ამ წუთებში ზუგდიდის საკრებულოში ხმაური და დაპირისპირებაა. მოშიმშილეები პოლიციას, სხდომათა დარბაზიდან, ძალის გამოყენებით გამოჰყავთ.
შეუძლოდ გახდა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი, რომელიც რამდენიმე დღეა შიმშილობს. მას დახმარებას სასწრაფო-დახმარების ექიმები უწევენ.
საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან გაიტანეს ის ლეიბები და პირადი ნივთები, რომელიც მოშიმშილეებმა სხდომათა დარბაზში დღეს დილით შეიტანეს.
შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს, ზუგდიდის საკრებულოს ხუთმა წევრმა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით საკრებულოს შენობაში შიმშილობა დაიწყო.