მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება დავით ჩხარტიშვილი: XI_გ ), ეპილოგი / „მივმართავ მათ, – ვისზეც დამოკიდებულია საქართველოს...

დავით ჩხარტიშვილი: XI_გ ), ეპილოგი / „მივმართავ მათ, – ვისზეც დამოკიდებულია საქართველოს ახალი ისტორიის დაწერა!..“

16
0
  • დავით ბატონო, წინა ნაწილში დაანონსე, რომ გადადიხარ ეპილოგის დასკვნით level-ზე; ა) რომ ის სტილისტურად და არსებითად განსხვავებული იქნება ადრინდელი ეპიზოდებისგან. ბ) რომ აღარ მომიწევს შენი ხუმრობების მოსმენა და არც შემოქმედებითი ტრანსის ხილვა წამდაუწუმ. გ) რომ გადაჭარბებულ ინტერტექსტუალობას აღარ ექნება ადგილი. დ) რომ ზედმიწევნით პოზიტივისტურ სტილში მიმოიხილავ დაანონსებულ საკითხებს. ჰოდა „მაშალა“ მითქვამს მაშინ, რადგან მკითხველის სწორ გზაზე დასაყენებლად, არც ეგზეგეტიკის მოშველიება მომიწევს ამიერიდან. ამრიგად, ამოწურულა შენდამი ჩემი პრეტენზიების სიაც, და შესავალში ერთიღა დამრჩენია სათქმელი. ისიც, მხოლოდ ციკლზე ახლად_შემოერთებულთათვის, – რომ წინარე ეპიზოდის დასაწყისში, კარლ იასპერსის ორიგინალურ ტექსტზე დაყრდნობით მიმოვიხილეთ ე.წ. „ღერძული დრო“. კერძოდ, – ის საკვანძო პერიოდი კაცობრიობის ისტორიაში, როდესაც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად  ებრაელმა წინასწარმეტყველებმა, ბერძენმა ფილოსოფოსებმა, სპარსმა ზოროასტრმა, ჩინელმა კონფუციმ გააჟღერა ერთი დიდი ორიენტირი და უნივერსალური ქცევის მოდელი ყველასთვის! და რომ შეგაჩერებინე თხრობა XVI-XVII საუკუნეებზე, – ე.წ. „ქაოსის სამეფოზე“ და ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ პერიოდზე ევროპის ისტორიაში. შესაბამისად, – ციკლის გაგრძელებას, ყოველგვარი ჩიხური განტოტებების ავლით, სწორედ მაგ ტრაგიკული მომენტიდან მოველი ამჯერად. შემდეგ, – იმ ახალი პროექტის დადებას ბოლო-ბოლო, რომელიც კონსერვატიული რევოლუციის საწინდარი უნდა გახდეს შეპირებისამებრ და ხომ გასაგებია დანაპირების კონტექსტში რატომაც გახსენებ ახლა ამ დეტალს?
