ბათუმის #2 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელი სოფიკო ვარშანიძე უბნის რეგისტრატორ ეთერ არეშიძეს უყურადღებობაში ადანაშაულებს, რის გამოც მან ეს წუთია მიმართა საუბნო – საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობას. საჩივრის ოქმში აღნიშნულია, რომ არეშიძემ რეგისტრაციის შემდეგ ამომრჩეველს ერთით მეტი ბიულეტენი გადასცა, რასაც შესაძლოა სერიოზული გავლენა ჰქონდეს უბნის შედეგებზე. ოქმში ასევე მითითებულია, რომ ამ გადაცდომის გამო ვარშანიძე რეგისტრატორის პასუხისმგელობის საკითხის დაყენებას და უბნის შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვს.
ირმა ჩხაიძე – adjaraps.com