მთავარი სხვადასხვა დავით ჩხარტიშვილი: XI_ბ ), ეპილოგი / „მივმართავ მათ, – ვისზეც დამოკიდებულია საქართველოს...

დავით ჩხარტიშვილი: XI_ბ ), ეპილოგი / „მივმართავ მათ, – ვისზეც დამოკიდებულია საქართველოს ახალი ისტორიის -დაწერა!..“

17
0
  • დავით, ციკლის შეჯამებას სახარებიდან ამონარიდით დავიყებდი; ,,გამოვიდა მთესველი დასათესად. თესვისას ზოგი მარცვალი გზისპირას ჩავარდა, მოვიდნენ ფრინველები და აკენკეს იგი. ზოგი კლდოვანზე დაცვივდა, სადაც მიწა ბევრი არ იყო, და მალე აღმოცენდა, ვინაიდან ნიადაგს სიღრმე არ ჰქონდა. ხოლო მზე რომ ამოვიდა, დაჭკნა და, რაკი ფესვი არ ჰქონდა, გახმა. ზოგი ეკლებში ჩაცვივდა. გაიზარდა ეკლები და გააჩანაგა ისინი. ზოგი კი კარგ მიწაზე დავარდა და ნაყოფი გამოიღო: ზოგმა ასი, ზოგმა სამოცი და ზოგმა ოცდაათი. ვისაც ყური აქვს, ისმინოს!“_ო. ადვილად გამოსაცნობია, რომ შენთვის გასაგები იქნება, თუ რატომ წამოვიწყე საუბარი მოციქული მათეს მონათხრობით. მაგრამ, აუდიტორიის მიმართ ეგ მომენტი რთული განსაჭვრეტია და მაგიტომაც განვუმარტავ მკითხველს, – რომ მიმდინარე საუკუნის მას_განათლების და ტექ_ინოვაციების ბუმის მიუხედავად, ყველანი მითში ვცხოვრობთ მაინც, და ჰქვია ზოგიერთის მითს „დემოკრატია“ ან/და „სიტყვის თავისუფლება“. გარკვეული ნაწილისთვის ეს „ნიადაგი“, „სისხლი“ და „ერთობაა“, კიდევ ერთი სოც_შრისთვის „თანასწორობა“ და „ძმობა“! ვაჭრების კასტისთვის, – საგარეო კონიუქტურიდან და ელექტორალური დაკვეთებიდან გამომდინარე, ყველაფერი ჩამოთვლილი ერთად. უმარტივესი ამებების კოლონიისთვის კი, –  გემბლინგი, კლუბი, „შმოტკა“, ზოგადად კონსიუმერზიმი „კერიგმად“ აღმართული და სხვა სიგიჟეები უსასრულობამდე. ამიტომაცაა რომ, ერთ-ერთ ამოცანად ჩვენს გარშემო არსებული პოლიტიკური მითოლოგიების დეკონსტრუქცია დავისახეთ მიზნად. ჯერ ერთი – რათა, მკითხველთან ერთად და ბუნებრივად მივსულიყავით იმ დასკვნამდე რომ, მითოლოგიებში ან/და ერზაც_რწმენებში ჩაძირულ თანამედროვე ადამიანს სჭირდება უფრო მყარი საყრდენი, და მეორე – რომ ეს ბუნებრივი ფუნდამენტი „ღერძულ დროშია“, იქ არსებულ და აღმოცენებულ ფასეულობებში მოსაძებნი. დავით ბატონო, ამასთან ერთად და ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე უკვე ისიც შემიძლია განვაცხადო, – რომ ერთობ უნიკალური პერსპექტივაა პოლიტიკურ ფილოსოფიაში, აი ეს ჩვენი მცდელობა, მეტა_ისტორიის პატერნების მორგებისა თანამედროვეობაზე. და ზოგადად, – სასარგებლო თესლია მთელი ეს ჩვენი თამამი წამოწყება ქართული სახელმწიფოებრიობის იდეის რეანიმაციისთვის. ვგონებ, პირველიც კი ილია მართლის შემდეგ და მამიტომ ვარ დარწმუნებული, – „კარგ მიწაზე დავარდება“ და მალე_ღა, „ნაყოფსაც გამოიღებს“!
  • ვფიქრომ ანალოგიურად_ვე ჯემალ; რადგან ჩვენს მიერ, სახელმწიფო_წარმომქნელი სფეროებისთვის ახალი და თამამი, მომენტის ადეკვატური მეტაფიზიკაა გამოტანილი ერის და ბერის სამსჯავროზე. ნარ-ნაირი მითოლოგიების მიღმა მდგარი და თან, – მიწოდებული არა როგორც დოგმა, არამედ ნახევრად_ფაბრიკატი და ჯანსაღი ინოვაციებისთვის ღია კონსტრუქცია. რომელზეც, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია თავისი ხედვის დაშენება! მოგვიანებით კიდეც განვავრცობ ამ მოსაზრებას; რადგან მითოსში ჩაძირული მოქალაქე, ერთ-ერთ დიდ პრობლემად მიმაჩნია ქართული სახელმწიფოსთვის და შესაბამისად, ამ სენის აღმოფხვრა – პრიორიტეტად! მაგრამ ჯერ-ჯერობით, მეთოდოლოგიურად მართებული არ იქნებოდა საუბრის ამ გზით გაგრძელება. მაგიტომაც, – მანამდე უბრალოდ მოგესალმები მეგობარო და ერთგულ მკითხველსაც დავუდასტურებ პატივისცემას; თან იმედს გამოვთქვამ, რომ არ გადავღალეთ და ისეთივე ინტერესით ეგებება დასკვნით ნაწილს, როგორც პირველ კითხვა-პასუხს და კონცეპტუალურ თეზისებს საუბრის წამოწყება-მოთელვისას! ასეა თუ ისე ჯემალ, – საინტერესო და სასიამოვნო საუბართან ერთად, დიდი შრომა გავწიეთ წამოჭრილი კითხვების, არგუმენტების გაცვლის, არსებული იდეების და მათი გარჩევა-კრისტალიზაციისას აღმოცენებული მოსაზრებების ტექსტ-რუკად კონვერტაციისთვის. რასაც ფართო მსჯელობა მოჰყვა მეტად გრადირებულ აუდიტორიაში და მადლობების კასკადი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მკითხველის მხრიდან. პარალელურად, – „მიშისტური“ ოპოზიციისგან და „ოცნების“ ლიბერალურ-ჩანერგილთა ფლანგიდან კრიტიკა ვიწვნიეთ, უბირებისგან კი იგნორი. ამასთანავე, ინსაიდერული ინფორმაციით ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების აქტუალიზაცია მოვახერხეთ ვერტიკალის გარკვეულ შრეებში და ამასობაში, – დასასრულსაც მივადეგით. დავძენ_ღა, რომ მთლიანობაში კმაყოფილი ვარ გაწეული შრომით. რადგან, შენი არ იყოს და მართლაც აშკარაა უკვე, რომ პროექტი შედგა, – ციკლზე გამოხმაურების სიხშირე-ხარისხის მიხედვითაც რომ ვიმსჯელო მხოლოდ, წიგნად შეკრულ ვერსიაზე დიდი მოთხოვნა იქნება!..
  • წესითა და რიგით დავით, მისალოცია ეგ ამბავი ერთმანეთზე. მაგრამ, ნუ ვიჩქარებთ, დავასრულოთ_ღა, чтоб не сглазить და „ფურშეტი“ წიგნად პუბლიკაციისთანავე იყოს! ამასობაში კინაღამ გამომრჩა ერთი ტექნიკური, მაგრამ მნიშვნელოვანი ნიუანსი; მართალია, – აუცილებლობას ვეღარ ვხედავ, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით შეგახსნებ მაინც, – შევთანხმდით რომ ყველა სხვა ეპიზოდისგან განსხვავებით, მკაცრად პოზიტივისტურ სტილში გვექნება გადაწყვეტილი წინარე XI) ეპიზოდის ეს „ბ“ ნაწილი. ასევე, – რომ შენეული, ზედმეტი განმარტება-მიბმების გარეშე „ძველი ღერძული დროიდან“, ისტორიის შემდეგ საფეხურზე გადავალ უმალვე!
  • ცხადია ჯემალ, მახსოვს და წყალი არ გაუვა მოცემულ სიტყვას! თან შეპირებისამებრ, – ისეთი ეპიკური პროდუქტი დაიდება საბოლოოდ, რომ ზოგადეროვნული მასშტაბითაც ივარგებს სახელმძღვანელოდ, არათუ ლოკალურ იდეურ და ესთეტიურ-ეთიკური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. აი ახლა კი – იმედია, სიტყვის გატეხვაში მომდევნო პასაჟს არ ჩამითვლი და ტრადიციისამებრ, ახლად_შემოერთებულთათვის გავახმაურებ ბარემ ერთსაც! კერძოდ, – რომ ნებისმიერი ეპიზოდი ავტონომიურობის მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა აქ, და ამიტომ, ნუღარ შეეშინდება მკითხველს წინარე ნაწილით, ციკლთან გაცნობა-გათავისებისა!..