  • მ_დაა ჯემალ, დანდობა როდია შენი ძლიერი მხარე და ჩემი გადმოსახედიდან კი, აი ეს ამბავი ახლა ასეა აქ: ჯერ ერთი მშვენივრად მესმის შენი, მაგრამ სურვილის და ჩემი პირობის მიუხედავად, – ასეთი მოურიდებელი ანოტაციის შემდეგ, გინდა არ გინდა და უნდა ვთქვა; ა) რომ მხოლოდ გაზეთის რედაქტორის პერსპექტივიდან დანახული, გარეგანი მახასიათებლებით არაა გამართლებული ესოდენ უხეშად რეფლექსირებდე ჩემს მონათხრობებზე. ბ) მით უფრო, როცა არა რიგით ახალ ამბებს, არამედ ონტოლოგიურ სიმართლეებს მიმოვიხილავ და როდესაც მშვენივრად მოგეხსენაბა ისიც, რომ ყოველი ეპიზოდი დამოუკიდებელ ისტორიას წარმოადგენს აქ, – რაც საკუთარ ორიგინალურ სტილისტიკას მოითხოვს. გ) ასევე და უმნიშვნელოვანესი ჩამონათვალში, – რომ არ ვიფარგლები მიმდინარე და ზედაპირული სოციალური კონტექსტით, არამედ მის განმაპირობებელ ფაქტორებს განვიხილავ და ა.შ. მოკლედ, თუგინდ მაგიტომაც ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, თუ თხრობის რამოდენიმე ხაზს მივყვები სტვენა სტვენით. რომლებსაც თავდაპირველი ჩანაფიქრისამებრ, ვავითარებ პარალელურ რეჟიმებში, – იუმორით და დაძაბვის გარეშე! ჰმ, და თუ ახლა გარკვეული ტექნიკური ხარვეზები სდევს ამა თუ იმ ნაწილს, ამასთანავე რთულიცაა მათი „big picture”_სად აღქმა ღრმა ჰუმანიტარული განათლების გარეშე, – ბოლოში ერთმანეთს გადაეკვეთება ეს „story“_ები და ორგანულ კომპოზიციასაც შექმნიან ბუნებრივად! წიგნად შეკრულ ციკლს კი, ხომ საერთოდ სხვა სიღრმე და განზომილება ექნება ამ უნიკალური მეთოდიკის წყალობით. ჰოდა, მაცალო იქნებ კოგნიტიური შესაძლებლობების გაშლა (იცინის). ასეა თუ ისე და მოგწონს თუ არა, – შენაც მაგ 3D პერსპექტივიდან შეგეხედა-თქო, ამ ჩემს „შემოქმედებით ტრანსზე“ და უკვე ტრადიციად ქცეულ კინკლაობასაც აღარ ექნებოდა-რა ადგილი! მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი, – შეგატყვე რომ ხუმრობებიც გაღიზიანებს, არადა ერთი შეხედვით არასერიოზული რიტორიკა ჩემი, მხოლოდ იმისთვისაა საჭირო, რომ შესაბამისი განცდა შევქმნა გარკვეული კატეგორიის მკითხველში და ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სუფთა გონით და სრული სერიოზულობით გაანალიზება წამოჭრილი გარკვეული საკითხების პოზიტივისტურ სტილში. აი, მაგალითისთვის ერთ ამბავს მოგიყვები და ზოგადად, წინარე სიტუაციაზე ექსტრაპოლაციისთვის გამოადგება ეს შეგონება რიგით მკითხველს და ხელისუფალსაც. მიახლოებით, შენი და ჩემი დიალოგის მსგავსად, მიგელ დე უნამუნოსაც ჰკითხა ჟურნალისტმა, – თუ „როგორ უნდა აშენდეს წარმატებული, ძლიერი და ეროვნული ესპანეთი“_ო. „თხები უნდა გავწყვიტოთ“, მიუგო მან და „რატომ“_ო, რომ ჩაეკითხა, უპასუხა – „იმიტომ, რომ სოფლის მეურნეობა უნდა განვავითაროთ და ის კი, ისე ვერ განვითერდება, თუ წვიმა არ წამოვა, წვიმა არ მოვა, თუ ტყეები არ იქნება. ტყეები არ იქნება, თუ ხეებს არ დავრგავთ. თუმცა რომ დავრგოთ, ჩვენთან იმდენი თხაა, მყისვე შეჭამენ ნარგავებს და მაგიტომ, ერთადერთი გამოსავალი აქ, – თხების ამოვწყვეტაა“_ო. შენი აზრით მეგობარო, ამ დიდ მწერალს არ შეეძლო მკაცრად პოზიტივისტურ სტილში ეპასუხა ცნობისმოყავრე ჟურნალისტისთვის, ანდა ტექსტის გამარტივებული აღქმისთვის და საჭირო კონოტაციის მისაცემად, თხების წინ სიტყვა „ორფეხა“ ჩაემატებინა-ა? მაგრამ, მოვლენათა მნიშვნელობის გასაფართოებლად და ჰორიზონტის გაფართოების მიზნით მკითხველში, რატომღაც „კარნავალურ“ სტილში ამჯობინა პასუხი …
  • დავით, დავბერდი ამ საქმეში: არაერთ ფორმაციაში მიცხოვრია და მიბრძოლია თან! ასე რომ, ნაცნობია ეგ ლიტ_ხრიკი ჩემთვისაც; „გინდა სიმართლე უთხრა ხალხს, გააცინე, არადა მოგკლავენ“_ო, ხომ ასეა?! აშკარაა-თქო, რომ ოსკარ უალდის მაგ რჩევით იხელმძღვანელა უნამუნომაც. შენ კი ბანალურად, მათ და სხვა უამრავი დიდი მასწავლებლების ქრესტომატიულ მეთოდიკას ედევნები კონტექსტზე მოუხედავად, – კონცეპტუალურად ახლის შექმნის ნაცვლად! თუ როგორ გამოგდის, ეს კიდევ სხვა საკითხია, რომელსაც აქ აღარ ჩავშლი, – რადგან ვატყობ სახის გამომეტყველებით, რომ სენსიტიური თემაა შენთვის და შინაურულად, საჯარო საუბრის მიღმა განვიხილოთ შემდგომ! მეტყვი ალბათ, „მაშ რას მაკრიტიკებ წარამარა_ო, – თუ ხედავ, – რომ იუმორის, ტრანსის, ბუკვალიზმის მიღმა საუბრის ძალას თვითცენზურის პირობებში“_ო და დაამატებ სავარაუდოდ, – „რა საჭიროა, ეს შენიშვნების კასკადი, იმის მაგიერ რომ შემიწყო ხელი, ამყვე“_ო და ა.შ., არა? საქმე იმაშია დავით, – რომ  ჩემი გაზეთის სპეციფიკა უკეთ მესმის და მაგიტომაცაა, ეს დრამატურგია საჭირო აქ! მერედა, – სხვაგვარად პრაქტიკულ დანიშნულებას ვერ იხილავს შენი თეორიები და თუ რატომ, მაგაზეც მოგვიანებით და ვიწრო წრეში გავისაუბროთ. პრინციპში ესაა, რისი თქმა აუცილებლად მომეჩვენა შენთვის და თუ არაფერი გაქვს დასამატებელი მაგ კუთხით, ე.ი, მოვრიგებულვართ და შევუდგეთ-რა საქმეს! არადა, მკთხველიც გადავღალეთ ამ დაუსრულებელი წაკინკლავებებით და ვგონებ რეალური საშიშროება გაჩნდა კიდეც, რომ უბრალოდ გადაიდოს ეს ჩვენი დიალოგი გვერდზე. იმ მომენტამდე მაინც, სანამ ერთმანეთში არ გავარკვევთ პრობლემების რანჟირების და ნაირ-ნაირი სტილისტიკის დოზირების საკითხებს. მოკლედ, „რელიგიური ომებზე“  შეგაჩერებინე ხომ თხრობა, – სახელდობრ მე_16 საუკუნეზე, რომელიც დაახასიათე ჰობსისეულ მარკერით, „bellum omnium contra omnes“_ო! ახლა კი, იმაზე მოგვიყევი ლაკონურად, – თუ ვინ ან/და რა იდეამ დაალაგა ბოლოს და ბოლოს ევროპა ისე, ნაპერწკალივით რომ აინთო და გაანათა! ან/და, – იქნებ უფრო მართებული ფორმულირებაა, – გაანათლა დანარჩენი კაცობრიობა?
  • მოკლედ, ვერ მოეშვი ამ ვიწრო_ევროპულ ოპტიკით ჭიტინს და „საბოლოო“ დალაგება-განათლების კიდევ აბა რა მოგეხსონო ჯემალ; რადგან, უტოპიის სფეროდან არის ეს შენი მოსაზრება! მაგალითად, ჯერ კიდევ, XIII საუკენეში, იბნ ხალდუნი წერდა „Muqaddimah“ _ში (რედ. „ისტორიის შესავალში“), რომ ისტორია ციკლურია და რომ,  „ცივილიზაციის დაბადება ხდება მაშინ, როცა ძლიერი ხალხი დგას სათავეში“_ო. და რომ მეორე ეტაპი – „კულტურის, ეკონომიკის და მეცნიერების აყვავებაა, რომელსაც ძლიერი ხალხის შვილები უზრუნველყოფენ“_ო! დასკვნითი ეტაპი კი, – „დაცემა“_ო! რასაც „ელიტის გარყვნილება, კორუფცია და სახელმწიფოს დაშლა მოჰყვება“ და რის უკანაც, რა თქმა უნდა იმ ძლიერი ხალხის შვილიშვილები დგას. ჰოდა, მას მერე არაერთმა დიდმა მასწავლებელმა შენიშნა ეს მომენტი, მაგრამ ჩემი ფავორიტი მათში, მაინც ჯამბატისტა ვიკოა-რა, რომელიც გეცოდინება მისი ეპოქალური ნაშრომით …
  • როგორ არ მსმენია დავით, ესაა „ახალი მეცნიერების საფუძვლები ერის საერთო ბუნების შესახებ“; ნამდვილად დიდი მასწავლებელი იყო ვიკო, – ისტორიის ფილოსოფიის, ეთნიკური ფსიქოლოგიის ფუძემდებელმი და ალბათ, ახლა იმის თქმა გსურდა ზემორე პრო_ორიენტალისტური შეპარვით, რომ XVII საუკუნეში მან მხოლოდ გაიმეორა დიდი არაბის მიგნება, ან/და, ევროპელებამდე მიიტანა ის, – რომ „ისტორიული კატასტროფები ციკლურია“_ო და რაც აღმოსავლეთმა დიდი ხნის წინ იცოდა თურმე, ხომ?!
  • კარგი ჯემალ და არაა პრობლემა, მაინცდამაინც თუ მასე ამოიკითხე, – მაგრამ მხოლოდ ეს ანტი-ევროპოცენტრისტული მომენტი როდია მანდ! აი, რომ მომაძახე „ბანალურად, უამრავი დიდი მასწავლებლების ქრესტომატიულ მეთოდიკას ედევნები“_ო. ამგვარად, იმის თქმაც მსურდა შენზე, რომ არაფერი არაა ცუდი იმაში, თუ მასწავლებლები იმეორებენ ხოლმე წინამორბედების მიგნებებს და არგებენ თავ_თავიანთ სოციუმებს მათი შემდგომი ფორმირების მიზნით. ახლა კი მეგობარო, – თუ არაფერი გაქვს დასამატებელი ამ რეპლიკაზე, ე.ი. მართლაც მოვრიგებულვართ და შენი არ იყოს, – საქმესაც შევუდგები დაუყოვნებლივ! მაშ ასე, –  რელიგიურმა ომებმა ევროპის მესამედი შეიწირა და სრული ანარქია, – „ომი ყველას ყველას წინააღმდეგ“ ჩამოვარდა! უამრავ ევროპულ სახ_წარმონაქმნში კი, მხოლოდ გერმანული იმპერია, კარლოს X თაოსნობით ცდილობდა მაგ ქაოსთან გამკლავებას სერიოზულად, თუმცა, არა სისტემურ დონეზე! მაგიტომაც, ვერაფერს უხერხებდა გამოთავისუფლებულ ქტონიკურ ძალებს და დეტალურად ავხსნი ახლა, თუ რა იყო სინამდვილეში დამაბრკოლებელი მანდ; ვიცი რომ გატაცებული ხარ სხვადასხვა ტიპის რელიგიური და არქაული კულტურების შემსწავლელი ლიტერატურით. ე.ი., მოგეხსენება ისიც რომ, ქაოსი და წესრიგი დიალექტიკურ კავშირში არიან ერთმანეთთან. ასევე, ისიც კარგად გეცოდინება, რომ მარადიულია ეს მიბმა. ასეა თუ ისე, როდესაც ბალანსი ირღვევა ამ ველზე, აღარ აქვს მნიშვნელობა ქაოსი უფრო მეტია თუ წესრიგი. ენტროპია მასეთ დროს, იზრდება ნებისმიერ შემთხვევაში, – რადგან ბალანსი დაცული უნდა იყოს და აბალანსებს კი, მხოლოდ მარადიული ხასიათის იდეები და არა სუფთა ძალა. წარმოიდგინე, და არ მაქვს ახლა აქ საუბარი ეთიკა-მორალზე ან/და რელიგიაზე, – ალბათ პირველი რაც მოგივიდოდა თავში. ისინი აქ, მეორეხარისხოვანია და დეკორაციებია სინამდვილეში იმ ფუნდამენტალურ საკითხთან მიმართებაში, რაც გვაწუხებს და წამოვწიეთ …
  • წარმოიდგინე და არც მიფიქრია დავით, რადგან კარგად ვიცი რომ; როდესაც ირევა სიტუაცია მაგ ველზე, დალაგების პროცესი არ ექვემდებარება „ცუდის“ ან „კარგის“ კატეგორიზაციას! რაც როდია მოსაწონი პირველი შეხედვიდან ჩვეული საზომით, მაგრამ ჩვენ ხომ არა სადღეგრძელოებით ან/და ობივატელის გულის ასაჩუყებლად წამოვიწყეთ საუბარი. არამედ იმისთვის რომ გაგვერკვია, თუ რა არის სინამდვილეში ონტოლოგიური სიმართლეები და რა მექანიზმებით ხდება მათზე მყარი კედლების დაშენება. ჰმ, ეტყობა მაგიტომაც არ ჰქონდა მორალიზატორობას ადგილი ციკლში, ხომ?
  • ნამვილად მეგობარო და რა კარგია, რომ უამრავი წაყრუება-გაუგებრობის მიუხედავად, დიდწილად მაინც გესმის ჩემი. სიტყვაზე, იმიტომაც არ ვიძაბები ისტორიის ბნელ მხარეებზე, არც ხიბლში ვარდები გამონათებებზე და ა.შ. მერედა, ცოდვა გამხელილი სჯობსო, – სტოიცისტური მსოფლაღქმა მეხმარება ამაში და ეს ჩემი აღუშფოთველობის საიდუმლო და შავი იუმორიც, შენ რომ ესოდენ გაშფოთებს შიგადაშიგ, ე-მანდ არის სწორედ საძებნი ალგორითმად, და არა ისეთ ფუსფუსში როგორიცაა, – მკითხველს, ესა თუ ის სტილი მოეწონება ან არა! მეტსაც გეტყვი ჯემალ, – იმიტომ არ ვთავაზობ მკითხველს კონკრეტულ თანამედროვე პრაქტიკებს, რომ ისინი ბანალური და არაეფექტიანია sub specie aeternitatis და გამომდინარეობენ არსებული უვარგისი პარადიგმებიდან …
  • მაშინ დავით, კერიგმის და გამხელილი გულნადების კვალდაკვალ ერთსაც ჩაგეკითხები და მოვრჩეთ ამის ირგვლივ-რა: რაც ახლა გვჭირს საქართველოში, ვგონებ ისაა რომ ძველი პარადიგმა არ შევცვალეთ და ახალი დეკორატიული ხასიათის პრაქტიკების დამკვიდრებას ვცდილობდით ნაივურად, ხომ?
  • რა თქმა უნდა ჯემალ და ელემენტარულია ეს ნიუანსი, თუმცა ნაივობის არაფერი სცხია მანდ და ცივსისხლიანი ვაჭრების გათვლები უფროა ეს ამბავი. მოკლედ, სწორედ მაქით მიმყავდა და მადლობა კარგი ჩაწოდებისთის, – ამ ყველაფერზე მექნება საუბარი ქვემორე, როდესაც ისტორიულ-ფსიქოლოგიური ხასიათის პასაჟებიდან გადავალ პოლიტ-ეკონომიაზე და ა.შ. აი ახლა კი, მეტი ყურადღება მართებს მკითხველს, რადგან მთელ ამ ციკლში უმნიშვნელოვანეს, საკვანძო მომენტს მივადექი და ავხსნი რატომაც და ასევე, თუ რა კავშირში არის ეს, ჩემს კერიგმსთან და როგორც შენიშნე მართებულად, – გულნადებთან!..

გაგრძელება იქნება

ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე