ბათუმსა და თბილისში აუდიტორია 115-ის მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა, რომელზეც მოქალაქეებმა ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა და გამკაცრება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. ბათუმში მთავრობის სახლთან შეკრებილებმა ხელისუფლება შრომის უსაფრთხოების არასათანადოდ დაცვის კუთხით უმოქმედობაში დაადანაშაულეს. „სიჩუმე მკვლელობაში თანამონაწილეობაა, არ შევეგუებით ადამიანებს ყოველდღიურ მკვლელობას“-ეს არის ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგი, რომლითაც მოქალაქეები საქართველოს მთავრობას მიმართავენ. სტატისტიკა საგანგაშოა 2011-2017 წლებში სტატისტიკის თანახმად 1209 მუშა სამუშაოს შესრულების დროს დაიღუპა ან დასახიჩრდა.