  • რაზეა საუბარი დავით, მაგ კუთხით გაფრთხილება ნამდვილად აუცილებელი იყო; რადგან წინარე ფოლიანტის მოცულობის ვიზუალურ შეფასებისთანავე, ცოტა ვინმეს თუ გაუჩნდებოდა სურვილი ეპილოგოდან დაეწყო კითხვა ნახსენები დეტალის არცოდნის შემთხვევაში. ამ ვერსიით მიწოდებულზე კი, ნაკლებად_ცნობისმოყვარე მკითხველიც არ დაფრთხება და მით უფრო დაინტერესდება მას შემდეგ, როდესაც შეგეხიდები და ორიოდე აბზაცით მიმოვიხილავ წინა ეპიზოდების ისტორიულ შემადგენელს და ბლიცად თაურარსსაც მივაწვდი. ესეც ხომ საჭიროა, – რათა უპრობლემოდ ჩაწვდეს ახლად_შემოერთებული, იმ განმსაზღვრელ ფაქტოლოგიას და ძირითად გზავნილებს, რაც სარჩულად ედება შემაჯამებელ ნაწილს. ბარემ, ისიც ვუთხრათ მკითხველს ინტერესის გაღვივების მიზნით, რომ ვისაუბრეთ აქ იმაზეც, – თუ რა მეთოდითაა შესაძლებელი შეიქმნას სანიმუშო ქართული სახელმწიფო ისტორიულ გაკვეთილებზე დაყრდნობით და თუ როგორი იყო ევროპა იქამდე, სანამ გაბატონდებოდა ეს მემარცხენე ლიბერალიზმი …
  • მადლობა ჯემალ, და ჩემი აზრით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამაა დასაანონსებელი: რომ ვაპირებ ძველი და ახალი ევროპელი ლიდერების დადარებით, მკითხველს დავანახო, – თუ საით მიჰყავს ერები გონება_სუსტ დემაგოგებს, „вещизм“_ს და „ზურნის“ ჰანგებს “Ode an die Freude“_ს ნაცვლად! ვგონებ, ეს მიდგომა საკმარისი იქნება მისი, ლოკალური მასშტაბით გააქტიურებისთვის იმ მხრივ, – რომ აღარ შეეგუოს მემარცხენე გლობალისტური წრეების ნამოღვაწარს აქ და ამასთანავე, იმ მიმიკრირებული ნაწილის გამოსავლენადაც ივარგებს, – ვინც ცდილობს დღეის მდგომარეობით ტრადიციონალისტურ-კონსერვატიული პარადიგმის ნაწილაკებად გაასაღოს თავი და გადაურჩეს ერის და ბერის სამართლიან რისხვას!..
  • გასაგებია დავით და მივესალმები, რომ ყველაფერს აკეთებ, რათა პოლიტიკურ-ისტორიული აზროვნება გააღვივო მკითხველში და მრავალწლიანი პროპაგანდით დამუშავებულ გონში, არსებული საბაზრო აზროვნება ჩანაცვლდეს სტოიციზმის ქართულ-ჰეროიკული ნაირსახეობით. აი, თუ რისთვისაა ეს მნიშვნელოვანი, დიდი გერმანელი სოციოლოგის, ისტორიკოს-კულტუროლოგის, ვერნერ ზომბარტის უკეთ, მე_და_შენ ვგონებ ვერ ავხნით და მაგიტომ, – მისი წიგნიდან „ვაჭრუკანები და გმირები“ ამონარიდით დავასრულებ რეპლიკას; “ვაჭარი და გმირი, – ისინი ქმნიან ორ დიდ თეზისს, და ეს ორი პოლუსია ადამიანის ორიენტაციისთვის დედამიწაზე. ვაჭარი უდგება ცხოვრებას კითხვით, – რა შეგიძლია ცხოვრებავ, მომცე მე? მას მხოლოდ წაღება სურს და ა.შ. გმირი კი, ეკითხება ცხოვრებას, თუ რისი მიცემა შეუძლია მას მისთვის და ა.შ. ვაჭარი, მხოლოდ უფლებებზე საუბრობს, გმირი კი პასუხიმგებლობაზე!..
  • ნამდვილად კარგი ჩაწოდება იყო ჯემალ და ამასობაში კი, ერთმა აზრმა გამიელვა, რომელსაც იმედია ისეთივე სტოიცისტური სიმშვიდით მოისმენ, როგორც მე ზომბარტის ნააზრევს – თუგინდ, მეტი დრო და ნერვები წაიღოს შენი (იცინის). საქმე იმაშია, რომ ერთგულმა მკითხველმა ჩემეული ინტერპრეტაციით და წინა ეპიზოდებიდან ქე_იცის უკვე, თუ რა ფენომენია ეს „achsenzeit”_ი. შესაბამისად, უფრო საინტერესო რომ გავხადო ეს დიალოგი, – აჯობებს იმ სხვა ეპიზოდებისგან განსხვავებით, უშუალოდ მაგ ტერმინის ავტორს, კარლ იასპერს მივანდო ამჯერზე „ღერძული დროს“ განსაზღვრება. და რომ არ შემეშალოს რამე, – ხელთ მაქვს მისი „ფილოსოფიის შესავალი“ და ჩავიკითხავ-რა. არ შეშინდე, – მხოლოდ იმას ამოვიკითხავ, რაც მარკერითაა შემოხაზული და თავადვე ხედავ, რომ არაა ბევრი გაყვითლებული: ამგვარად, „ისტორიაში ოთხი გარდამტეხი მომენტია”_ო, წერს კლასიკოსი ნაშრომში, – რომელთან გაცნობისაკენ, მოვუწედებ ყველა კატეგორიის მკითხველს ციკლის დამთავრებისთანვე! მოკლედ, მისი კლასიფიკაციით ისტორიის პირველი ეტაპი არის, – ე.წ. „პრომეთეს საუკუნე. როდესაც, ადამიანი პირველად იქცა ადამიანად, განსხვავებით იმ ბიოლოგიური არსებობისგან, რომლის წარმოდგენა ჩვენ არ ძალგვიძს“. მეორე საფეხური, – ესაა „პერიოდი ჩვ. წ.ა. 5000 და 3000 წლებს შორის, როდესაც შეიქმნა მაღალგანვითარებული კულტურები ეგვიპტეში, მესოპოტამიაში, ინდოეთში, ოდნავ მოგვიანებით კი, ჩჟანგოს პერიოდში, ჩინეთში. ეს შუქის მცირე კუნძულები იყო დიდ მასაში კაცობრიობისა, რომელსაც უკვე მთელი პლანეტა დაესახლებინა“_ო! მესამე ეტაპი კი, ანუ ე.წ. „ღერძული დრო“, – ესაა „პერიოდი, ჩვ. წ.ა. დაახლოებით 500 წელს – 800 და 200 წლებს შორის – ჩინეთში, ინდოეთში, სპარსეთში, პალესტინასა და საბერძნეთში ჩაეყარა საფუძველი კაცობრიობის სულიერ ფუნდამენტს, რომლითაც ის დღემდე არსებობს. ამასთან, სხვადასხვა ქვეყნები ამ პროცესში ერთდროულად და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იღებდნენ მონაწილეობას“. მეოთხე ეტაპს, – ის ახასიათებს როგორც პერიოდს, „რომელიც ევროპაში მზადდებოდა შუა საუკუნეების ბოლოს და სულიერი ყალიბი მეჩვიდმეტე საუკუნეში მიიღო, უფრო ფართოდ გაიშალა მეთვრამეტე საუკუნის ბოლოდან, ხოლო დაჩქარებული ტემპით მხოლოდ უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ვითარდებოდა“_ო. აი, პრინციპში ესაა, რისი თქმა მინდოდა ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთ დამფუძნებლის დედანზე დაყრდნობით და უღრმესი მადლობა რომ ჩვეულებისამებრ არ შემაწყვეტინე და მაცალე ჩამთავრება (იღიმის).
  • მოდი დავით, და აქედან ხუმრობა, ასევე ინტერტექსტუალობა იქით იყოს და დავძენ_ღა მხოლოდ ტექსტის აღქმის გამარტივების მიზნით, – რომ წინა ნაწილში, „რელიგიური ომებზე“  შეგაჩერებინე თხრობა. კერძოდ, – მე_16 საუკუზე, რომელიც დაახასიათე ლაკონურად და ჰობსისეულ მარკერით, – „bellum omnium contra omnes“, როგორც ქაოსის სამეფო! ახლა კი, დანაპირებისამებრ მკაცრად პოზიტივისტურ სტილში გავიაროთ შემდეგი; თუ ვინ ან/და რა იდეამ დაალაგა ევროპა ხელახლა! თან ისე, რომ ესოდენ შემზარავი ტრავმების შემდეგ, ყველა დანარჩენ კულტურას გადაუსწრო და …
  • ჯემალ, საწყენად არ ვამბობ და ცნება „გადაუსწრო“, ცოტა არ იყოს არარელევანტურ, მეტადრე ევროპოცენტრისტულ განსაზღვრებად მეჩვენება. რაც, – არ თანაესადაგება ჩვენი მიზნის დანიშნულებას. მეტსაც გეტყვი, და ამ საკითხის დელიკატურობის გამო ან/და სულაც რომ შენს გულნაკლულობას ავარიდო თავი, ხატოვნად ავხსნი რატომაც; წარმოიდგინე შემდეგი სურათ-ხატი, – ევროპა არა როგორც სოკო მაგალითისთვსის, არამედ როგორც რიზომა! მოგეხსენება, რომ ეს სოკოს მთავარი ღეროა, რომელიც მიწისქვეშ გადის ჰორიზონტალურად ნიადაგის ზედაპირის მიმართ და უერთდება სხვა ფესვურ სისტემებს. ასე და ამგვარად, მცენარის ზრდის საწყის ეტაპზე ცალ-ცალკე მყოფი სისტემები, მოგვიანებით ერთიადებიან ერთ დიდ, კილომეტრებზე გადაჭიმულ ქსოვილად და ბონუსად, ემერჯენტულ თვისებებსაც ამჟღავნებენ! იქით მიმყავს მეგობარო, რომ ეს შენეული რანჟირება კულტურების იგივეა ლამის, – ტანსაცმლით ან/და სულაც ვარცხილობით შეაფასო ინდივიდი. კი, რაღაც ტიპის ინფორმაციას ეს მოგცემს, მაგრამ მაქსიმუმ სუბკულტურის დონეზე დახასიათებას. ანუ, მაგ მეთოდოლოგიით დასკვნის გამოტანა-თქო, მის რეალურ ბუნებისგან შორს იქნება და მხოლოდღა, ახალი სტერეოტიპების ტირაჟირებისთვის თუ ივარგებს. რადგან, სინამდვილეში ადამიანის ბუნება ხომ, – ბევრად რთული და მრავალწახნაგოვანნია, ვიდრე ამ ერთ განზომილებაში მისი გაშლა. მინიმუმ, – ის სამ ჰიპოსტასში არსებობს ერთდროულად და არა ცალკე აღებულ კულტურაში, ერში, ვარცხნილობაში თუ კონვენციონალურ ქცევაში, ან სხვა რომელიმე სოც_კონსტრუქტში და ა.შ. ასე, – ერთი მისი ბუნება ბიოლოგიურია და ვლინდება გამრავლებაში, ომში, მიცემ-აღებაში. მეორე სოციალური, და ესაა ჯგუფში თუ კულტურაში არსებობა. მესამე კი მთავარი, – მისი ღვთაებრივი ბუნებაა! ამიტომაც, – ცალ-ცალკე განხილვა კომპონენტების ნამდვილად არაფერ დიდს იძლევა არსში ჩაწვდომის თვალსაზრისით, ერთად კი ძალზე ძნელია და აზრის შორს, ტრანსცენდენციაში წამყვანი.
  • მაიცა, და აშკარად არის რაღაც შპენგლერისელი ამ შენს საზრისთა ფოიერვერკში; “We are born into this time and must bravely follow the path to the destined end. There is no other way. Our duty is to hold on to the lost position, without hope, without rescue, like that Roman soldier whose bones were found in front of a door in Pompeii, who, during the eruption of Vesuvius, died at his post because they forgot to relieve him. That is greatness. That is what it means to be a thoroughbred”_ო, – არა? დავით, – მაშინ ეს მოცემულობა ხომ, მუდმივი შეტაკება გამოდის ღვთაებრივის, ბიოლოგიურის და სოციალურის. ამგვარად, გამოსავალი გვრჩება ერთი – სამბუნებრივი სინერგიის, ფენომენოლოგიურ ჭრილში გადატანა უნდა და უკვე მაგ სფეოროს ტერმინოლოგიით და კანონიკით განხილვა საკითხის. მ_დაა, რასაც თურმე ვაკეთებთ კიდეც ამ ციკლით გზადაგზა! მაშ ევრიკა, უცნაურია რომ მხოლოდ ახლა, ამ ოპტიკით შეიარაღებული დავინახე, – თუ რატომაა რომ ევროპა-აზიის და ზოგადად, ყველა კულტურის არსი ერთი. საქმე იმაში ყოფილა ძვირფასო მკითხველო, რომ ზედაპირზე რასაც ვხედავთ, – „ევროპული“ თუ „აზიური“ კულტურების სახით და ა.შ., ატრიბუტები ან/და სულაც ფრაქტალებია იმ ნამდვილის, რაც ჩამალულა წარსულში. მეტა_ისტორიის იმ მონაკვეთში, – სადაც გაჩნდა პირველი ვერტიკალი და ღმერთი/ები, სოციალურის და ბიოლოგიურის ცნობიერ ორიენტირად იქცა!
  • ზედმიწევნით მასეა ჯემალ და რასაც სტერეოტიპების გამო, ხან არქაიკად, უკუსვლად ან/და სულაც „პროგრესისტული“ შტამპებით ვსაზღვრავთ ხოლმე „პროფანულად“, a-la პოზტივისტურ სტილში ვმარცვლავთ გაერთიანების ნაცვლად და…
  • არადა, უბრალოდ ფენომენებია ერთი მარადიული ფუნდამენტის, რომლებიც კალეიდოსკოპური სიჩქარით იცვლება მოკვდავის თვალწინ – „მაია“_რა (რედ. (სანსკ. माया māyā ილუზია). და გინდ პირველადი პროგრამა ეწოდოს ამ საძირკველს, რომელიც იმის მიხედვით იშლება ან/და სხვადასხვა ჯიშის სოკოდ გვევლინება, – თუ რა ნიადაგი და ბუნებრივი პირობებია გარშემო. გამოდის, – რამდენიც არ უნდა ებრძოლოს თანამედროვე მემარცხე სამყარომ, თავ-თავისი კვაზი_რელიგიებით, ერზაც-სწავლებებით, მომხმარებლური, მას-კულტით თუ მდაბიო სულით, – სწრაფვას მაღლისაკენ ვერ აღმოფხვრიან მაინც ადამიანში. ჰმ, იმას რაც ნამდვილი და მარადიულია, ხომ?! მინდა გითხრა დავით, – რომ თავიდან უადგილოდ მომეჩვენა ეს შენი შენიშვნა; მაგრამ ახლა კი ვხვდები, რატომაც აღიქიავი მტკივნეულად, როდესაც აზიური კულტურის, თუგინდ უნებლიე დაკნინებას შეესწარი ჩემი მხრიდან. მერედა, ჯერ კიდევ ჰერაკლიტეს ამბობდა, – „მხოლოდ ზედაპირზე ებრძვიან მოვლენები ერთმანეთს, სიღრმეებში კი, იქ სადაც ცოცხალი ცეცხლია, ისინი ერთნი და მშვიდად არიან, ერთმანეთს ასაზრდოებენ“_ო და ა.შ. შესაბამისად, ზედაპირზე არსებული ხარვეზევის მოსაგვარებლად, საჭიროა სიღრმეებში მიმდინარე მექანიზმების ცოდნა და ამ ცოდნის მორგება ქტონკურ გამოვლინებებზე, – და პრობლემაც ამოიწურება თურმე! მოკლედ, საწყენი არაფერი ყოფილა და რჩევას ვიღებ! გეთანხმები იმაშიც, რომ ზედაპირზე არსებული ლიბერალური ქაოსის წესრიგად გარდაქმნაში, აშკარააა ამ შენი მეთოდოლოგიის უალტერნატივობა. მეტიც, ამის აღქმა მხოლოდ ზედაპირული  გონისთვის არის პრობლემატური და ამ პერსპექტივით დანახული ისტორიზმის არგაგების, თუ არშეგნების შემთხვევაში იგივე წრეზე ვივლით უბრალოდ. დავძენ_ღა, რომ სოც_ქსელში ტელეწამყვანის და ისტორიკოსის ნუკრი შოშიაშვილის (Nukri Shoshiashvili) პოსტს გადავყარე ახლახანს, რომელიც ვგონებ კარგად ასახავს იმას, თუ რისი თქმა გსურდა და არ ან/და ვერ სთქვი ბოლომდე. კერძოდ,- ის წერდა რომ, „ჭეშმარიტი სიღრმე იქ იწყება, სადაც ლოგიკა სრულდება და პარადოქსი იბადება. პარადოქსი გვაიძულებს ჭვრეტას, რადგან მას ლოგიკურ წრფედ ვერ გაშლი. ამას ჯერ კიდევ ვიტგენშტაინი ამბობდა თავის „ლოგიკურ-ფილოსოფიურ ტრაქტატში“: „ის, რაც საერთოდ შეიძლება ითქვას, უნდა ითქვას ნათლად; ხოლო იმაზე, რაზეც საუბარი შეუძლებელია, უნდა ვდუმდეთ“ – ეს ადრეული ბუდიზმის ფილოსოფიაცაა. არის გამოცდილება, რომელსაც სიტყვები ვერ იტევს. ვიტგენშტაინის მეორე ფრაზა კი ყველაფერს აჯამებს: მისტიკოსების სიმართლე არსებობს, მაგრამ ის უბრალოდ ვერ იქნება გამოთქმული, რადგან გრამატიკაზე მაღლა დგას“_ო.
