიერი სუსულელე-მამაძაღლობის „გაპრავების“ გარდა. პრინციპში, არც იციან რამე სხვა, – გარდა სამშობლოს საძოვრად გადაქცევის, პირფერობის და მიმიკრიისა ალბათ. სამწუხარო და გულისრევამდე მიმყვანია ეს ტრენდი …
- ოჰ დავით, როგორ მესმის შენი ამ ლეშიჭამიებით და მათ ჩლუნგ სახეებზე ყურებით გამოწვეული გაღიზიანებისა. თუმცაღა, ენდე ჩემს მრავალწლიან გამოცდილებას რედაქტორის ამპლუაში და არ გინდა ახლა ამაზე. პრობლემა კი არაა, მაგრამ სხვა წერილებში იყოს-რა! თუნდაც ერთი მარტივი მიზეზის გამო, – არაა იმის დრო და ადგილი, რომ წამდაუწუმ აკნინო ეგ „სბროდი“ აქ. ღვთიური სამართალიც მიუზღვის საკადრისს ან/და სულაც ისტორია მიხედავს ბოლო-ბოლო. მერედა, ჩვენ ხომ ბევრად მნიშვნელოვანი მისია გვაქვს ნაკისრი, ვიდრე აქაურ წვრილფეხა გადაღებილ-გადმოღებილ მაქციებზე ნადირობა …
- მაშინ_ღა ჯემალ, თუ ცენზურის ან/და უადგილობის მოსაზრებებით არ მაძლევ მაგ თემის სათანადო კონდიციამდე მიყვანის საშუალებას, – რა გაეწყობა და შენი ნებართვით მაქობამდე აქცენტირებულ საკითხთან მიმართებაში დავძენ მარკუს ავრელიუსის სიტყვებით მეტი სიცხადისთვის. სხვა დანარჩენთან ერთად, დამატებით ისიც ნათლად გვაქვს გაცნობიერებლი რომ, – „ყველაფერი რაც გვესმის, მოსაზრებაა მხოლოდ და არა ფაქტი და ყველაფერი რასაც ვხედავთ, პერსპექტივაა და არა სიმართლე“_ო. ეს მოვრჩი და აი ახლა_კი, შევაჯამებ შესავალს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანს-რეფრენით-რა. და ამის ხაზგასმა იმისათვის მესაჭიროება, რომ შემდგომში ამ ძირითად გზავნილებზე მოუხედავად ვიმოქმედო! მაშ ასე, – ა) ტოტალურ ცვლილებებს ვითხოვ საქართველოს მთავრობისგან, ბ) მკითხველისგან კი თანადგომას! მოკლედ, ეს იყო სულ რისი თქმაც მსურდა აუცილებლად. თუმცა_ღა უპს ჯემალ, მაიცა და – აქვე ისიც ხომ სათქმელია რომ გ) ეპიზოდები მაღალი ხარისხის ავტონომიით გამოირჩევა და მკითხველს როდი აქვს აუცილებლობა პირველივე ნაწილიდან გაეცნოს ციკლს. მაგრამ, ვისაც პროფესიულად აინტერესებს ეგ თემა და მით უფრო სამსახურეობრივი შეხება აქვს წამოჭრილ საკითხებთან, – ვურჩევდი დეტალურად გაცნობოდა დიალოგს თავიდანვე. Все ჯემალ, – აი ახლა კი ნამდვილად მოვრჩი და მგონი სულ ეს იყო მართლაც ის რისი თქმა მინდოდა პირადად მკითხველისთვის პროლოგშივე ინდოქტრინიზაციის მიზნით …
- მე, მაშინ თავის დაზღვევის მიზნით უბრალოდ შეგახსენებ რომ – წინა X_მ) ეპიზოდი იმ პირობით გაგაწვეტინე თუ გახსოვს, რომ მომდევნოს პირდაპირ ძირითად საკითხზე გადასვლით გააგრძელებდი. კერძოდ კი, შენეული ზედმეტი განმარტება-მიბმების გარეშე „ღერძული დროიდან“ ისტორიის შემდეგ „ლეველზე“ გადახვიდოდი და …
- ეს როგორ არ მემახსოვრება ჯემალ, – ისეთი ტონით მომთხოვე ყოველგვარი მხატვრულ-ჩემეული ინტერლუდიების მიღმა გაგესაუბრო ამჯერზე მაინც (იცინის). OK_ს_თქო, გპირდები რომ ვეცდები ამ მომენტიდან წინარე საუბრის დასასრულამდე ვიყო დამჯერი.თუმცა_ღა, – იმედია გესმის რომ ძალზე რთულია ვიწრო კალაპოტში მოქცევა, როდესაც დინება ჩქეფს, ძლიერი და ფართოა, თემა კი ფასეულობებს, და არამც ციფრებს ეხება რომ ბუღალტერვით მივუდგე. ან/და უფრო ზუსტი რომ ვიყო ფორმულირებაში, – სხვა რა გზაა როდესაც ტექსტი ექსპერიმენტალურია და მიმდინარე დისკურის არსებითად სხვა ინოვაციური დისკურსით ჩამმანაცვლებელი პოტენციაში! რაა-თქო გასაკვირი იმაში, თუ შიგადაშიგ ასეთ საქმეზე ხელის_მომკიდში პოეტი ან/და სულაც მისტიკოსი იღვიძებს მეცნიერის თრგუნვის ხარჯზე (იცინის).
- არც არაფერი მეგობარო და განა არ მესმის შენი?! რა თქმა უნდა რთულია კანონიკური რეგულაციების დაცვა ასეთ შემთხვევებში. თუნდაც იმის გამო რომ, გიწევს ძველი კერპების მსხვრევა, ახალი ბილიკ-ტოპოსების ძიება და ა.შ. და იქნებ ვიღაც „ბოტანიკოსის“ თვალში ამ სტოიკურ-ქტონიკური სტილის გამო და მკაცრად-პოზიტივისტური თვალსაზრისიდან გამომდინარეც მოიკოჭლებს ეს ჩვენი დიალოგი, მაგრამ არა …
- მაგრამ (!), ვინც ფლობს თემას სიღრმისეულად და გულწრფელი სურვილი გააჩნია შეეხოს რეალობას – Amor Fati_ით ტკბება მაგალითად, კონტექსტის და ქვეტექსტის ესმის, სემანტიკის და სემიოტიკის ამოკიკითხვა ძალუძს. იმან ხომ იცის მშვენივრად, თუ რა რთულია როდესაც ნაპალმით ამოშანთვა უწევს კაცს ბარდ-ეკლის. და მეტიც ჯემალ -ნახევრად_ხუმრობით გეტყვი ახლა, – რომ ამ ჩემს ვიზონერობის ზღვარზე მდგარ პროგნოზირებასაც ეჭვის თვალით უყურებს ალბათ გარკვეული კონტიგენტი (იცინის). მაგრამ და მაგრამ, – წარმოიდგინონ-რა ამ პატივცემულებმა, – რომ 1914 წელს ვინმეს ეთქვა, ლენინი 4 წელიწადში რუსეთის მმართველი გახდებაო და ა. შ., გიჟად მონათლავდნენ ხომ?! ანუ, იქით მიმყავს ახლა, – რომ აკადემიური სამეცნიორო წრეები ოსტრაკიზმს მოუწყობდნენ მასეთ თავხედ ანალიტიკოსს მაშინ_და_დღესაც. მაგრამ (!), ვისღა ახსოვს დღეს მასეთი ტიპის буквоед_ი профec(c)сура და მით უფრო პაჭიპუჭა პარტიული მაქციების ხროვა, დღეს რომ ალთას არიან და ზეგ ბალთას, – მაზეგ კი ისტორიის სანაგვეზე! მაგრამ_ღა, ახსოვთ ნიცშე, შპენგლერი, იუნგერი, გუმილიოვი მაგალითად და სხვანი, დაახლოებით მაგ ფსიქოტიპის და ერთობ სპეციფიკური ცოდნის მატარებელი მკვლევარ-ანალიტიკოსები.
- დავით, რამ გაგაღიზიანა ასე ვერ ვხვდები. მე საწყენად არ მომიცია შენიშვნა! არ მაცალე და იმის თქმა მინდოდა მხოლოდ, რომ კარგად ვაცნობიერებ ამ შენს მიერ საგულდაგულოდ შერჩეული სტილის დანიშნულებას და იეზუიტურის დარ ტექნოლოგიურობას. ასევე, იდეების ძალის და ფასეულობების ველზე ციფრებით დაგეგმარების სიბეცის გამეგება საკმაოდ. იმ დოზით მაინც, რომ პოზიტივისტურ მიდგომას არ მივანიჭო უპირატესობა აქ წამოჭრილი თემების დეკონსტრუქციისას. აგრეთვე, რომ ატომარულ დონეზე ეგზისტენციალური პრობლემატიკის ღეჭვა-გადამუშავება არ მივიჩნიო უბრალო ენაწყლიანობად და ა.შ, – არადა საერთოდ არ წამოვიწყებდი შენთან ამ საუბარს ხომ?.. მესმის-თქო რთულია, შეუძლებელი თუ არა – როდესაც თანაბრად ესაუბრები მეტადრე გრადირებულ აუდიტორიას ცენზზე მოუხედავად და აშკარად nudge theory_ის თანახმა მოქმედებ. უბრალოდ, არაა-რა საჭირო ზედმეტი ჩაშლა მიკროსამყარომდე მაშინ, როდესაც საკმრისია ვექტორის მონახაზიც კი! არ ღირს-რა დავით, – ტექნიკური დეტალებით გადატვირთვა იქ, სადაც საკმარისია კონცეპტი და მინიშნებაც-რა. მოკლედ, რაც არაა საჭირო წმიდა სტილისტიკური თვალსაზრისით და რაც საჭიროა საზოგადოების გარკვეული სეგმენტის განჯადოების გზაზე, იმას გიხსნიდი უბრალოდ ძალზე დელიკატურად და რატომ გამიჭედე ვერ ვხვდები მართლაც-რა. და ა-ბატონო, – ჯანდაბას თუ მასე მიიიღე და ნუღარ შეგაბრკოლებს აწი, ეს ჩემი თხოვნა. ბურთი და მოედანიც შენი იყოს …
- მ_და ჯემალ, როგორ გეკადრება მეგობარო?! სულაც არაა პრობლემა ეს შენი მხრიდან. გადავიღალე ეტყობა და მაგიტომაც გაწყენინე უნებლიედ. გამოცემის მთავარი რედაქტორი ხარ და მოვალეობაა ეს შენი, – მომცე შენიშვნა! რადგან უკეთ იცი, – რა ტიპის მკითხველს, რა ფორმითა თუ დოზით მიაწოდო მასალა საკუთარ გამოცემაში. რაზეა საერთოდ საუბარი – ვაღიარებ რომ მართლაც გაგვეწელა საგაზეთო ფორმატისთვის და სხვადასხვა ტექნიკურ გადაცდომებსაც ვხედავ ნათლად! მოკლედ, გპირდები რომ შემდგომში მაინც – შემაჯამებელ XI ეპიზოდში გამოგყვები მორჩილად. საერთო საქმის ინტერესებიდან გამომდინარე და არამც, ამბიცია-ego_ს აყოლილი იმპულსურად შეგეპასუხები გზადაგზა! მხოლოდ ერთად-თქო ჯემალ, შენი რეკომენდციების გათვალისწინებით და სრულ თანხმობაში შევაჯამებთ გაწეულ შრომას, მოვახდენთ ისტორიის და გეზის სწორ სტრუქტუირებას … *
- კაი ბატონო; საინტერესო თავგადასავალი გველის და მთავარი დავით! ასევე დავასრულებთ უახლესი მომავლის მოდელირებას ერთგვარ მანიფესტ-სახელმძვანელოს ფორმატში! რის შემდეგაც (რედ. დაინტერესებულ სპონსორ-მკითხველების საყურადღებოდ), საგულდაგულო რედაქტირება, დაკაბადონება და non-fiction_ის ჟანრში სქელ წიგნად გამოცემა ელის „საუბრებს“ მალეღა!..
(გაგრძელება იქნება)
ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე







