მთავარი ვიდეორეპორტაჟი კანონი და სამართალი დაკავება საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე

დაკავება საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე

278
0

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, პირველი სამმართველოს (ბათუმის) მეორე სასაზღვრო სექტორის (კირნათი) დასაცავ მონაკვეთზე თურქეთის და საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებმა სასაზღვრო საკონტროლო – გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ. გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.