  • ნამდვილად ჯემალ, მასე ამთავრებს მაესტრო „Tractatus Logico-Philosophicus“ კი, – „რაზეც არ შეიძლება საუბარი იმაზე უნდა დუმდე“_ო! მეც ვეთანხმები, მაგრამ დათქმით და მეტრ_ზევე დაყრდნობით; ბატონი შოშიაშვილი ადრეულ ვიტგენშტეინს ეყრდნობა. მას მერე კი, ის საგრძნობლად გაიზარდა და სამყაროს „სურათული აღქმის“ თეორია სხვაგვარად ჩამოაყალიბა. მაგალითისთვის, – ის უარყოფს ტრაქტატის, სწორედ ე-მაგ ბოლო დებულებას და ავითარებს „ენობრივი თამაშების“ ახალ კონცეფციას სხვა რაკურსის გამოყენებით. სიტყვაზე, რომელსაც განსხვავებულ დასკვნამდე მიჰყავს ის და რომელსაც მე ვიყენებ პირველივე ეპიზოდან სწორედ იმ პოსტულატის გასაქარწყებლად, რომელშიც ამტკიცებს „დუმილის პრეროგატივას“. ჰაინე ხუმრობდა, – „ფილოსოფია ძაღლაც ვერ ცვლის“_ო. მაგრამ ჩვენი საუბრის დანიშნულება, სწორედ რომ ცვილებების პროვოცირებაა, – ის ცვლის by default და დუმილით ეს ვერ გაკეთდებოდა კიდევ! მიმოიხედე აბა, – სად და რა ქვეყანაში ცხოვრობ ძმაო; გვმართავს პლუტოკრატია ოქლოკრატისთან ერთად და „დუმილიო“?! შეუძლებელია, თუ წესიერი კაცი ხარ დუმდე …
  • არადა ხმას ამოიღებ და იქით სხვა სიგიჟეები და „მიშიზმი“ გელოდება! დადუმდები და ძალით აგახელინებენ თვალს ისეთი კადრებით, რომლებიც ტექ_სპეციალისტის მინიმალურ საბაზისო მოთხოვნებსაც არ აკმაყოფილებენ, არათუ უმაღლეს პოლიტიკურ პოსტებზე წამოსკუპებულებს უნდა ხედავდე. დახუჭავ თვალებს, ოცნებებში წახვალ და მაღლის ნაცლად, კულტურის ისეთი მდაბიო ფორმების ჰანგებით გეგებებიან, რომ „фу“_მართლაც! ისმენ და ხედავ საყოველთაო „დუქანს“_რა, ყველა სფეროში და ისევ იღებ ხმას! მაგრამ, ეს სულაც არ უარყოფს მთლიანობაში შოშიაშვილ-ვიტგენშტეინის მტკიცებულების ვარგისიანობას გარკვეულ სიტუაციებში ხომ, დავით ბატონო?
  • ნუ, ალბათ მომენტს გააჩნია-რა, – დროს, სივრცეს და აუდიტორიის ცენზსაც. აი, მაგ მონაკვეთებს შორის პაუზები რომაა ხოლმე, – დაე იყოს ეს შოშიაშვილ-ვიტგენშტეინისეული ბუდიზმიც, ყოველი შემთხვევისთვის!
  • ყოველი შემთხვევისთვის შეგახსენებ, – რომ ენა მომხმარებელზე უნდა იყოს მორგებული თუ გინდა მიაღწიო მაგ მიზანს; ამასთან ერთად, ბარემ რას ფიქრობ ისიც გვითხარი, დაანახა კი, მიმდინარე სურათი სრულად მაია ჩხაიძის & მერი ცინქილაძეს, ამ ჩვენმა უჩვეულო ტექნოლოგიამ? ერთი ქალბატონი როგორც ვიცი, პირობითად ჩვენს ბანაკში გადმობრძანდა ზე_აქტიურ ნეოფიტად, მაგრამ მაიას რაც შეეხება, – აბა რით ახსნი, რომ ის ძველი წარმოდგენების სიტემაში რჩება ჯერ კიდევ. კონკრეტულად კი ის მაინტერეებს, – თუ რა აღმოჩნდა მსოფლმხედველობრივ დონეზე მიუღებელი მაია ჩხაიძესთვის ამ ჩვენს მიმდინარე ნარატივში?
  • ჯემალ – განა, თავადვე არ სთქვი თავშივე, რომ მიმდინარე საუკუნის მას_განათლების მიუხედავად, ყველანი მითში ვცხოვრობთ და რომ ზოგიერთის მითს „დემოკრატია“ ან „სიტყვის თავისუფლება“ და ზოგის კი, „თანასწორობა“ და „ძმობა“ და ა.შ., ჰქვია_ო. ჰოდა, – ვისთვისაც „კონსიუმერიზმი“ იყო „ალფა და ომეგა“, მასთან მიმართებაში ფერისცვალება შედარებით ადვილად მოხერხდა. რადგან, ეს მდგომარეობა ფაქტობრივად მითოლოგიის არარსებობას ნიშნავს და აძლიერებს ბიოლოგიის პრიმატს სულზე. შესაბამისად, როგორც კი შეეჯახა უფრო ღირებულს ტრანსფორმირდა, – ჯერ-ჯერობით არ ვიტყოდი რომ ძალზე შესატყობია ცვლილებები, მაგრამ ტრასფორმაციის პროცესი სახეზეა. აი, ის კი, ვისაც გააჩნდა თვითკმარი მითი, თუგინდ ობსკურანტიზშმი აღრეული და ა.შ., – სამწუხაროდ მისი სოციალური ჰიპოსტასისთვის არ აღმოჩნდა ჩვენი „ღვთაებრივი“ არგუმენტაცია საკმარისი და ეგაა-რა, რაც არ აძლევს ტრანსფორმაციის პროცესს მეტ გასაქანს. ჰმ, მაგრამ ციკლიც არ დაგვისრულებია ხომ ჯერ (იცინის). საქმე კიდევ იმაშია ჩემო ჯემალ, – რომ ამ სიგიჟის ჩეთვლით, რომელსაც ვთავაზობ ახლა მკითხველს გარკვეული განწყობის შესაქმნელად, და რომლის დანიშნულებასაც ამ ეპიზოდის მომდევნო და დასკვნით ნაწილში ავხსნი, – როგორც ყველა დანარჩენ სიგიჟეს, ყველა ქცევას და სისტემას აქვს მისი ლოგიკა და თუ არ გესმის მისი, ეს ნიშნავს რომ არ ინებე გარკვევა, ანდა ძველი წარმოდგენების სისტემაში გინდა დარჩენა, – რადგან კომფორტულად გრძნობ იქ თავს. კონკრეტულად კი, რაც მაგ ორ ქალბატონს შეეხება, ანუ ჩვენს რჩეულ რეფერენტულ ჯგუფს, – აბა რა გითხრა დამატებით; მათ მიმართ ადრეული და მერინდელი ვიტგენშტეინიც გამოვიყენე გზადაგზა. ჰოდა, პირველი რაც მომდის თავში მაიასთან მიმრთებაში; ესაა რომ, – ინერციით მისდევს სამომავლოდ განწირულ ტრენდს და არ უფიქრდება მის გარშემო მიმდინარე ეპოქალური ცვლილებების რაობასა და მიზეზებს. იქნებ სიჯიუტეც – რადგან მას ეს „დათანხმება“ მაინც საკუთარი „უნიკალური“ გამოცდილების და შეუვალი პრინციპების უარყოფა ჰგონია ჯერ-ჯერობით. სხვა, უფრო მარტივი და სახალისო ახსნაც აქვს სიტყვაზე, ამ მომენტს; პროფესორი ჯოზეფ კემპბელი კი მოგეხსენება ვინცაა, – არქაული რელიგიური კვლევების შესახებ ფუნდამენტალური ნაშრომების და წიგნის „ათასსახიანი გმირის“ ავტორი. ჰოდა,  ერთხელაც კითხულობდა ლექციას “მაიაზე”, და დასრულებისას ერთ-ერთი სტუდენტი მივიდა მასთან და ჰკითხა, – ვერ გავიგე თუ რა არის “მაია”_ო, სად მთავრდება და იწყება ის, როგორ ისახება ეს უშუალოდ რეალობაზე და ა.შ.. შეაფასა რა პროფესორმა ის სტუდენტი გარეგნობით და მიუგო , – შენ არც გჭირდება ჯერ ამის ცოდნა – რომ ჩაწვდე ამას მშობელი უნდა დაკარგო, მერე მეგობარი, შემდეგ შეყვარებული და სანამ თავს არ დაკარგავ_ო ამ ყველაფრის გამო და თავიდან არ იპოვი, არც უნდა იფიქრო ამაზე_ო. შემდეგ კი თავად_ვე, ჩემი ლექციის გარეშეც მიხდვებ,ი რომ ეს ყველაფერი ილუზიაა_ო და მანამდე კი შენ სხვა მითოლოგია გჭირდება! მაგალითად, – იგერ ეზოში კრიკეტს თამაშობენ და შეუერთდი_ო. ასეა აქაც-თქო!
  • სხვათა შორის დავით, ეს ლეგენდარული პროფესორი იმ წიგნის ავტორია, რომელმაც ჯორჯ ლუკასს „ვარსკვლავური ომების“ კინოსაგის შექმნა შთააგონა და ამერიკის უახლესი ისტორია და ვეჭვობ სამომავლო ეთიკა-ესთეტიკის მიმართულებაც განსაზღვრა. იმის თქმა მსურს, რომ იცოდა მაგ კაცმა საქმე და მაგიტომაც მიანიშნა სტუდენტს, – რომ უფრო რთულ მითოლოგიის აღქმას, მეტი პერიპეტია ესაჭიროება ცხოვრებაში. იქამდე კი, – ეზო, თამაში ან სულაც კლერკობაც საკმარისი იქნებოდა მისთვის …
  • და რაც, ეტყობა ნაწილობრივ გადატანილი აქვს მარიამს! ამიტომ, – ეტყობა შედარებით ადვილად აღიქვა ახალი და მიიღო სხვა მითოლოგია. რომელიც, ქართულ სახელმწიფოში გაბატონებული „იდიოკრატიის“ პირობებში, – ვგონებ არ იქნება მისთვის უკანასკნელი და ა.შ. ახლი კი, – მეტ ყურადღებას მოვითხოვ ქალბატონებო და ბატონებო, რადგან გადავდივართ მთავარზე (!), ეპილოგის დასკვნით level_ზე … *

(გაგრძელება იქნება)

ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე